კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ქეთი მელუას გრანდიოზული ქორწილი ბრიტანეთში

ბრიტანეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა მსოფლიოს ჩემპიონ, მოტომრბოლელ ჯეიმს ტოსელენდზე დაქორწინდა. წყვილმა  ნიშნობის შესახებ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა, ქორწილი კი 1 სექტემბერს, შაბათ დღეს, ლონდონის დასავლეთით, ბრიტანეთის სამეფო ბაღში – კიუში გადაიხადეს. საქორწინო ცერემონიალს 200 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ და განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით სარგებლობდნენ: ნიდერლანდების პრინცი პიტერ-ქრისტიან მიხელი, მუსიკალური პროდიუსერი უილიამ ორბიტი, კომპოზიტორი მაიკ ბატი და სხვები.
 საქართველოდან პირადად ქეთის მიწვევით ჩავიდა დელეგაცია, რომელიც ქეთის უახლოესი გარემოცვისგან – ოჯახის წევრებისა და ბავშვობის მეგობრებისგან შედგებოდა.
პატარძალ ქეთის თეთრი, ლამაზი, კლერ პეტიბოუნის მიერ შექმნილი, ძვირფასი გიპიურით გაფორმებული საქორწილო კაბა ეცვა და გაშლილ თმაში სადა, მინდვრის ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ეკეთა. ნეფე ჯეიმსი კი გამოწყობილი იყო ნაცრისფერ შარვალსა და პიჯაკში, რომელიც, ასევე, ცნობილი დიზაინერის მიერ იყო შეკერილი პირადად მისთვის, ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის.

скачать dle 11.3