კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „ტოიოტა რავ 4”, დიზელზე, რომელსაც ძალიან უჭირს დაქოქვა. დილით ცივზე უკეთესად იქოქება, ვიდრე ცხელზე. იქნებ მითხრათ, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: კარგი იქნებოდა, კითხვა უფრო დეტალურად დასმულიყო, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაციამ, შესაძლოა, დიაგნოზი შეცვალოს. მაგრამ ასეთ შემთხვევებში უმეტესად „დამნაშავეა“ ჰაერის მიწოდების შეზღუდვა. ძირითადად, ეს შეიძლება იყოს გაბიდნული ჰაერის ფილტრი, მაგრამ არ არის გამორიცხული ჰაერის შემწოვ მილსაც რამე ბლოკავდეს – იქნება ეს დეფორმირებული დეტალი, გაჭედილი ნივთი ან რაიმე სხვა. ვინაიდან, ცივ ძრავას დასაქოქად შეზღუდული რაოდენობის ჰაერი და მეტი საწვავი სჭირდება, ამის მიზეზი შეიძლება ასევე საწვავის მიწოდების გაჭედილი ფილტრიც იყოს. როცა ავტომობილს ჩამქრალს დიდხანს ტოვებთ, საწვავის მიწოდების სისტემის მიერ ამოქაჩული მასა პროცესს აგრძელებს და მიუხედავად იმისა, რომ ფილტრი გაჭედილია, ნელ-ნელა შემოაქვს დიზელის მასა სისტემაში. ხელმეორედ დაქოქვის მცდელობისას, ის არსებულ საწვავის მოცულობას იყენებს და იოლად იქოქება. ცხელზე დაქოქვისას კი, საწვავის ფილტრთან „ჭიდაობას” განაგრძობს, ანუ ერთი მხრიდან ცდილობს, ამოქაჩოს საწვავი და მეორე მხრიდან შეაფრქვიოს. შესაბამისად, ნაკლები მოცულობით აფრქვევს და ამიტომ, ვერ ახერხებს სათანადოდ ფეთქებას, რომ ძრავა დაიქოქოს. ნაკლები ალბათობით, მაგრამ შესაძლებელია, გასაწმენდი იყოს „ფარსონკები” და ის არ აფრქვევდეს სათანადოდ საწვავს. ამ შემთხვევაშიც ცივზე უფრო მარტივად იქოქება, ვიდრე ცხელზე. შესაძლებელია, ამ გაუმართაობას სხვა დაზიანებებიც იწვევდეს, მაგრამ არა „ტოიოტას” შემთხვევაში. 
კითხვა: მყავს „ბეემვე 325”, 2001 წლის. ამას წინათ, ადგილზე ბუქსაობისას, გამისკდა ორივე უკანა საბურავი. მათი გამოცვლის შემდეგ (შესაძლოა დაემთხვა კიდეც) ხელსაწყოების დაფაზე ამინთო „აბეესის” ნათურამ, მას მერე ძრავას ბრუნი აღარ ცდება 4 500-სს. რაიმე დამთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში – თუ რით შეიძლება ავხსნა ეს უცნაურობა?
პასუხი: ეს არცთუ ისე გასაკვირი და იშვიათი შემთხვევაა. „მობუქსავე ბეემვეშიკებმა” ამ პრობლემის შესახებ კარგად იციან და ჩვენი რჩევის შემდეგ, თქვენც გეცოდინებათ. ბუქსაობის დროს მწყობრიდან გამოდის საბურავის ზედაპირი, ის ფენა-ფენა იწყებს დაგლეჯვას, გამოწეული ფენები კი საბურავთან ერთად განაგრძობს  ბრუნვას და ბალახის საჭრელი ცელისებურად ჭრის „აბეესის” სენსორის კაბელს. ამის შემდეგ, ავტომობილის კომპიუტერი ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას საბურავის ბრუნვაზე და გადადის ავარიულ რეჟიმში. ეს კი არ გაძლევთ საშუალებას ბრუნი მაქსიმუმამდე გაზარდოთ და შესაბამისად, არ მუშაობს „აბეესიც”. პრობლემა უმნიშვნელოა. მოძებნით გაწყვეტილ სადენებს, ლამაზად გათლით, გადააბამთ და იზოლაციის ლენტს დაახვევთ. ან მეორადი დეტალების ბაზრობაზე იყიდით სენსორს თავისი კაბელით და გამოვცვლით. გაწყვეტილი კაბელის მისაგნებად დაგჭირდებათ უკანა საბურავების მოხსნა და მისი დათვალიერება.
კითხვა: მყავს „ფოლკსვაგენ ხოჭო“, მართვის მექანიკური კოლოფით, 2-ლიტრიანი ძრავათი. ეს ჩემი პირველი ავტომობილია. რომ ვიყიდე, მითხრეს, აბსოლუტურად გამართულიაო, მაგრამ უკუსვლის სიჩქარეში ჩაგდებისას, ყოველთვის  ჩხაკუნის ხმას გამოსცემს. ამიტომ, ვცდილობ, უკუსვლა რაც შეიძლება, იშვიათად გამოვიყენო. შეიძლება, ამით კოლოფი სრულად გამოვიდეს მწყობრიდან? 
პასუხი: შეკითხვის სტრუქტურიდან გამომდინარე. „ხოჭოს“ მფლობელი ქალი უნდა იყოს. მაგრამ, რადგან ეს შეკითხვა აქამდეც არაერთხელ დასმულა, გპასუხობთ – ნებისმიერი, განურჩევლად ფირმისა და მოდელისა, ავტომობილის მექანიკური კოლოფის უკუსვლის სიჩქარეს აქვს მსგავსი ხმა. ამის მიზეზია ის, რომ მექანიკური კოლოფის უკუსვლის სიჩქარის კბილანას, წინსვლის კბილანებისგან განსხვავებით, არ უმონტაჟებენ, ეგრეთ წოდებულ, სინქრონიზატორს, რადგან, უკუსიჩქარე, იმდენად იშვიათად გამოიყენება თითქმის გამორიცხულია, მისი დაზიანება. ასევე, თუ წინსვლით მოძრაობთ და შემთხვევით ბერკეტი უკუსვლის სიჩქარისკენ წაიღეთ, ის იოლად არ უნდა ჩავარდეს უკუსვლაში. ამან შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს და იმავდროულად, უნდა მიგანიშნოთ კიდეც, რომ არასწორად ცდილობთ სიჩქარის შეცვლას. როდესაც ავტომობილი ოდნავ მაინც მიგორავს წინ, უკუსვლაში არ ვარდება და თან, ხმაურს იწყებს, სწორედ იმიტომ, რომ სინქრონიზატორი არ აქვს და ამით  აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევას.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფიესტა”, მართვის ავტომატური კოლოფით. როცა ავტომობილს სრულად ვაჩერებ და მუხრუჭზე მიდევს ფეხი, ის ქრება. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ამის სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. უპირველესად, უნდა გადამოწმდეს საწვავისა და ჰაერის ფილტრები. თუ ისინი კარგ მდგომარეობაშია, მაშინ შესაძლოა თავისუფალი ბრუნების, ეგრეთ წოდებული, „ხალასტოი ხოდის” სპეციალური სენსორი სანთლები, „სვეჩები” ან მასთან მიმავალი სადენები გამოსაცვლელი იყოს,  კარგი იქნებოდა, თუ კითხვას რაიმე უფრო კონკრეტულს დაამატებდით – როგორ იქცევა ავტომობილი სიარულის დროს და მართვისას კიდევ რამე ხომ არ შეიცვალა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა ვიტსი”. როცა ვიყიდე, საკმაოდ ცოტა საწვავს მოიხმარდა, ახლა კი წვას მოუმატა. არადა, ავტომობილში არაფერი შემიკეთებია და შემიცვლია. ერთადერთი, ცამეტიანი დისკები შევცვალე თხუთმეტიანი, ლამაზი დისკებით. შეიძლება ამას წვა ასე გაეზარდა?
პასუხი: ცამეტიანი დისკიდან თხუთმეტიანზე გადასვლა ავტომატურად ნიშნავს, ძრავასგან მეტი სიმძლავრის მოთხოვნას. დიდი დიამეტრის ბორბალს, დისკს მეტი ძალა სჭირდება დასატრიალებლად. რა თქმა უნდა, დიდი ბორბალი კარგია სილამაზისთვის, მანევრისთვის, მუხრუჭისთვის და თუ ეს ყველაფერი გინდათ, უნდა შეეგუოთ, რომ ავტომობილი, მინიმუმ, ერთი ან ერთნახევარი ლიტრით მოუმატებდა წვას. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთდონიანი გადასვლა – ცამეტიდან თოთხმეტიანზე, მაშინ ნახევარი ლიტრი საწვავიც ეყოფოდა, მაგრამ ორი ნახტომი, რა თქმა უნდა, მეტ საწვავს მოითხოვს.
კითხვა: მყავს ფრანგული წარმოების ავტომობილი. არ უმუშავებს წინა განათების ფარი. ჩემმა მეგობარმა მოხსნა ნათურა და მითხრა, არასტანდარტულია და ასეთს ვერ იშოვიო. არსებობს ერთ და სამფეხიანი ნათურები, შენი მანქანისას კი ორი ფეხი აქვსო. შეიძლება, ასეთი ნათურა სადმე ვიშოვო?
პასუხი: არსებობს არასტანდარტული ნათურები, მაგრამ ის უფრო იაპონური და ამერიკული წარმოების მანქანებს აქვს. ეს მართლა განსხვავებული ნათურებია  და მათი მოპოვებაც თბილისში რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი. რაც შეეხება ორფეხიან ნათურას, როგორც ერთ და სამფეხიანი, ორფეხიანიც სტანდარტულია, რომელსაც ძალიან მარტივად შეიძენთ ელიავაზე, დაშლილი ავტომობილების ბაზრობაზე.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სივიკი”, 1.7-იანი ძრავათი, 2003 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. ბოლო დროს, როცა სიჩქარე D-ში მაქვს გადატანილი, და ავტომობილი ოდნავ დაქანებულ გზაზე დგას, მანქანა მიგორავს. იქნებ, ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი? მეუბნებიან, რომ ჩემი ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ვარიატორზეა და ეს მისთვის ნორმალურია. რას მირჩევთ?
პასუხი: ეს მართლა ნორმალურია. თუ ავტომობილი დაქანებულზე დგას, გაუმართაობაზე სულაც არ მიუთითებს მისი დაგორება. რაც შეეხება ვარიატორს, ყოველ განვლილ ორმოცი ათას კილომეტრზე, მას გამართული მუშაობისთვის ზეთის სისტემატური და დროული შეცვლა სჭირდება, იმისთვის, რომ ვარიატორის დისკი არ გადახურდეს და არ გაფუჭდეს. თუ ზეთს დროულად შეცვლით, მას პრობლემები არ ექნება.

скачать dle 11.3