კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გოგონა, რომელიც ასრულებს სიმღერას „ანაკლია გულითადად გელით“ და რატომ თქვა მან რუსეთში წარმატებულ მუსიკალურ კარიერაზე უარი

ქართულ ტელეარხებზე უკვე დიდი ხანია, ტრიალებს ანაკლიაზე გადაღებული კლიპი „ანაკლია გულითადად გელით“. ამ სიმღერას 21 წლის მომღერალი ფიქრია მამფორია ასრულებს. ეს ენერგიული, ხალისიანი გოგონა მოსკოვში ცხოვრების შემდეგ‚ რამდენიმე წლის წინ, ოჯახთან ერთად, თბილისში დაბრუნდა და უკვე საქართველოში აგრძელებს მუსიკალურ კარიერას.

ფიქრია მამფორია: დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში, იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ახლა აქ ვცდილობ, ჩემი მუსიკალური კარიერის აქტიურად აწყობას. თუმცა‚ მოსკოვიდან მაქვს ამ კუთხით საფუძველი: „უტრენნაია ზვეზდა“, შემდეგ ფესტივალები პრაღაში, ვარშავაში, გერმანიაში. მაგრამ‚ ჩემთვის მშობლიური წარმატებები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
– ანუ‚ მუსიკალური კუთხით მოსკოვშიც აქტიურად საქმიანობდი?
– მოსკოვში დავამთავრე მუსიკალური სკოლა. გარდა ამისა‚ ძალიან პოპულარულ „უტრენნაია ზვეზდას“ სკოლაში მოხვედრა ჩემთვის ძალიან საპატიო იყო. დიდი ქასთინგის შემდეგ მოვხვდი იქ და 5 წელი ვსწავლობდი. „უტრენნაია ზვეზდას“ სახელით ძალიან ბევრ ფესტივალზე გამოვედი უცხოეთშიც და მოსკოვში გამართულ კონცერტებზეც. აქტიურად ვმონაწილეობდი მოსკოვში გამართულ „ქართულ დღეებში“. ბევრი დიპლომი მაქვს, ლაურეატის წოდებაც არაერთხელ მიმიღია. გარდა ამისა, „ივერიაში“ 6 წლის განმავლობაში ქართულ-ხალხურ ცეკვებზე დავდიოდი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი. მოკლედ‚ აქტიური ბავშვი ვიყავი. სტუდიაში ვწერდი სიმღერებს, ოღონდ‚ ძირითადად რუსულენოვანს, შესაბამისად‚ ძალიან მინდოდა, ქართული სიმღერების ჩაწერა და შესრულება, მაგრამ‚ იმ დროს ქართული კარგად არ ვიცოდი. მოსკოვში საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა, განსაკუთრებით სკოლაში, ყველა მიცნობდა, „გრუზინსკაია კნიჟნა“ – ასეთი სახელი მქონდა. თუ რამე ღონისძიება იმართებოდა სკოლის სახელით, ყველაფერში ვმონაწილეობდი, ვმღეროდი. ერთი პერიოდი თეატრალურ სტუდია „ფაკელში“ ვთამაშობდი ცნობილი პოეტის, მარინა ცვეტაევას როლს. ლექსებს ვკითხულობდი, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიული დადგმა იყო და კონკურსში საკმაოდ კარგი ადგილი ავიღე. სამსახიობო ოსტატობაც გავლილი მაქვს.
– როდის დაბრუნდი საქართველოში?
– 5 წლის წინ და ეს არასდროს მინანია. ძალიან მომწონს და მიყვარს აქაური ცხოვრება. ადრე‚ ზაფხულობით ჩამოვდიოდით საქართველოში, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები მოხდა, არ შეგვეძლო მოსკოვში დარჩენა და გადავწყვიტეთ, ჩამოსვლა. ბოლოს რომ ვნახე თბილისი, ვთქვი: მე აქედან არ მინდა წასვლა-მეთქი. საქართველოში რომ დავბრუნდით, 2 მასწავლებელი მამზადებდა ქართულში აქტიურად. ასევე‚ დავდიოდი მეტყველების მასწავლებელთან. ეს წელი ჩემთვის კატასტროფა იყო – ენის გატეხვა, მცდელობა, რომ ქართულად კარგად მესაუბრა. ზოგჯერ ჩემი სასაცილო ქართულის გამო‚ ადამიანებს ეცინებოდათ. მაგრამ, მერე გამოვასწორე და ახლა მიმაჩნია, რომ საქართველოში მცხოვრებ ბევრ ქართველზე კარგად ვლაპარაკობ. ამას სხვებიც აღნიშნავენ. ამჟამად სტუდენტი ვარ, ვსწავლობ სამართალმცოდნეობაზე. რა თქმა უნდა‚ ისევ ვაგრძელებ მუსიკალურ კარიერას, მყავს ცნობილი პედაგოგი – ნანა დაუშვილი. ასევე‚ მყავს ცეკვის პედაგოგი. ჯერჯერობით ქართველი მაყურებელი კარგად არ მიცნობს. ამიტომ, აქტიურად ვემზადები, მინდა, გამიცნონ. სიმღერებს ვწერ, საქართველოში უკვე 6 სიმღერა მაქვს ჩაწერილი. ერთ-ერთი პირველი ვარ, რომელმაც „ბრავო რეკორდსში“ გახსნისთანავე, სანამ ტანია-მარია ჩამოვიდოდა, სიმღერა ჩავწერე.
–  ანაკლიაზე გადაღებული სიმღერა და კლიპი, რომელსაც შენ ასრულებ, ძალიან პოპულარული გახდა. ბევრი ადამიანი ინტერესდება, ვინ არის გოგონა, რომელიც ამ სიმღერას ასრულებს?
– ამ სიმღერას დაახლოებით ერთი წელია, ვასრულებ და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პირველად ხობის ფესტივალის გახსნაზე შევასრულე, რასაც დიდი მოწონება მოჰყვა, ძალიან კარგად მიმიღეს. უბრალოდ‚ ერთი რამ შეეშალათ ორგანიზატორებს, როცა გამოაცხადეს, რომ მე რუსეთიდან ვიყავი. 5 წელია‚ აღარ ვცხოვრობ რუსეთში, მაგრამ არა უშავს. წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე მიმიწვიეს, როგორც საპატიო სტუმარი და ეს სიმღერა შევასრულე ფინალზე, დიდი მოწონება დაიმსახურა, მით უმეტეს‚ რომ ამ კონკურსისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. რაც შეეხება კლიპს, შემომთავაზეს, მისი გადაღება და რა თქმა უნდა‚ დავთანხმდი. ჯერ ერთი‚ მართლაც გაოცებული ვარ იმ სილამაზით, რაც ანაკლიაშია. ადრე არ ვიცი როგორი იყო. ჩემი მშობლები მიყვებიან და მართლაც წარმოუდგენელია ის, რაც ახლა იქ ხდება. გადაღებებიც ძალიან საინტერესო იყო. კახა ბუხრაშვილია კლიპის რეჟისორი. ყველას საოცარი განწყობა გვქონდა. ძალიან ადრე ვდგებოდით და არც კი ვიცი, რომელ საათზე ვისვენებდით. ძალიან ბევრს ვმუშაობდით, ბევრი გადავიღეთ და ვფიქრობ, შედეგმა გაამართლა. ამ კლიპის მერე უკვე მცნობს ხალხი. მოდიან, მეკითხებიან: თქვენ ის გოგონა არ ხართ, ანაკლიის კლიპიდან... ბევრი მეუბნება: როგორ ცხოვრობ, რა გზა გაქვს გავლილი. იქნებ შენ შესახებ სადმე რამე მოვიძიოთო. სხვათა შორის‚ ეს სიმღერა „მაფშალია“ ნანა დაუშვილის დაწერილია. ტექსტის ავტორი კი გურო ოტობაიაა. ტექსტი ჩემთვის, როგორც ყოფილი ემიგრანტისთვის‚ ძალიან ახლობელია: „ჩემი ქვეყნის იადონო ნუღარ გაფრინდები სხვა ქვეყანაში“. ბევრი მონატრებული ემიგრანტიც მწერს‚ – რა კარგია, რა მაგარიაო.
– ეს შენი პირველი კლიპია?
– თუ გახსოვთ, სიმღერა „მე მიყვარს სამეგრელო“, ქალბატონი სანდრა რულოვსი, ლელა წურწუმია მღეროდნენ და კიდევ მეც – ფანდურით ხელში. საერთოდ‚ მიმაჩნია, რომ იღბლიანი ვარ, თან‚ ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. გარდა ნიჭისა, ადამიანი დისციპლინიანი უნდა იყოს. მე ასეთი ვარ, ყოველთვის ყველგან ვიცავ წესრიგს. ვცდილობ‚ არ დავაგვიანო, ბევრი სიახლე გავიგო, არ დავკარგო დრო – ალბათ‚ ეს წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. თავიდან‚ როცა საქართველოში ჩამოვედი, ცოტა გამიჭირდა. აქ ძალიან გემოვნებიანი, კრიტიკული ხალხი ცხოვრობს და ახალ სახეს ცოტა რთულად იღებენ. მშობლებიც კრიტიკულები მყავს. დედას და მამას ბოლომდე არასდროს მოსწონთ ჩემი არც ერთი გამოსვლა. მეც ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. ჩამოსვლისთანავე ვიცოდი, ასეთი აუდიტორია რომ დამხვდებოდა, ამიტომ‚ მაქსიმალურად ვცდილობდი, მობილიზებული ვყოფილიყავი და მიხარია, რომ ხალხმა თბილად, კარგი განწყობით მიმიღო. ჯერჯერობით უარყოფითი არაფერი ყოფილა. ამ კლიპის მერე ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მხვდება „ფეისბუქზე“, თან‚ უცხო ადამიანებისგან. როცა ახლობელი კარგს გეუბნება, ეს მაინც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა უცხო ქუჩაში, ან „ფეისბუქზე“ იწუხებს თავს და თბილ სიტყვებს გწერს, ეს ძალიან სასიამოვნოა.
–  რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, დაქორწინებული ხარ?
– არა, არ ვარ გათხოვილი და არც არაფერი ხდება. მომღერალი ბიჭები დიდად არ მიყვარს, რადიკალურად სხვა პროფესიის უნდა იყოს. ალბათ‚ ყველა გოგონა ოცნებობს განსაკუთრებულ ადამიანზე და მეც ვფიქრობ, რომ ჩემს გვერდით განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყოს. საერთოდ‚ ძალიან „კარიერისტკა“ ვარ, ამას ჩემებიც აღნიშნავენ – ეს ძალიან კარგია, მაგრამ‚ პირადი ცხოვრების მოწყობაც ხომ აუცილებელია. თუმცა‚ ჯერჯერობით ასე ვფიქრობ. თან, ძალიან მიზანდასახული ვარ. როცა რაღაც არ გამოდის, მშობლები ყოველთვის მამხნევებენ: არა უშავს, დიდ განსაცდელს ყოველთვის დიდი წარმატება მოსდევსო. მართლაც ასეა, მეც არასდროს ვყრი ფარ-ხმალს, უბრალოდ‚ არსებობს რაღაცეები, რაზეც გული მწყდება. თან, ყველაფერი რომ აგისრულდეს, მოსაწყენი გახდება ცხოვრება. უფრო დიდი გამარჯვებაა, როდესაც დიდი შრომის შემდეგ, თან უცხო გარემოში‚ თუნდაც‚ პატარა წარმატებას მიაღწევ.
– რას გეგმავ ახლო მომავალში?
– რამდენიმე ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. ასევე‚ დიდი სურვილი მაქვს‚ ჩემი შემოქმედებითი საღამო მოვაწყო, სადაც უკეთ გამიცნობს ქართველი მაყურებელი. არ მინდა‚ გავჩერდე, სულ ძიების პროცესში ვარ და იმედია‚ ეს გაამართლებს.

скачать dle 11.3