კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო ეგზაკუმს და იოლად ეგუება თუ არა ის ოთახის პირობებს?
პასუხი: ამ მცენარეს არ მოაკლოთ სინათლე,  მაგრამ, აუცილებლად მოარიდეთ შუადღის მზეს. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა. გამოსაზამთრებლად მინიმუმ 11 გრადუსი მაინც სჭირდება. ზრდის მთელი სეზონის განმავლობაში მიწა ტენიანი უნდა იყოს. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება ეგზაკუმს. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, ეგზაკუმიანი ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. ის იოლად ეგუება ოთახის პირობებს და ბინაში ამყოფეთ ნათელ ოთახში. შეგიძლიათ, მისი თესლი ადრიან გაზაფხულზე ჩათესოთ და თვითონვე გაახაროთ, მერე კი გადარგოთ, თუმცა, თუ ეს გეძნელებათ, ჯობია, ზრდასრული მცენარე შეიძინოთ.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ყოჩივარდა და როგორ მოვრწყა ის წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
პასუხი: ყოჩივარდა სიგრილის მოყვარულია. იმისთვის, რომ დიდხანს იყვავილოს, ამყოფეთ ის 13-18 გრადუსზე და მანამ ნუ მორწყავთ, სანამ ფოთლები ცოტათი არ მოიწყენს. მორწყვისას ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით და 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი დაწრიტეთ. სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. აყვავილების შემდეგ თანდათან შეამცირეთ მორწყვა, სანამ ფოთლები გაუყვითლდება. ზაფხულის ბოლოს ან ადრიან შემოდგომაზე ბოლქვი გადარგეთ. ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს მანამ, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, შემდეგ კი ჩვეულებრივ მორწყეთ.
კითხვა: არის თუ არა პრეტენზიული მცენარე ცისუსი და როგორ გავახარო ის ბინაში?
პასუხი: ცისუსი ყველანაირ პირობას ადვილად ეგუება. სჭირდება სინათლე, ოღონდ, შუადღის მზე არ უნდა ხვდებოდეს, თორემ, ფოთლები დაეწვება. გაზარდეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე – 18-24 გრადუსზე, ზამთარში კი მისაღებია მინიმუმ 12 გრადუსი. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი წყალი სჭირდება ცისუსს, ამიტომ გაზაფხულზე და ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ; ზამთარში კი, თუ ტემპერატურა დაბალია – შედარებით იშვიათად. ზედმეტად წამოზრდილი ყლორტები მოაჭერით ნებისმიერ დროს, მთლიანად გასაკრეჭად კი გაზაფხულამდე მოიცადეთ. ზრდის პერიოდში ნიადაგი თვეში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. მისთვის სასურველი ადგილი კი, გრილი ოთახია.
კითხვა: როგორ მოვუაროთ იმპატიენსს?
პასუხი: იმპატიენსი არის როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი. ეს მცენარე საკმაოდ  პრეტენზიულია – ვერ იტანს როგორც სიცხეს, ასევე სიცივეს. სჭირდება ერთგვაროვანი ტემპერატურა – 18-20 გრადუსი. ყვავილობს გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. მას სჭირდება კარგი ნიადაგი, ასევე, ნაკელი და ტორფი.  იმპატიენსი მრავლდება კალმით. ახალი მცენარე გადარგვისას უნდა იდგეს ჩრდილში, სანამ კარგად მოძლიერდება. მისი გადარგვა აუცილებელია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ზამთარში შეიტანეთ ოთახში, გაზაფხულზე კი გაიტანეთ გარეთ.

скачать dle 11.3