კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საკვები და სასმელი აძლიერებს სექსუალურ აქტივობას 90 პროცენტამდე

რას ვჭამთ, რას ვსვამთ, რამდენად უვნებელია პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ – ეს კითხვები მუდმივად აწუხებს საზოგადოებას. ბაზარი დიდია და ხშირ შემთხვევაში მაცდური ფასები არასწორ არჩევანს გაკეთებინებს, თუმცა,  ადვილად შესაძლებელია, ძვირად ღირებული პროდუქტიც უხარისხო და ვადაგასული აღმოჩნდეს. ჩვენი ჟურნალიდან კვების ექსპერტ ეთერ სარჯველაძისგან არაერთხელ მიგიღიათ საინტერესო ინფორმაცია. დღეს ქალბატონი ეთერი საჭირო ცნობებს მოგაწვდით კვებასთან დაკავშირებით.

ეთერ სარჯველაძე: ყველა დაავადება არასწორი, დაუბალანსებელი კვების შედეგია; მნიშვნელობა აქვს გენეტიკასაც. თითქოს კვების კულტურა დავკარგეთ. ჰიპოკრატეს აქვს ნათქვამი: „დოზა ქმნის შხამს. დაე, კვება იყოს თქვენი მედიცინა და საკვები – თქვენი წამალი!“ საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობითა და ჯანსაღი კვებით. უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობით უნდა მივირთვათ ცხოველური და რა რაოდენობით – მცენარეული საკვები; თანაფარდობა უნდა დავიცვათ. დაბალანსებული კვება ნიშნავს იმას, თუ რამდენი უნდა იყოს საკვებში შეუცვლადი და ცვლადი ამინომჟავები. კვება ადამიანის ერთ-ერთი პირველადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა, რომელსაც მუდმივად სჭირდება თვითგანახლება.
– ყავა, მუქი ფერის ჩაი, კოფეინი და მატონიზებელი ექსტრაქტები, როგორიცაა გურანი, ჟენ-შენი, ვიცით, რომ არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც მოუწესრიგებელი აქვს ნერვული სისტემა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. კიდევ რა არ არის რეკომენდებული არამდგრადი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის?
– ათასგვარი „რედ ბული“ და, ხუმრობით ვამბობ ხოლმე, „ბულბულები“ არსებობს, რაც ბუნებრივი მოთხოვნილებისთვის არ არის საჭირო, თუმცა, მრავალფეროვნებისთვის ხანდახან  შეიძლება. მასში შედის ნივთიერება ტაურინი, რომელსაც თვალის გუგის გასაფართოებლად იყენებენ ექიმები, როცა თვალში წნევას ზომავენ. ეს ნივთიერება იწვევს ფუჭ აღგზნებას – ეს იგივეა, თვალი რომ გეხუჭებოდეს და ძალით გაგახელინონ. ადამიანის ორგანიზმი რთული მექანიზმია, ყველაფერს გამოიმუშავებს, მაგრამ, რაღაც-რაღაცეებზე მაინც  მგრძნობიარეა. როდესაც ორგანიზმი ადრენალინს გამოიმუშავებს, თქვენ რა გგონიათ, ეს არ არის ნარკოტიკული ზემოქმედება? ადრენალინს ადამიანი გამოიმუშავებს ძლიერი სტრესის დროსაც და სიხარულის დროსაც, მაგრამ, თუ ხელოვნურად, ანუ, წამლით ხდება ზემოქმედება, ორგანიზმი ითრგუნება და მას ვეღარ წარმოქმნის.
– იტალიელ მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, თუ რომელმა საკვებმა და სასმელმა შეიძლება აღაგზნოს ყველაზე მეტად ადამიანი და ჩაატარეს ცდა: მათ, ვინც არაყი და ხიზილალა ერთად მიირთვა, სექსუალური აქტივობა 90 პროცენტით გაეზარდათ, თურმე, ხიზილალა შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომელიც ადამიანის ჰორმონებს აძლიერებს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ისევე, როგორც ხორცი – ხორცი ერთნაირად აძლიერებს კვებისა და სექსის მოთხოვნილებას. თქვენ რას გვეტყვით ამაზე?
– ვერ გეტყვით, რომ არაყი სექსუალურ მოთხოვნილებას ზრდის. შეიძლება, მოთხოვნილების სურვილი იყოს, მაგრამ, პოტენცია იკლებს. ეს არის უფრო მოჩვენებითი და არა პოტენციის რეალურად გამაძლიერებელი. რაც შეეხება ხიზილალას, ის  ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს სრულფასოვან ცილებს, განსაკუთრებით – ამინომჟავებს და, შესაბამისად, ენერგიისა და მხნეობის მომატების კარგი საშუალებაა.
– კიდევ კარგი, რომ ხიზილალა ძვირი ღირს, თორემ, რა გვეშველებოდა, ქართველ მამაკაცებს კიდევ ეგ უნდათ?!
– ჰო, შესაძლოა, ცოტა იმპულსს აძლევდეს ადამიანს, მაგრამ, დოზა აქაც დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, სპორტსმენს უშლიან დოპინგს არა მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგი არ გაზარდოს, არამედ, იმიტომაც, რომ, ამ შემთხვევაში, შეიძლება, დაღლილობა ვერ იგრძნოს, ისე დახარჯოს ენერგია და ეს მისი გარდაცვალების მიზეზი გახდეს. იმათ, ვისაც ფიზიკურად განსაკუთრებით მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, სამუშაომდე აძლევენ მაღალი ხარისხის ხორცს, ანუ, ისეთ ნაჭრებს, რომელშიც ამინომჟავები მეტია. ხორცი ნამდვილად ჰმატებს ენერგიას, მაგრამ, რამდენად მოქმედებს სექსუალურობაზე, ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ, ეს უფრო ექიმების სათქმელია. ალბათ, იცით, რომ, ზებგერითი თვითმფრინავების პილოტებს, თუ ისინი ვეგეტარიანელები იყვნენ, კუნთში და ვენაში უკეთებდნენ შეუცვლადი ამინომჟავების კომპლექსს, და სპეციალურად გადაჰყავდათ ხელოვნურ კვებაზე, რათა ყურის აპკის ელასტიკურობა გაზრდილიყო, ანუ, ყურის ბარაბნები რომ არ დასკდომოდათ ეს მათთვის აუცილებელი იყო საჰაერო სივრცეში ჟანგბადის გაიშვიათების პირობებში.
– მომხმარებელი ყავის არჩევანშიც საკმაოდ დაბნეულია: ხსნად ყავას შეიძენ, ნალექიანს, დასაფქველს თუ დაუფქველს, ყველა ერთნაირად უხარისხოა, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  იმასაც, თუ როგორ მოადუღებ.
– როგორია ფალსიფიკაციის დონე ამა თუ იმ ყავაში, იმაზეა დამოკიდებული, ვინ აწარმოებს მას და ვის შემოაქვს ბაზარზე. ყველაფერი შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული. არ ვიცი, ზუსტად რამდენი მინარევი შედის თითოეულ მათგანში. იმიტომაც არსებობს სახელმწიფო, რომ გააკონტროლოს ბაზარი, რათა დაცული იყოს მომხმარებელი. რაც გემრიელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სასარგებლოა. მეც კი, როგორც ექსპერტს, გამიჭირდება, ყველა კარგი და ცუდი პროდუქტი გავარჩიო. მაგალითად, ძალიან დიდი ექსპერიმენტი ჩატარდა ფრანგ დეგუსტატორებს შორის: მათ მიუტანეს კარგი, ნამდვილი ღვინო და კარგად შეფუთული, ფალსიფიცირებული ღვინო. მხოლოდ ორმა გამოთქვა ეჭვი, დანარჩენები ვერც კი მიხვდნენ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ძალიან ძვირად  ღირებულ ხელსაწყოებს ყიდულობენ იმისთვის, რომ გაარჩიონ პროდუქტში სხვადასხვა ნივთიერების შემცველობის დონე. რაც შეეხება ყავას, გირჩევთ, იყიდოთ ყავის მარცვლები, შეეცადეთ, ღია ფერის, ნაკლებად მოხალული აარჩიოთ, რადგანაც დაძველებული ყავა არომატს კარგავს – გემოს აღსადგენად მარცვლებს რეცხავენ და ხელახლა ხალავენ. ამიტომ, ჯობია, მოსახალი შეიძინოთ და თვითონ მოხალოთ – უფრო არომატული გემოც ექნება და კოფეინიც საკმარისი იქნება მასში. რაც შეეხება ჩაის, ღია ფერის ჩაი ნაკლებად არის დამუშავებული და მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს; შავ და მწვანე ჩაის, კოფეინის თვალსაზრისით, არ განასხვავებენ, ორივეს აქვს. გამომაფხიზლებელი ეფექტი.  კარგი ჩაის ნაყენს უნდა ჰქონდეს მუქი სპილენძის ფერი.
– ხორცი, ხორცპროდუქტები, აქტუალური თემაა. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ კონსერვებში ისეთი საკვებდანამატებია, რომელიც ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას და ანელებს დაძველებას, მაგრამ ჩვენთვის არანაირად არ არის სასარგებლო. აგრეთვე, ძეხვი, რომლის არჩევანიც დიდია. მე, მაგალითად, ვიცი, რომ რაც უფრო კარგად არის შებოლილი ძეხვი, მით მეტად მცირდება მასში მიკრობების გამრავლების ინტენსივობა და, ამიტომ, შებოლილი მოხარშულზე მეტ ხანს ძლებს, მაგრამ, ასევე, სავსებით შესაძლებელია მასში გაფუჭებული გემოს მოსპობა სანელებლების დანამატებით. ბოლოს და ბოლოს, მომხმარებელი თავად უნდა ხვდებოდეს იმას, რომ, თუ ერთი კილოგრამი  ხორცის ღირებულება 13-14 ლარია, არ შეიძლება, 500-800-გრამიანი ძეხვი  მასზე ხუთჯერ ნაკლები ღირდეს.
– გეთანხმებით, თუმცა, ფასი ყოველთვის ვერ განსაზღვრავს ხარისხს. ფარში ძალიან სწრაფად ფუჭებადია და მომხმარებელი ამას მანამდე ვერ მიხვდება, სანამ არ შეჭამს. თუ გაუყიდავი რჩებათ ფარშის რაღაც ნაწილი, მას მეორე დღეს ახალში ყრიან და ისე ყიდიან. საყინულეშიც კი არ შეიძლება ფარშის დიდხანს შენახვა, რადგან, მხოლოდ გარედან იყინება და ყინვის ის ტემპერატურა შიგნით ვერ აღწევს. ამიტომ, კატლეტის ან ხორცის შეწვის დროს ტაფას აუცილებლად უნდა დაახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე დადგათ. კატლეტები არ უნდა იყოს სქელი, რომ შიგნით უმი არ დარჩეს. თევზიც ძალიან სწრაფად ფუჭებადი პროდუქტია. თევზს ან ცოცხლად ყიდიან, ან ყინავენ, ან კულინარიულად ამუშავებენ – შებოლავენ, ამარინადებენ, ამარილებენ... ასეთი თევზის ყიდვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ლაყუჩებს, რომელიც კარგი წითელი ფერის უნდა იყოს.
– მათ, ვისაც მთელი დღე სამსახურში ან სახლის გარეთ უწევს ყოფნა, ხშირად მიმართავს სწრაფი კვების ობიექტებს, შაურმის ჯიხურებთან ზოგჯერ რიგებიც კი დგას.
– კი ბატონო. შაურმა, ეს არის წახემსებისთვის და არა დანაყრებისთვის. ჯერ ერთი, შეწვის დროს, მას არ აქვს ისეთი ბრუნვის მექანიზმი, როგორიც უნდა ჰქონდეს, ხშირ შემთხვევაში გაჩერებულიც კია, რაც, ალბათ, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ხდება. მეორეც – ვინ იცის, რამდენ ხანს და რა პირობებში იყო ეს ხორცი შენახული, სანამ მომხმარებლამდე მივიდოდა – ან, გაირეცხა, თუ არა? ჩვენ ავიღეთ  მასზე ნიმუში და აღმოჩნდა დაჭუჭყიანება, ნაწლავური ჩხირი, ზოგან – როგორ, ზოგან – როგორ. ბევრს მიეცა გაფრთხილება და ეს უნდა გაითვალისწინონ, სხვა გზა არ აქვთ. ამიტომ არსებობს სურსათის უვნებლობის კონტროლის ჯაჭვი, რომელსაც უწოდებენ „ფერმიდან თეფშამდე“. ეს ჯაჭვი უნდა მიდიოდეს იმ ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვით, რაც აუცილებელია პროდუქტისთვის. მინდორში თუ შხამ-ქიმიკატი იქნება, ის პროდუქტს მოსცილდება?! როდესაც ბავშვს ნამდვილი ხორცის ნაცვლად ნიტრატებით გაჟღენთილ და შეღებილ მასას აჭმევ, ეს დანაშაულია. მაგალითად, მე დავამატე ფარშში სრულიად უვნებელი ნივთიერება – სახამებელი, რომელსაც ამ დროს შემავსებლის როლი აქვს, მაგრამ, მის ხარჯზე დამაკლდა ხორცის ცილა და შევურიე საწამლავი ფერისთვის. ესე იგი, სახამებელი დაემატა იმისთვის, რომ ხორცი დაკლებულიყო (სახამებელი კრავს, მასას ამკვრივებს და წონაში მეტი გამოდის), ფერი კი იმისთვის, რომ ახალი ხორცის იერი მიეღო. სოიის ცილა არ არის ძნელი ასათვისებელი, მაგრამ, ალერგიულია. ხინკალში, პელმენში ვინ რას იყენებს, ძნელი გასაგებია; შეიძლება, ვიღაცამ სოიის იზოლატი გამოიყენა. აი, რაც შეეხება ღვეზელებს, ფენოვან ან იმერულ ხაჭაპურებს, კრემიან ფუნთუშებს, ცხიმისთვის იყენებენ ძალიან დაბალი ხარისხის ზეთსა და მარგარინს, რომელშიც არის ტრანს-ცხიმების შემცვლელი მავნე ნივთიერება,  რაც საკვების ნორმალურ მონელებას უშლის ხელს. ჩვენთან, სამწუხაროდ, პროდუქტში ასეთი შემცველობა არ რეგულირდება. რამდენჯერმე შენაწვავ ზეთში წარმოიქმნება ტოქსიკური და კანცეროგენური ნივთიერებები.

скачать dle 11.3