კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ამართლებს ქალი საკუთარ ღალატს და რატომ არ გრძნობს ის თავს დამნაშავედ

სიყვარული, ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ძალიან ჰგავს ავადმყოფობას. მისთვის დამახასიათებელია გართულებები და, ასევე, რემისიის პერიოდები, როცა „პაციენტი“ შედარებით მშვიდად არის. თუმცა, მისი მდგომარეობის გამწვავება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია – შეყვარებულები გაცილებით მეტ შეცდომას ჩავდივართ. იქნებ ამ შეცდომებს გამართლებაც აქვს, მაგრამ, თავს ამის გამო უკეთესად ნამდვილად არ ვგრძნობთ  – ყველაზე უკეთ ხომ ჩვენ ვიცით, რა დავაშავეთ. ბუნებრივია, აღიარება სიმართლისა საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება მომენტი, როცა უნდა გათავისუფლდე იმ განცდებისგან, რომელსაც სწორედ დანაშაულის შეგრძნება ბადებს.

თიკო (36 წლის): თქვენთან ადამიანები გულის გადასაშლელად და თავიანთი სევდის შესამსუბუქებლად მოდიან. პრობლემას ვინ მოგიგვარებს, მაგრამ ისიც შეღავათია, როცა ვინმე გისმენს. მე ვიცი, ძალიან ბევრი ვერ გამიგებს და ბევრ ცუდ რამესაც იტყვიან ჩემზე, მაგრამ, ამას უკვე აღარ ვდარდობ. თავად ვარ ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან და დეპრესიიდან გამოსასვლელ გზას ვერ ვპოულობ. არ იფიქროთ, რომ თავის მართლებას შევეცდები, არანაირად. თავიდან მოვყვები: პირველი ოჯახი დამენგრა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა გავთხოვდი – თექვსმეტი წლის. მაშინ ვფიქრობდი, რომ უზომოდ მიყვარდა და ჩემს ქმარზე უკეთესი არავინ მეგონა. ხომ ხვდებით, როგორ მდგომარეობაში ვიყავი – არავისი არაფერი მესმოდა და არავისი არაფერი მჯეროდა. შევციცინებდი ჩემს ქმარს და ის მეგონა ერთადერთი და განუმეორებელი. საკუთარი აზრი აღარ მქონდა. გამომაშტერა სიყვარულმა, მაგრამ, როცა თვალები ამეხილა, მივხვდი, რომ მოტყუებული და თავლაფდასხმული ვიყავი.
– რას გულისხმობთ?
– ბანალურ შემთხვევას: შვიდი თვის ორსულს მიღალატა ჩემმა საყვარელმა, „რაინდმა“ მეუღლემ, „სანაქებო“ ქმარმა და მთლიანად დაანგრია ჩემი წარმოდგენა სიყვარულზე. თანაც, მიღალატა ჩემსავე მეგობართან. ოთხი თვის რომანი ჰქონდათ, მე რომ გავიგე. დღეს ოჯახი აქვთ და დღემდე არ მესმის, თუ ის უყვარდა და უნდოდა, მე რაღას მერჩოდა, რატომ მომიყვანა ცოლად.
– ანუ, სანამ შეგირთავდათ ცოლად, იმასთან ურთიერთობა მანამდე ჰქონდა?
– ეს აღარ გამომიძიებია. რაც გავიგე, ისიც საკმარისი აღმოჩნდა სრული შოკის მისაღებად. ისტერიკა დამემართა. დიდი სკანდალი მოჰყვა ამ ამბავს. ჩემი ქმარი ყველაფერს უარობდა, როგორც ყველა ნაძირალა მამაკაცი. მე ლამის მზად ვიყავი, რომ დამეჯერებინა, მაგრამ, ჩემმა მშობლებმა წამიყვანეს და ამით დასრულდა ჩემი პირველი გათხოვების ამბავი. ჩემს ყოფილ ქმარს აღარც უცდია ჩვენთან დაკავშირება. ისე გავაჩინე ბავშვი, არაფერი უკითხავს. დეპრესია საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა. მამაკაცებს საერთოდ ვეღარ ვიტანდი. მშობლები მეხმარებოდნენ და ნელ-ნელა დავდექი ფეხზე, განათლებაც მივიღე. ისეთი პროფესია მაქვს, სამსახური მალევე ვიშოვე და საკმაოდ კარგადაც ავაწყვე ცხოვრება. მამაკაცები, როგორც იტყვიან, ბუზებივით მეხვეოდნენ, მაგრამ, არავის ვაძლევდი მოახლოების საშუალებას – აღარ მინდოდა, დავტანჯულიყავი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მარტოც ძალიან კარგად ხარ – შვილი გყავს, ფული გაქვს, კაცი რაღასთვის გჭირდება, ყველაფერს გააფუჭებ-მეთქი.
– თაყვანისმცემლებთან არანაირი ურთიერთობა არ გქონდათ?
– მსიამოვნებდა, როგორც ყველა ქალს. თან, ჩემი გარეგნობა ყოველთვის მომწონდა. ისიც მიხაროდა, მამაკაცების ნერვებზე რომ ვთამაშობდი, ვაწვალებდი, ვეკეკლუცებოდი, საკმაოდ თამამი ჩაცმულობით ვიწვევდი, მერე კი მათ ზარებსაც არ ვპასუხობდი. თუმცა, სიახლოვის, სითბოს მოთხოვნილება არ მქონდა. მეგონა, სულ ასე იქნებოდა. მაგრამ, ეტყობა, ქალს მაინც არ შეუძლია მამაკაცის გარეშე გაძლება. ბუნება თავის კანონებს გვკარნახობს და გვიდგენს, როგორ ვიცხოვროთ. ჰოდა, ერთ დღეს გიჟურად და არანორმალურად შემიყვარდა. ეს მართლა სიყვარული იყო. მაშინ მივხვდი, რომ პირველად საერთოდ არ მყვარებია, ის, რაც მე სიყვარული მეგონა, უბრალოდ, ბავშვური თამაში ყოფილა. ამ სიყვარულმა კი მართლა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. ყველაფერი შეცვალა. თავმოყვარეობა დამაკარგვინა და გამაგიჟა, სუსტ, უნებისყოფო ქალად მაქცია. 28 წლისას მეწვია დიდი გრძნობა და, რვა წელია, გაწამებული ვარ. ძალიან რთულად არის ყველაფერი. ჩემზე ექვსი წლით უმცროსია. წელიწადზე მეტხანს დამდევდა, მუდმივად მითვალთვალებდა. ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდა. არაფერი განსაკუთრებული არ იყო მასში: არც გარეგნობა, არც სოციალური სტატუსი ან მატერიალური მდგომარეობა... შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, ქალები უფრო პერსპექტიულ კაცებს ირჩევენ ხოლმე, მით უმეტეს, როცა მეორედ დგამენ ამ ნაბიჯს. ყველა მეუბნება, რომ მეტი გონიერება და დაკვირვებულობა უნდა გამომეჩინა. ჩემი შესაფერისი მამაკაცი მომეძებნა... გეგონება, გული ჩვენ გვეკითხებოდეს, რა გვინდა და როგორ გვინდა. ამორჩეული მამაკაციც მყავს გვერდით, მართლა ყველაფრით რომ შემეფერება, მაგრამ, საერთოდ არ ვარ ბედნიერი, კიდევ უფრო მეტად ვიტანჯები. ანუ, ახლა მყავს ქმარი, ისეთი, როგორსაც ქალები ნატრობენ ხოლმე – ჭკვიანი, სერიოზული, მშვიდი, გაწონასწორებული, შეძლებული... ოღონდ, უემოციო... ჰო, უემოციო და აუღელვებელი. თავისი სიმშვიდით გადამრია. იცის, რომ მანამდეც სხვას ვხვდებოდი, სანამ მას გავყვებოდი ცოლად და ახლაც ვღალატობ, ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, მაგრამ, ხმას არ იღებს, არც მეყრება და თავი სულ ისე უჭირავს, თითქოს არაფერი ხდება. ამით კიდევ უფრო მანადგურებს.
– ქმარიც გყავთ და საყვარელიც?
– ფაქტობრივად, ასეა. თუმცა, გაცილებით რთულადაა საქმე. ჩემი დიდი სიყვარული იმ ადამიანის მიმართ შეუმჩნეველი არ დარჩა. მართლა არ ვიცი, როდის მოვიდა გრძნობა და როდის დავყარე ფარ-ხმალი. ახლა რომ ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. შეყვარებული თვალებით მიმზერდა და რამდენჯერმე ჩემს წინ იტირა.
– ამიტომ შეგიყვარდათ?
– არ ვიცი, რატომ შემიყვარდა, არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. როგორ შეიძლება, კაცი მარტო მისი შეყვარებული თვალების გამო შეგიყვარდეს?! ლოგიკურად ეს შეუძლებელია, მაგრამ, სხვა ღირსება ნამდვილად არ გააჩნია. სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა ასეთი სულმდაბალი არარაობა შემყვარებოდა?!
– არარაობას უწოდებთ კაცს, რომელსაც აღმერთებთ?
– ვაღმერთებ – ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. კი არ ვაღმერთებ, დამოკიდებული ვარ მასზე, როგორც ნარკოტიკზე. ეს ნამდვილი ავადმყოფობაა, რომელსაც მთელი ძალ-ღონით ვებრძვი. ვებრძვი გამუდმებით, მაგრამ, გამუდმებით ვმარცხდები. რვა წელია, ასეთ მდგომარეობაში ვარ. მასთან დაშორების შემდეგ მალე გავთხოვდი, რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, ეს კაცი ჩემთვის არაფერს ნიშნავს-მეთქი. მაგრამ...
– მას ცოლი ჰყავს?
– ვის, ჩემს „ავადმყოფს“? არა. არც მაშინ ჰყავდა ცოლი, არც ახლა ჰყავს. მთელი წელი სიყვარულს მეფიცებოდა. ჩემი ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩვენი ურთიერთობის. ამიტომ, ბინა ვიქირავეთ და ცალკე გადავედით. მეუბნებოდა, ცოლად შენ მეტი არავინ მინდაო.
– არ დაუჯერეთ?
– როგორ არ დავუჯერე. გადარეული ვიყავი და მისით ვცოცხლობდი. მხოლოდ მისი სიყვარული მაცოცხლებდა და მასულდგმულებდა. მაგრამ, მან ვერ დაიცვა ჩვენი სიყვარული, სუსტი აღმოჩნდა. დედამისმა საშინელებები ჩაიდინა, ურჩხულად იქცა და ისეთი რაღაცეები აკეთა, დაგვაშინა.
– თქვენს შეყვარებულს სისუსტეს აბრალებთ?
– არავის არაფერს ვაბრალებ. მაშინ მართლა ვფიქრობდი, რომ ყველაფერში დედამისი იყო დამნაშავე, ახლა კი სხვანაირად ვაზროვნებ. შეიძლება გავიზარდე და ცხოვრებამ რაღაც მასწავლა; შეიძლება, შედარებით ცივი გონებით ვაანალიზებ, მაგრამ, ფაქტია, რომ მისი სიყვარული არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ ერთად ვყოფილიყავით. შემდგომმა მოვლენებმა მაჩვენა, რომ სწორედ ასე იყო. ენით ვერ აგიწერთ, რა მდგომარეობაში ვიყავი. მე ამ სიყვარულმა დამანგრია, გამანადგურა, მაგრამ, ცუდი ის იყო, რომ, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, არ შემძულდა. ჩემი ქმარიც ხომ მიყვარდა. შეიძლება, ასე ძლიერად არა, მაგრამ, გრძნობა ხომ მქონდა?! დეპრესიაშიც ჩავვარდი და ცუდადაც ვიყავი. მაგრამ, ის შევიძულე, ეს – არა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ?
– შესაძლოა, იმიტომ, რომ ამასთან დაშორება სხვა ფაქტორებმა განაპირობა და არა ღალატმა, როგორც პირველ შემთხვევაში. თუმცა,  ახლა უკვე ვიცი, რომ სწორედ ჩემი მიტოვება იყო ღალატი იმ მდგომარეობაში, როგორშიც მაშინ ვიყავი. მოულოდნელად გაქრა ადამიანი, აორთქლდა ჩემი ცხოვრებიდან. დილით სიყვარულს მეფიცებოდა, საღამოს კი გაუჩინარდა. ველოდებოდი და აღარ  მოვიდა. მობილურზე ვურეკავდი და არ მპასუხობდა. მერე, გვიან, დედამისმა დამირეკა და ისე გამლანძღა, ისეთი სიტყვები მითხრა, ცუდად გავხდი. თან სიტყვაც ვერ დავძარი თავის დასაცავად. მხოლოდ ის მოვახერხე, რომ ტელეფონი გავუთიშე და ავტირდი. ყველაფერი მტკიოდა, ფიზიკურადაც და სულიერადაც. მოვკიდე ბავშვს ხელი და დავბრუნდი ჩემს მშობლებთან. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ, არ ვიცოდი სად წავსულიყავი. უმძიმესი დღეები გადავიტანე. როგორ მოვყვე, მაინც ვერ მიხვდებით. გარეთ გამოსვლა არ მინდოდა, ასე მეგონა, მთელი ქვეყანა ჩემზე ჭორაობდა. მერე  სრულიად მოულოდნელად, გამოჩნდა ეს – ჩემი ქმარი, შეძლებული და „სხვანაირი“.
– რას ნიშნავს სხვანაირი?
– იმას, რომ ქართველი მამაკაცებისგან განსხვავებულია. ზოგჯერ არც კი მგონია, რომ ქართველია. ჩემზე ბევრად უფროსია – საკმაოდ დიდია ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა. აბსოლუტურად არაფერი უკითხავს ჩემთვის. თან, იმ პერიოდში უცხოეთში მიდიოდა სამუშაოდ და ჩემი შვილიანად გავყევი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორ შეიძლებოდა ბედნიერი ვყოფილიყავი კაცთან, რომელიც საერთოდ არ მიყვარდა?! ერთადერთი გრძნობა, რაც მის მიმართ მქონდა, მადლიერება იყო, მეტი არაფერი. თუმცა, ნელ-ნელა სიმშვიდეც მომგვარა ამ კაცის გვერდით ყოფნამ. ძალიან ზრუნავდა ჩემზე. მისთვის თოჯინა ვიყავი. უფრო მამა იყო, ვიდრე საყვარელი მამაკაცი, რომლის მიმართაც, შეიძლებოდა, ვნება გამჩენოდა. თუმცა, ვცდილობდი, ძალიან ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. სამი წელი ჩემი შეყვარებული საერთოდ არ გამოჩენილა. არც მე ჩამომიდგამს აქ ფეხი – არ მინდოდა, სადმე გადავყროდი და ამიტომ, არც ჩემი ოჯახის წევრების ნახვა მიცდია. თითქოს გული მიგრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. როცა აუცილებელი გახდა ჩვენი ჩამოსვლა, წამოვედით. ახლა ვხვდები, რომ, შეუცნობლად, ალბათ, მაინც მისკენ მოვილტვოდი, იმიტომ რომ, პირველივე შეხვედრისას კისერზე ჩამოვეკიდე. ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის, მაგრამ, ვერაფრით ვუმკლავდები ჩემს სურვილებს. ავად ვარ ამ ადამიანით – სერიოზულად ვამბობ ამას.
– ამით ამართლებთ თქვენს ღალატს?
–  თუ საერთოდ შეიძლება ღალატის გამართლება, ვცდილობ, რომ გავამართლო. არ გეგონოთ, სინდისი არ მაწუხებს. იმასაც ვხვდები, რომ ეს კაცი ჩემი შესაფერისი არ არის. მატყუებს, როცა ამბობს, რომ ჩემ გარდა, სხვა ქალი არ ჰყვარებია. გული მეუბნება, რომ საყვარელი ახლაც ჰყავს – ვიღაც ქალი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ. მთავარი ჩემთვის ეს არ არის. რამდენჯერმე მის მობილურში ისეთი მესიჯი წავიკითხე, მთელი ღამე ტირილში გავატარე. მინდა, დავშორდე და საერთოდ წავშალო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ, არაფერი გამომდის. მთლიანად დამანგრია და გამანადგურა ამ სიყვარულმა და, არ ვიცი, ეს სადამდე გაგრძელდება.
– ქმარმა იცის, რომ საყვარელი გყავთ?
– ერთხელ რომ ვუთხარი, გიღალატე-მეთქი, მას მერე არც მე ვამბობ რამეს, არც ის მისვამს შეკითხვებს, მაგრამ, ამით უფრო ვიტანჯები. გულწრფელად მინდა, ქმრის ერთგული ვიყო და აღარ მიყვარდეს ეს კაცი, მაგრამ, არ გამომდის. ცრემლები ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. მეცოდება საკუთარი თავი.

скачать dle 11.3