კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ბოლო ხანებია, ვამჩნევ, რომ სახის კანი მონაცრისფრო გამიხდა. რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: მონაცრისფრო კანი იმის ნიშანია, რომ აუცილებლად გჭირდებათ პილინგი. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი სკრაბი არ გამოგადგებათ. შეარჩიეთ „ბოლო თაობის“ პილინგი, რომელიც ერთდროულად წმენდს, კვებავს, ატენიანებს და ასწორებს სახის კანს. შეიძინეთ მხოლოდ საფირმო მაღაზიებში.
კითხვა: ყოველდღე ძალიან ვიღლები ფიზიკურად და, შესაბამისად, საღამოობით ძალიან მაწუხებს ფეხებში სიმძიმისა და დაჭიმულობის შეგრძნება. ხშირად მტკივა და მისივდება კიდეც. კრემების მიმართ ვარ ალერგიული. რას მირჩევთ?
პასუხი: პირველ ყოვლისა, გაიკეთეთ ზღვის მარილიანი ნელთბილი აბაზანები და რბილი პირსახოცით მსუბუქად დაიმასაჟეთ ფეხები ტერფებიდან მუხლამდე. შემდეგ დაწექით ტახტზე ან ხალიჩაზე და ფეხები ზემოთ ასწიეთ (შეგიძლიათ, კედელს ან რაიმე მყარ საგანს მიაყრდნოთ. შვებას 5 წუთის შემდეგ იგრძნობთ. ეს ვარჯიში გააკეთეთ ხშირად (დღეში 2-3-ჯერ), როცა კი ამის საშუალება მოგეცემათ.
კითხვა: ვაღიარებ, რომ არ მაქვს მთლად იდეალური ფეხები. მივდივარ ზღვაზე დასასვენებლად და მინდა, ძალიან გავირუჯო, მაგრამ, მეშინია, ვაითუ უფრო უშნო ფეხები გამომიჩნდეს. თქვენ რას მეტყვით.
პასუხი: შეგიძლიათ, თამამად გაირუჯოთ (ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეთ), რადგან რუჯი ფეხებს უფრო ლამაზს ხდის.
კითხვა: მაინტერესებს, წვივებზეც საჭიროა თუ არა დამატენიანებელი და სხვა დანიშნულების მქონე კრემებისა და ლოსიონების წასმა?
პასუხი: საჭირო კი არა, აუცილებელია, თუკი გინდათ, რომ ფეხებზე კანი ჯანმრთელი, ელასტიკური და სხივიანი იყოს. თანაც, გარდა ვიზუალური ეფექტისა, სპეციალური კრემებისა და ლოსიონების გამოყენება მოგიხსნით ფეხებზე შეშუპებასა და დაღლილობის შეგრძნებას.

скачать dle 11.3