კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქრით „გაახარა“ ცნობილმა კალათბურთელმა ოჯახის წევრები და რატომ ითხოვდა ის ორ აგურს თავში შემოსაკრავად

ტრივიალური და მარტივი ხუმრობაა „აგური“. ასეთი რამეებით ბევრ მსახიობს და სპორტსმენს უსარგებლია, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად მოხდა:
ჩვენს გუნდში ორი ლეჟავა თამაშობდა: ანზორ ლეჟავა და ილო ლეჟავა. ორივენი ძალიან საყვარელი და სასახელო კოლეგები გახლდნენ.
უცხოეთში ვართ. ვიპოვეთ ქუჩაში ორი აგური. შევფუთეთ ცელოფნებში და ინკოგნიტოდ ჩავდეთ ჩემოდანში (რა თქმა უნდა, სასეიროდ), ველით შედეგს. თბილისში  მოვფრინავთ გამარჯვებულები და კმაყოფილები. ყველას გვეგულება ჩემოდნებში „რაღაც-რუღაცეები“, რითაც თბილისელ ახლობლებს გავახარებთ.
– ანზორ, – ყურში უჩურჩულა ერთმა ჩვენგანმა ტანმაღალ კალათბურთელს, – იცი, რა ხდება?
– რა?
ანზორი სასეიროს მოლოდინშია.
– ილოს, არ გაგვამხილო და ორი აგური ჩავუდეთ ჩემოდანში.
ამის თქმა და ანზორის გადაფიჩინება ერთი იყო... იცინის, იცინის, კვდება სიცილით. გადახედავს ანზორი – ილუმინატორთან მშვიდად მჯდომ ილოს და წასკდება სიცილი.... ხა, ხა, ხა...
და აჰა! – თბილისი...
მიდის ანზორი სახლში და ცოლ-შვილს უამბობს, თუ როგორ გადაირევა შინ მისული ილო, როცა ხელში აგურები შერჩება.
სახლში დამხვდურებიც ქანცგაწყვეტამდე იცინიან.
– შენ რა ჩამოგვიტანე? – შეიშრეს როგორც იქნა სიცილის ცრემლები დამხვდურებმა.
ანზორი მომენტს „წელავს“. მერე ტკაცუნით ხსნის ჩემოდანს:
– ოლე! და... ორი აგური ხვდება ხელში. კაცს სიცილი სახეზე ეყინება.
– ოოხ, მე თქვენიი! როგორ გამაცუცურაკეთ, თქვე შტერებო!..
– შემოაცალეთ ცელოფანი მაგ ორ აგურს,  მაჯობეს, თავში უნდა შემოვიკრა!
ვეტერანი კალათბურთელის ვალერი ლომაძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3