კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ მოვუაროთ თავს ცხელ დღეებში

ცხელ ღამეში ძილის შემდეგ, დილით, ისეთი მოთენთილი დგებით, ყველაფრის კეთება გეზარებათ, მაგრამ, ამას ადვილად უშველით, თუ ნელთბილ შხაპს მიიღებთ (ცივი ან ცხელი შხაპი არ შეიძლება). შემდეგ კი მთელ სხეულზე ციტრუსის ექსტრაქტის გელს წაისვამთ. ასევე, კარგი ეფექტი აქვს გელს ან სკრაბს პიტნის ექსტრაქტით – ის აგრილებს კანს და ამაღლებს ტონუსს, ხსნის კიდურების შეშუპებას და კარგი საშუალებაა სტრიებისა და ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს ასცდა, არაერთი პრობლემა იჩენს თავს, რაც აშკარად იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას, თუმცა, ამის შველაც შეიძლება:
ა) თუ სახეზე აღარ ჩერდება და იღვენთება ან ითხაპნება კოსმეტიკა, დღის განმავლობაში გამოიყენეთ თერმული წყალი. სახის კანის ზედაპირიდან აორთქლებისას ის ოდნავ აშრობს კანს, რაც ხელს უშლის სახეზე კოსმეტიკის „გალღობას“.
ბ) თუ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გიჭუჭყიანდებათ თმა, თავი დაიბანეთ მენთოლიანი შამპუნით, რომელიც ამცირებს კანის ცხიმიანობას და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ გრილი წყალი. თუ აუცილებლად გჭირდებათ ფენით გაშრობა, ჩართეთ ის ცივ რეჟიმზე.
გ) თუ ხშირად გიცხიმიანდებათ თმა, მოამზადეთ შემდეგი ნაყენი: 1 ჩაის კოვზ ჭინჭრის, გვირილისა და როზმარინის ნარევს დაუმატეთ თმისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური ძმრის 3 წვეთი და 100 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებიდან ღერების მთელ სიგრძეზე.
დ) თუ სხეულზე კანი დაგეჭიმათ, 20 მილილიტრი ჟოჟობას ზეთი შეურიეთ ტანის ლოსიონს და შეიზილეთ სუფთა კანზე (თან დაიმასაჟეთ) დილას და საღამოს.
ე) თუ სახეზე შავი წერტილები გაგიჩნდათ, მოამზადეთ გამწმენდი ნიღაბი: ერთმანეთში აურიეთ 3 სადილის კოვზი ხაჭო, 1 ცალი (მომცრო ზომის) კანიანად გახეხილი კიტრი და 2 სადილის კოვზი ახალგამოწურული ალოეს წვენი. მიღებული მასა სქლად დაიდეთ მთელ სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი.

скачать dle 11.3