კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 28 წლის, ცხვირში სისველის მოსახსნელად ყოველდღიურად 2 აბ დექსამეტაზონს ვიღებ. რამდენად  მავნეა?
პასუხი:  დექსამეტაზონი კორტიკოსტეროიდული (ჰორმონული) პრეპარატია, ისეთივე, როგორც პრედნიზოლონი და სხვა. ამ ჯგუფის პრეპარატებს უამრავი გვერდითი ეფექტი ახასიათებს. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღება შესაძლოა, კატარაქტის, ოსტეოპოროზის, კუნთების სისუსტის, ბავშვებში კი – ზრდის შეფერხების მიზეზად იქცეს.
კითხვა: კარგია თუ ცუდი ფეხით სიარული ვენების პრობლემების დროს?
პასუხი:  ვენების ვარიკოზის დროს მავნეა ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა. სიარული, სირბილი და, განსაკუთრებით, ცურვა – სასარგებლოა. კარგია კონტრასტული შხაპი, წყალქვეშა მასაჟი.
კითხვა:  ვარ 20 წლის გოგონა. მაქვს იოდის ნაკლებობა. ბოლო პერიოდში დამეწყო თმის ჭარბი რაოდენობით ცვენა. თმის შეჭრა და შამპუნების შერჩევა საქმეს არ შველის. რას მირჩევთ?
პასუხი: უპირველესად, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ. საჭიროა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ფარისებრ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით და სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად. მხოლოდ შამპუნის შერჩევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. საჭიროა მკურნალობა დარღვევების კორექციის მიზნით.
კითხვა: 68 წლის ჯანმრთელ მამაკაცს დაუქვეითდა ყნოსვა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ყნოსვის დაკარგვა-დაქვეითებას საკმაოდ ბევრი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს. ჩივილის რეალური მიზეზის დასადგენად და მკურნალობის სწორად წარმართვისთვის ობიექტური გამოკვლევაა აუცილებელი. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ყნოსვის დარღვევის ხარისხი. კვლევის საწყის ეტაპზე მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელიც გასინჯვის შემდეგ გადაწყვეტს კვლევის გაფართოების აუცილებლობას.
კითხვა: რით არის საშიში ორსულობის დროს მოწევა?
პასუხი: ორსულობის დროს მოწევა აფერხებს პლაცენტის ფუნქციონირებას, რაც იწვევს ნაყოფისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების არასაკმარის მიწოდებას. ორსულმა თამბაქო არ უნდა მოწიოს!
კითხვა: დაახლოებით ერთი წლის წინ დამეწყო წონის კლება და მუცლის არეში ტკივილი. დამიდგინეს ლამბლიოზი. ვიმკურნალე, ანალიზები ამჟამად სუფთაა, მაგრამ წონაში მაინც ვერ ვიმატებ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ასეთი წონის კლება ლამბლიოზით ვერ აიხსნება. თქვენ ან არასაკმარისად კალორიულ საკვებს იღებთ დიდი ფიზიკურ დატვირთვების ფონზე, ან ადგილი აქვს რაიმე ენდოკრინულ დარღვევას (მაგ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ან კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ დაავადებას (რაც ნაკლებად სავარაუდოა ჩივილების არარსებობის შემთხვევაში). დასაწყისისთვის გადახედეთ თქვენს რაციონს და მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3