კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: საკუთარ თავზე ქების მოსმენა ყველას სიამოვნებს, მაგრამ, როგორ უნდა მიიღოს ქრისტიანმა მისი მისამართით საქებარი სიტყვები, რომ ხიბლში არ ჩავარდეს?
პასუხი: ამის პასუხად გეტყვით წმიდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვებს: როდესაც გაიგებთ თქვენს ქებას, გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები.
კითხვა: როგორ უყურებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მიცვალებულის კრემაციას?
პასუხი: ადამიანის ამქვეყნიური ყოფნის დასასრულს ბიბლიური განჩინებაა: მიწა ხარ და მიწად იქეც! ეს არის იმის საფუძველი, რომ ადამიანი მიწას მივაბაროთ. თუკი სიკვდილის შემდეგ მის სხეულს დაწვავენ, რასაკვირველია, გარდაცვლილი ამაზე არ აგებს პასუხს, მაგრამ ღვთის წინაშე სცოდავენ ამის ჩამდენნი.
კითხვა: ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ახლა ორივენი გარდაცვლილები არიან. შეიძლება თუ არა ლოცვისა და პანაშვიდის დროს მათი ერთად მოხსენიება?
პასუხი: დიახ, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი მშობლები ლოცვისა და პანაშვიდის დროს ერთად მოიხსენიოთ.
კითხვა: გარდაცვალებიდან რამდენ დღეში უნდა დაიკრძალოს მიცვალებული?
პასუხი: ქრისტიანული წესით, გარდაცვლილებს მესამე დღეს კრძალავდნენ. მიცვალებულის დიდხანს გაჩერება და მაგალითად, მეშვიდე დღეს დაკრძალვა საერო ტრადიციაა, რაც ბევრ უხერხულობას ქმნის. დაკრძალვის დიდი დროით გადავადება, სულიერად ფიტავს ჭირისუფალს. მთავარია, იზრუნოთ მიცვალებულის სულზე და დაკრძალვის დროის გახანგრძლივებით, შესაძლოა, სწორედ ეს დააკლოთ გარდაცვლილს. დღესდღეობით, მიცვალებულის დაკრძალვა მიღებულია მესამე ან მეხუთე დღეს გარდაცვალებიდან.

скачать dle 11.3