კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთგულების თეორია

ლეიტენანტი პოლ კარდენი ორიგინალური დიზაინით აგებულ სახლს მიუახლოვდა და ჩქარი ნაბიჯით ავიდა ტერასაზე, რომელზეც ვრცელი ჰოლის უზარმაზარი მინის კარი გამოდიოდა. გლორია ლოურენსი სასტუმრო ოთახში, ბუხართან იდგა. გარეთ ციოდა და ისევ წვიმდა...
– სად არის შენი ქმარი? – ჰკითხა ქალს და გულში აღიარა, რომ ძველებურად მოხიბლული იყო მისი სილამაზით.
– დადლი შინ არ არის.
– ათი წუთის წინ ამ სახლიდან სროლის ხმა გაიგონეს. მაპატიე, გლორია, მაგრამ, სახლის დათვალიერება მომიწევს.
– უფლება არ გაქვს... – ქალმა სცადა, წინ გადასდგომოდა.
– ესე იგი, რაღაცას მალავ, – გაეღიმა დეტექტივს და მეორე სართულის კიბეს შეუყვა. ქალმა გაასწრო და წინ გადაუდგა:
– პოლ, თუ ახლა წახვალ, ხუთი ათას დოლარს მოგცემ. ნუთუ აღარ გიყვარვარ? გახსოვს, ადრე...
კარდენმა პისტოლეტი ამოიღო და კიდევ ხუთი საფეხური აირბინა, რომლებზეც რამდენიმე სისხლის წვეთი შენიშნა და სათავსოს კარი გამოაღო. ქალმა შეჰკივლა... ნახევრად ბნელ ოთახში მაინც გარკვევით ჩანდა ორი მამაკაცი. დადლი ლოურენსს, დაბალ მამაკაცს პენსნეთი, თეთრი პერანგი ეცვა. ის იატაკზე იჯდა, მის სიახლოვეს კი უმოძრაოდ იწვა მეორე მამაკაცი.
– მკვდარია? – მოკლედ იკითხა პოლიციელმა.
 ლოურენსი ნელა წამოდგა, კედელს მიეყრდნო და თავი დაუქნია. მოკლული სიმპათიური კაცი იყო. მარცხენა ლოყასა და მკერდზე ნატყვიარებიდან სისხლი ჟონავდა.
– იარაღი? – ლეიტენანტი გვამთან დაიხარა.
ლოურენსმა უსიტყვოდ გაუწოდა მოკლელულიანი „კოლტი“. იარაღი ჯიბეში რომ ჩაიდო, პოლ კარდენი საქმის ოფიციალურ მხარეზე გადავიდა:
– ვინ არის?
ლოურენს დადლის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ლაპარაკის უნარი წაერთვაო. მის მაგივრად გლორიამ უპასუხა:
– ჯორჯ სლეიტერი...  მაგრამ, პოლ, ისე არ არის, შენ რომ გგონია.
– გაჩუმდი, – ლეიტენანტი ქვემოთ ჩავიდა და ავტოფარეხში შეიხედა. ძვირფასი ავტომობილის დანახვაზე თავი გადააქნია და უკანადევნებულ ქალს მიუბრუნდა: – ესე იგი, ხუთი წუთით გვიან რომ მოვსულიყავი, გვამს მისსავე მანქანაში ჩადებდით და სადმე უკაცრიელ ადგილზე დააგდებდით. ძალიან ადრე მოვედი? ლოურენსმა მოკლა?
– არა, მე, – თქვა მტკიცედ ქალმა, – დადლის არ მოუსმინო, ის დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას შეეცდება, მაგრამ, მკვლელი მე ვარ. ლოურენსი მერე მოვიდა. პოლ, შენ კარგი დეტექტივი ხარ და არ მოტყუვდები. მე მოვკალი.
ლეიტენანტმა შეხედა და ისევ გაიფიქრა, რომ, ასეთ წუთებშიც კი, ქალი საოცრად მომხიბვლელი იყო.
– რატომ მოკალი?
– თავს ვიცავდი. რა მექნა? ჯორჯ სლეიტერი გვემეგობრებოდა და ხშირადაც მოდიოდა  სტუმრად. დღესაც ისე შემოვიდა სასტუმრო ოთახში, რომ მომიახლოვდა, მერე დავინახე. უცებ მითხრა, მიყვარხარო და მომვარდა. შემეშინდა... იარაღი. იქვე, კომოდის უჯრაში იდო, ჰოდა...
– შენი ქმარი სად იყო?
– ხომ გითხარი, მერე მოვიდა... ეს საშინელება იყო, პოლ! რევოლვერმა თითქმის თავისით გაისროლა. მერე დადლიც მოვიდა... ახლაც შოკში ვარ.
ლეიტენანტმა ქალი გვერდზე გასწია და მანქანის საბურავებს ჩააშტერდა. მერე საათზე დაიხედა.
– 9 საათი და 43 წუთი... ცხრა საათსა და 18 წუთზე დარეკა თქვენმა მეზობელმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა და თქვა, რომ გასროლის ხმა და ყვირილი გაიგონა. ანუ, სლეიტერი ცხრა საათის შემდეგ მოკლეს. წვიმა შვიდის ნახევარზე დაიწყო. როგორ მოხდა, რომ მისი მანქანის საბურავები მშრალია და მასზე ტალახის კვალიც კი არ არის?
გლორიამ შიშით შეხედა ქმარს.
– თქვენ რით დაბრუნდით სახლში? სხვათა შორის, თქვენი მანქანის საბურავებსაც ვნახავდი, – მიუბრუნდა პოლიციელი ლოურენსს.
– მე? მე ფეხით დავბრუნდი.
– მაჩვენეთ ის ფეხსაცმელები, რომელიც გეცვათ. პიჯაკიც. წესით, წვიმას უნდა დაესველებინეთ.
– ლაბადა და რეზინის ფეხსაცმელები ეცვა. სწრაფად თქვა გლორიამ, – ორივე სველია. რატომ არ გჯერა, რომ მე ვარ მკვლელი?!
– მჯერა, მაგრამ, მაინც შენი ქმრის დაკავება მომიწევს. აქ  ბევრი ფაქტი არ ემთხვევა ერთმანეთს.
– ღმერთო, პოლ, გეუბნები, მე მოვკალი-მეთქი! წაიყვანე დადლი, მაგრამ, სასამართლოზე ხომ მაინც გაირკვევა სიმართლე და მერე შერცხვები.
– გამომყევი, დადლი. იქნებ, გირჩევნია საპატრულო მანქანა გამოგიგზავნო?
– არა, წამოვალ... – ამოიოხრა კაცმა.
კომისარმა ნიკაპი მოისრისა და პოლ კარდენს შეხედა:
– ნუთუ ქმარი ასე უყვარს, რომ ციხეში ჩასასმელად არ ემეტება და მისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას აპირებს?
– საქმეც ეგაა. აქ რაღაც ისე ვერ არის. ორი დღე მომეცი...
– ლოურენსს არ დაკითხავ?
– უკვე ველაპარაკე. მარტო იმას ამბობს, გლორია მიყვარსო და მერე ჩუმდება.
– იქნებ, ცოლის საყვარელი იყო მოკლული? ქმარი სახლში მოვიდა, მოღალატეს ფაქტზე წაასწრო. ჰოდა, ესროლა – ეს რეალური ვერსიაა...
პოლ კარდენმა ეჭვით გადააქნია თავი... ორი დღის მერე კი ხელში გლორიასა და მოკლულის სიყვარულის ამსახველი ფოტოსურათი ეჭირა. ლოურენსის მიერ მკვლელობის აღიარება ჯერ კიდევ არ ჰქონდა პროკურორს. დადლი იატაკს ჩასჩერებოდა და ოხრავდა... კარდენმა ლოურენსის ჩეკის წიგნიც შეამოწმა და დარწმუნდა, რომ კაცს არაჩვეულებრივი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. თუ ის მკვლელობისთვის ციხეში აღმოჩნდებოდა, თანაც, ასეთი მძიმე დანაშაულისთვის, შეიძლება, სასიკვდილო განაჩენიც გამოეტანათ და მისი ქონება მთლიანად ცოლს დარჩებოდა. მისის ლოურენსს თაყვანისმცემლები არც გათხოვებამდე აკლდა და, როგორც ჩანდა, სიამოვნებაზე გათხოვების შემდეგაც არ ამბობდა უარს – მან ხუთი თვე მაიამიში გაატარა და სლეიტერს იქ ხვდებოდა.
კარდენი კომისართან შევიდა.
– არის რამე ახალი? – მოუთმენლად ჰკითხა მან.
–  მკვლელი ქალია. დიახ, მისის ლოურენსზე მოგახსენებთ. მან ისე დაგეგმა მკვლელობა, რომ ციხეში მისი ქმარი აღმოჩენილიყო. თავგამოდებით რომ ცდილობდა, ჩვენთვის დაემტკიცებინა, მკვლელი მე ვარო, ეს მხოლოდ ამის დადასტურებაა. პოლიციაში თავად გლორია ლოურენსმა დარეკა. მეზობლები დავკითხე. მათ არც გასროლის ხმა გაუგონიათ, არც სხვა რამ ხმაური. იდეალურად გათვალა ყველაფერი: მისი ქმრის მაგიდაზე ეს ფოტოსურათი ვიპოვე – აქ თავის საყვარელთან ერთად არის გადაღებული. ვის შეეპარება ეჭვი, რომ, ამ ფოტოსურათის ნახვის შემდეგ, ქმარმა ცოლის საყვარელი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა?!
...გლორიამ ისტერიკულად იკივლა:
– პოლ, შენ ხომ გიყვარდი?!
– ეს არაფერ შუაშია. ვერ ვიგებ, რატომ ნერვიულობ. შენ ხომ გინდოდა, დაგემტკიცებინა, რომ მკვლელი შენ ხარ და არა დადლი?! მე მჯერა შენი – სლეიტერი შენ მოკალი... მარტონი იყავით და, საერთოდაც, ვფიქრობ, რომ რევოლვერმომარჯვებული ელოდი საყვარელს. ხელიც არ აგკანკალებია, ისე ესროლე.
– ვერ დამიმტკიცებ... ვერაფრით! – გამოსცრა ქალმა.
– არ გაგიმართლა. ის წერილი, რომელიც სლეიტერს მისწერე და მკვლელობის დღეს შეხვედრა დაუნიშნე, ბუხარში არ დაიწვა და მე მაქვს... წაგიკითხო?
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3