კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი მთესველზე

„აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად და როცა თესავდა, ზოგი დავარდა გზასთან, მივიდნენ ცის ფრინველები და შეჭამეს იგი. სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე აღმოცენდა, რადგან სიღრმე არ ჰქონდა მიწას; როდესაც მზე ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. სხვა ჩავარდა ეკლებში, ამოვიდა ეკალი და მოაშთო იგი. სხვა დავარდა ნოყიერ მიწაზე და გამოიღო ნაყოფი: ზოგმა – ასი, ზოგმა – სამოცი და ზოგმა – ოცდაათი“.
მათე 13, 3-8.
გულისყურით ისმინე ქრისტეს სიტყვა
„მთესველი“ პირველი იგავია, რომელსაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე ყვება წმიდა სახარებაში. უფალი იესო ხალხს იგავებით ესაუბრებოდა და უხსნიდა საიდუმლოს ღვთისა და ცათა სასუფეველზე. მოწაფეებმა ამის გამო ჰკითხეს თავის მოძღვარს: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ უფალმა განუმარტა, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ იყო მზად ღვთის სიტყვის მოსასმენად და მისაღებად. ჩვენი ტკბილი უფალი, მოსიყვარულე მშობელივით, ჯერ კეთილი ამბებით გაგიხსნის გონებას, რომ უკვე მოწიფულმა თვითონვე შეძლო ღვთის მოსაწონი არჩევნის გაკეთება. „მთესველის“ იგავს მოწაფეებს თავად უფალი იესო განუმარტავს და ამბობს: ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას და არ გაიგებს, მივა უკეთური და მოიტაცებს დათესილს მისი გულიდან. ეს გზასთან დათესილი სიტყვაა. კლდოვანზე დათესილი ის სიტყვაა, რომელსაც ისმენ და მყისვე სიხარულით მიიღებ; რაკი დროებითია და ფესვს არ გაიდგამს, გაჭირვებისას ან ამ სიტყვის გამო დევნისას, მყისვე დაბრკოლდები. ეკლებში დათესილ სიტყვას ამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობს და უნაყოფო ხდება. ხოლო ნოყიერ მიწაზე დათესილი სიტყვა გონებასა და გულში აღწევს. მიღებულ კეთილ ნაყოფს ზოგი ასად აქცევს, ზოგი – სამოცად, ზოგი – ოცდაათად.
„მთესველის“ იგავში უფალი საკუთარ თავს გულისხმობს: „გამოვიდა მთესველი დასათესადო“. მთესველი ქრისტეა, რომელმაც დატოვა ზეციური მამის სამყოფელი და თავი დაიმდაბლა. იგი მიწისმოქმედივით მოვიდა ამ ცოდვილ წუთისოფელში, რომ თავისი სიტყვა – წმიდა სახარება დაეთესა ჩვენს გულებში. მაგრამ, ამ თესლს ვერც ურწმუნო მიიღებს, ვერც ღვთის მოძულე, ვერც ზარმაცი, ვერც ქარაფშუტა, ვერც ვერცხლისმოყვარე, ვერც ძუნწი, ვერც გულგრილი და ვერც სხვა მათი მსგავსი.
ხედავ, რამდენნაირია გზა წარწყმედისთვის? გადარჩენის გზა კი ერთია – ეს არის ქრისტეს სიტყვა, ამ სიტყვის გულმოდგინედ მოსმენა და დაუყოვნებლივ საქმედ გადაქცევა.
რატომ გამოიღო კეთილი ნაყოფი ზოგმა ასი, ზოგმა – სამოცი და ზოგმა – ოცდაათი? უფალი იესო სხვადასხვაგვარ სათნოებას გულისხმობს. იგი ყველა კეთილ საქმეს შეიწირავს ჩვენგან: ასსაც მოიწონებს, სამოცსაც და ოცდაათსაც – სულ უმცირესისგანაც კი არ იბრუნებს პირს.
„რომელსა ასხამენ ყურნი სმენად – ისმინენ!“ – ამ სიტყვებით დაასრულებს ხოლმე უფალი იგავის თხრობას. ამ შეგონებით უფალი გთხოვს, მთელი გულისყურით მოუსმინო მას, რათა, ნოყიერ მიწაზე დათესილივით, შენც გამოიღო კეთილი ნაყოფი.

скачать dle 11.3