კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოვლილი თმა, ანუ, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი

ალბათ, გაგიგიათ (ან წაგიკითხავთ) ფრაზა: ისეთი თმა აქვს, ერთ ქალად ღირსო. დიახ, თმა ქალისთვის მართლაც მთავარი სამკაულია, თანაც – ბუნებრივი, ოღონდ, ამ სამკაულს ყოველდღიური მოვლა სჭირდება, რომ თქვენი ფიზიკური ღირსებები უფრო ხაზგასმით წარმოაჩინოს.
მართალია, ყველა ქალს არ აქვს იმის ბედნიერება, რომ სქელი და ლამაზი თმა ჰქონდეს, მაგრამ, უნდა მივხედოთ იმას, რაც ბედმა გვარგუნა, რადგან, თურმე, მამაკაცების 62 პროცენტისთვის ქალის გარეგნობაში თმის სილამაზეა მთავარი.
შეუღებავი თმით ახლა თითქმის აღარავინ დადის, ძირითადად კი სამი ვარიანტი „მუსირებს“: ქერა, წაბლისფერი (სხვადასხვა ტონალობით) და მელირებული. სამივე შემთხვევაში სამი პრობლემა იჩენს თავს:  გამოხუნება, ელასტიკურობის დაკარგვა და ბოლოჭამიების გაჩენა.
ცხადია, თმას ყოველდღე ვერავინ შეიღებავს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ ახალშეღებილ თმას.
თუ თმა ქერად შეიღებეთ, ფერისა და ბზინვარების დიდხანს შესანარჩუნებლად, ყოველი დაბანის წინ გაიკეთეთ 1 ცალი კვერცხის გულის, 1 ჩაის კოვზი თაფლის, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენის ნარევის ნიღაბი (ის განსაკუთრებით კარგია ცხიმიანი კანისთვის) და ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით. ამასთან, შეარჩიეთ შამპუნი შეღებილი თმისთვის, რომელიც ბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება და, შეეცადეთ, მაქსიმალურად იშვიათად გამოიყენოთ ფენი. იგივე ნიღაბი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მელირებული თმისთვის.
მუქად შეღებილი თმის გამოხუნებისა და ბოლოჭამიების გაჩენისგან დასაცავად შეიძინეთ შამპუნი, რომელშიც შედის კაკაო, აბრეშუმის პროტეინები და ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრი. ნიღაბი კი გაიკეთეთ იგივე, რაც ქერა თმის შემთხვევაში, ოღონდ, ლიმონის წვენის გარეშე.

скачать dle 11.3