კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააერთიანა თავის კოსტიუმებში სოფელი და ქალაქი და დღე და ღამე სტელა მაკარტნიმ

აგვისტო დამთავრდა! შვებულებები, არდადეგები, საცურაო კოსტიუმები, ჭრელი შლაპები, დიდი და ღია ფერის სათვალეები ერთი წლით მიეცა დავიწყებას. საზაფხულო გარდერობი დაიხურა და, სანამ თბილისში კარგად აცივდება, მანამ გვიწევს ინტენსიური ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მოდურად, ლამაზად და ტენდენციების შესაბამისად შემოდგომა-ზამთარში. თბილისური მოდის კვირეულების შედეგად, ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის კოლექციები დიდი რაოდენობით გვაქვს განსახილველი, მით უმეტეს, რომ მათი დიდი ნაწილი მაღაზიებში მალე დაიკიდება, მაგრამ,  მინდა სტელა მაკარტნის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სეზონის დასაწყისშივე განვიხილოთ, რომელიც, ალბათ, იდეალური იქნება ქართველი ქალის დახვეწილი გემოვნებისთვის, რომელიც არის ნაზი და სექსუალური, მშვიდი, გრაციოზული და დახვეწილი, ქალური და მიმზიდველი. სტელა მაკარტნის კოლექციაში ყველა იმ ტენდენციის გავლენა იგრძნობა, რომელიც მოსალოდნელი იყო ამ სეზონზე: კაკაოსფერი და მისი გრადაციები, ნაცრისფერი, თხელი უსაყელო პალტოები, პალტოები, რომლებსაც სახელოები არ აქვს... მაგრამ, ჯობია, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:
 სტელა მაკარტნის რთული წელიწადი ჰქონდა. ამ სეზონზე მან ორი მაღაზია გახსნა – ნიუ-იორკში, „სოჰოში“ და ახალი ბუტიკი ლონდონში. ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის, ბრიტანეთის გუნდისთვის მან უნიფორმები შეკერა, გააკეთა საღამოს რამდენიმე ჩაცმულობა წითელი ხალიჩისთვის, მათ შორის, ქეით უინსლეტისა და სხვა ვარსკვლავებისთვის და, რა თქმა უნდა, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც პარიზში, 5 მარტს წარმოადგინა.
 სტელას ამ სეზონის ქალი იმ ბალანსზე მოგვითხრობს, რომელიც დიდ ქალაქში მცხოვრებმა აქტიურმა და საქმიანმა ქალებმა უნდა დაიცვან. კულისებში დიზაინერი საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააერთიანონ ქალებმა ქალაქი და სოფელი, დღე და ღამე, გახადონ ის უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილი.
 თავისუფალი სტილის ლურჯი პალტო, პატარა, ლამაზი „ეშვებით”, რომელიც მას სამკაულივით უხდებოდა – სწორედ ამ სამოსით გაიხსნა ჩვენება, რასაც მოჰყვა მოსაცმელების, ტუნიკებისა და მანტოების სწორხაზოვანი რიგი, რომელიც აღტაცების სიტყვებს ამოაძახებინებდა ხოლმე მაყურებელს და ისინი ტაშით აცილებდნენ ყველა მოდელს. ულამაზესი იყო ამ სტილის პალტოებზე თხელი, ტანზე შემოჭერილი შარვლები, რაც საშუალო სიმაღლის, წვრილქუსლებიან ფეხსაცმელზე საოცარ ხიბლს ჰმატებდა ასე მობეზრებულ და ყბადაღებულ საქმიან, კლასიკურ კოსტიუმებს. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია შემოდგომასა და ზამთარს ეძღვნებოდა მასში ბევრი იყო სიშიშვლე,  როგორც ინგლისელები იტყოდნენ, „ბევრი შიშველი ფეხი” და ბევრი სექსუალურობა, რაც მაკარტნის საქმიან სტილში ულამაზესად იყო შერწყმული.
 რაც შეეხება საღამოს სამოსს, დიზაინერმა აქცენტი გააკეთა ლამაზ, დახვეწილ, ნაზ კაბებზე, რომლებიც დამუშავებული და გაფორმებული იყო ორგანზით. აღსანიშნავია, რომ ეს მოტივები მაკარტნის „ჟივანშისგან“ აქვს აღებული. კაბები ერთ მხარზე დრაპირებული და განსაკუთრებულად დამუშავებული იყო, ხშირ შემთხვევაში – ძვირფასი თვლებით შესრულებული, ხოლო ბიუსტები – ალისფერი ვარდებით შემკობილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უფრო მეტი და უფრო ზღაპრული იყო, ვიდრე დასაწყისში „დაანონსებული” უბრალო „დეივეარი”.

скачать dle 11.3