კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშიშროებას გვიქმნის მობილური ტელეფონის არასწორად გამოყენება და რა უნდა მოიმოქმედოთ კლებადი მთვარის შუქის ფონზე

 დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები მობილური ტელეფონის გარეშე, წლების წინ, როგორ ახერხებდნენ მის გარეშე შეხვედრების დაგეგმვას, ახლობლების მოკითხვას, სასიყვარულო ამბების მოყოლას და ასე შემდეგ. მართლაც, მობილური ტელეფონი ნებისმიერი ადამიანისთვის განუყოფელი და საჭირო ატრიბუტია. თუმცა, პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი რიტა იმ პრობლემებზე გვესაუბრება, რაც შეიძლება, მის მოხმარებას მოჰყვეს.

რიტა: ხანდახან, გვიკვირს კიდეც, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები მის გარეშე, როგორ აგვარებდნენ საქმეებს, როგორ ეკონტაქტებოდნენ შორ მანძილზე ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. არადა, რეალურად, ეს, ერთი შეხედვით უწყინარი და საჭირო ნივთი, ძალიან საშიშია და შეუძლია, ადამიანი ისე დააზიანოს, შემდეგ მისი შველაც კი ვერავინ შეძლოს. რასაკვირველია, ყველა  დამეთანხმებით, ძნელია, ადამიანმა წარმოიდგინო დღევანდელი ყოფა, მობილური ტელეფონის გარეშე. მაგრამ, მისი არასწორი ხმარება და გამოყენება, თუნდაც შენახვა, დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. ამაზე, ალბათ, არც კი ფიქრობთ და მეტყვით, ეს იმდენ საქმეს მიკეთებს, ისე მეხმარება და იმდენად შევეჩვიე, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროო. მართალია, ტელეფონი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უეჭველად საჭირო და აუცილებელი ნივთია, მაგრამ დაფიქრდით, ის რომ მავნე არ იყოს ჯანმრთელობისთვის,  არც ამდენს დაწერდნენ უცხოურ პრესაში და არც ადამიანზე მისი ზემოქმედების კვლევას შეუდგებოდნენ ასე საფუძვლიანად.  პირადად მე ვიყავი მსგავს კვლევაში ჩართული, ძალიან ბევრი რამ გავარკვიე და ვერც კი წარმოვიდგენდი მანამდე, ასეთი საშიში და ზიანის მომტანი თუ იყო მობილურთან ადამიანის ახლო კონტაქტი. მოკლედ, ახდენდა თუ არა მობილური ტელეფონი ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით ზემოქმედებას, ამ საკითხით მეც დავინტერესდი და დავიწყე საფუძვლიანი კვლევა. გადავწყვიტე, სპეციალური აპარატის საშუალებით შემემოწმებინა, და გამერკვია, როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე და ზოგადად კი, მისი ვიბრაცია ადამიანის აურაზე.
  – ამ დაკვირვების წარმოება, რაიმე სპეციალური აპარატურით ხდება?
 – გაზომვას ვაწარმოებდი ბიოლოკაციის მეთოდებით მობილური ტელეფონების სხვადასხვა მოდელზე. გავარკვიე, რომ ნებისმიერი მოდელის მავნე გამოსხივება ვრცელდება – გამორთულ მდგომარეობაში 0,6 სანტიმეტრ რადიუსში, ჩართულ და მუშა მდგომარეობაში კი – ერთი მეტრიდან, მეტრ და 40 სანტიმეტრამდე. მისი ზემოქმედების ხასიათი ადამიანის აურაზე ავი თვალისა და ჯადოს ზემოქმედების ტოლფასია. მოკლედ რომ გითხრათ, მობილური ტელეფონი ადამიანის აურის დაზიანებას იწვევს, შემდეგ კი გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს მასზე და ეს, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გიდევთ ტელეფონი. ზოგჯერ უეცარი ტკივილი ეწყება ადამიანს სხეულის კონკრეტულ ადგილას და ვერ ხვდება, რისი ბრალია. შესაძლოა, ექიმმაც ვერ დაადგინოს – რა მიზეზით არის ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი გამოწვეული. მაგალითად, თუ მობილურ ტელეფონს გულის ჯიბით ატარებთ, მაშინ გულის არეში წარმოიქმნება პათოლოგია, თუ ქამარზე გაქვთ მარჯვენა მხარეს მიმაგრებული და ასე მამაკაცების უმრავლესობა დადის ქუჩაში, მაშინ იწყება საშარდე ბუშტის ტკივილი. თუ მამაკაცი მობილურ ტელეფონს შარვლის ჯიბით ატარებს, მაშინ აუცილებლად შეექმნება პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. ნორმალური აურის მქონე ადამიანი, ანუ, როცა ის სამოც სანტიმეტრს აღემატება, ამ ზემოქმედებას, ტელეფონის ტარებიდან დაახლოებით, ექვსი ან ერთი წლის შემდეგ იგრძნობს. აურის გასაფართოებლად კი აუცილებელია, ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებს და გაუგებრობებს ადვილად აარიდოთ თავი.
– სახლის პირობებში, როგორ უნდა ჩაიტაროს ადამიანმა ეს კურსი, რომ, შედეგს მიაღწიოს – აურაც გაიფართოვოს და საფრთხეც თავიდან აიცილოს?
– ამისთვის საკმაოდ მარტივად გასათვალისწინებელი რჩევები და იოლი ვარჯიშებია საჭირო. ადამიანმა თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში უნდა დაჰყოს. მით უმეტეს ახლა, როცა კარგი ამინდებია. ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები, უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და უდიდესი დადებითი მუხტით „გვტუმბავენ”. ამის შემოწმება ბიოლოკაციური ჩარჩოს მეშვეობითაა შესაძლებელი. ამიტომ, მზიან და სასიამოვნო ამინდში ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველამ, გაშალეთ პლედი მიწაზე და წამოწექით – უყურეთ ზეცაში ღრუბლებს, უსმინეთ ბუნებაში არსებულ უცნაურ ხმებს, განიტვირთეთ. მაქსიმალურად შეისრუტეთ დადებითი და მშვიდი ემოციები. ეს ემოცია, კი მერწმუნეთ, დიდხანს გაგყვებათ და დაგიცავთ უარყოფითი გამოსხივებისგან. საერთოდ, აურის მოცულობა ინდივიდუალურია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას იღებს, მაგრამ ძლიერი აურა აქვს და ველი იოლად არ უმცირდება.
– ამბობენ, ადამიანს გარკვეული პოტენციალი დაბადებისთანავე დაჰყვებაო. ამაზე რას გვეტყვით?
– რასაკვირველია, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება განსაზღვრული პოტენციალი. შემდეგ კი ხდება მისი გაძლიერება. არის ასევე, შემთხვევები, როცა ადამიანს 5-6 დიამეტრის სისქის აურა აქვს. საერთოდ, რაც უფრო გრძელია ველი, უარყოფით ენერგიას მეტ წინააღმდეგობას უწევს და ისიც სხეულში ძნელად აღწევს. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ენერგია აქვს, კერძოდ, – უარყოფითი ან დადებითი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს. შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას, სხვისი უარყოფითი ენერგია მიიღოთ და აურაც დაიბინძუროთ. მინდა, ყველას გასაგონად ხმამაღლა ვთქვა და გაგაფრთხილოთ, რომ იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ილანძღებიან და კამათობენ, შვილსაც უზიანდება აურა. ზოგჯერ ადამიანი სხვასთან ურთიერთობის შემდეგ, იფიტება, ილახება, გრძნობს სისუსტეს და ეწყება თავის ტკივილი. ეს სიმპტომები იმის მანიშნებელია, რომ თქვენს აურაში ენერგოვამპირი შემოიჭრა და დააზიანა.
– ამ დროს რა მოვიმოქმედოთ, რომ უკეთ გავხდეთ და თავი დავაღწიოთ ენერგოვამპირისგან გამოწვეულ სისუსტეს?
– ამ დროს უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი, ეს უარყოფითი ენერგიის დაბლოკვის ერთ-ერთი მეთოდი და მექანიზმია. სხვათა შორის, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შესაძლოა, შვილის აურის დაბინძურების მიზეზი მშობელი დედაც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ დედას ვინმე ბოროტმა ჯადო გაუკეთა, ის შვილზეც გადადის და შესაბამისად, მისი აურის დაზიანებასაც გამოიწვევს მომავალში. საერთოდ, როცა ოჯახის რომელიმე წევრზე რაიმე ცუდი კეთდება, ის სხვა წევრზეც შეიძლება გადავიდეს და დაიწყოს მოქმედება. დაბინძურებულმა აურამ, შესაძლოა ასევე, ადამიანს ის ორგანო დაუავადოს, რომელიც შედარებით სუსტი აქვს. ძლიერ დაზიანებული ორგანოს გამოჯანმრთელება კი შეიძლება, აურის გაწმენდის შემდეგაც ვეღარ მოხერხდეს.
– ქალბატონო რიტა, დღეს ბევრს ლაპარაკობენ ფიზიკური ჯადოს და საგვარეულო წყევლის შესახებ. არადა, ეს თემა რეალურად მართლაც ამოუხსნელი ფენომენია. როგორ ფიქრობთ, მათი გაუვნებელყოფა თუ არის შესაძლებელი?
– ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანს რა ფორმისა და სახის ჯადო აქვს გაკეთებული, სად არის დაბუდებული, ვის მიერ არის ეს ბოროტება ჩადენილი, რამდენი ხანი მოქმედებს ის ადამიანზე და ასე შემდეგ. აურის გასუფთავებითა და გაძლიერებით მისი გაუვნებელყოფა ნებისმიერ ადგილზე ხდება, რადგან ძლიერი დამცავი შრე, ანუ აურა მას შიგნით არ უშვებს და ჯადოც ძალას კარგავს. რაც შეეხება საგვარეულო წყევლას, ეს იგივეა, რაც სასიკვდილო ჯადო. მისი გამოლოცვა და შედეგის შემსუბუქება, შეგიძლიათ კაკლის ლებნებით, წყლითა და თაფლით. კერძოდ, კლებად მთვარეზე, ღამის თორმეტ საათზე ჯამი გამდინარე წყლით აავსეთ. დადგით ფანჯრის რაფაზე ისე, რომ მთვარე დაჰყურებდეს. დილით კი, როგორც გაიღვიძებთ, ჩაყარეთ მასში კაკლის ლებნები, ჩაასხით ცოტა თაფლი და ჩააწყვეთ ხელის თითები. დახუჭეთ თვალები და არ იფიქროთ წარსულზე. იფიქრეთ ბედნიერ მომავალსა და იმაზე, რომ ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ; ხართ ყველაზე წარმატებული ადამიანი და ვერავინ შეძლებს თქვენთვის ცუდის გაკეთებას. ასევე, იფიქრეთ იმაზე, რომ იმდენად ძლიერი პიროვნება ხართ, წინაპართა საგვარეულო წყევლა თქვენზე ვერ იმოქმედებს; რომ სუფთა აურა და სპეტაკი ზრახვები გაქვთ სხვების მიმართ. შემდეგ ამოიღეთ თითები წყლიდან და თავზე დაიპკურეთ წვეთები. წყალი კი გარეთ გაიტანეთ და ხის ძირას დაასხით. დამეთანხმებით, ძალიან მარტივი რიტუალია. სამაგიეროდ, მისი გაკეთების შემდეგ, თავს მშვიდად, ძლიერად იგრძნობთ და ვერც საგვარეულო წყევლის შედეგი იმოქმედებს თქვენს წინსვლაზე. ეს გაიმეორეთ, ყოველთვე, როცა მთვარე კლებას დაიწყებს.

скачать dle 11.3