კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუქმნა კომფორტი გარდაბნელებს თემურ ფეიქრიშვილმა

 რაიონში  მას თემურ ფეიქრიშვილად იცნობენ, თუმცა, მეორე სახელიც აქვს – გიორგი. მთლიანობაში კი გარდაბანში თემურ ფეიქრიშვილი სამართლიან, ყურადღებიან და საქმიან კაცად არის ცნობილი. გარდაბნის რაიონის  მკვიდრი,  თინა აფრასიძე,  გარდაბნის რაიონის საკრებულოს  აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, თემურ ფეიქრიშვილს, მადლიერებით მოიხსენიებს. „როდესაც ბიბლიოთეკების ოპტიმიზაციისა და საკადრო შემცირებების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ბატონი თემური მაშინ გვერდში დაგვიდგა და მაქსიმალური გააკეთა ჩვენს დასახმარებლად“. „ეს ის ადამიანია, რომელიც გპირდება და აკეთებს. თუ ვერ გააკეთებს, არც დაგპირდება” – ასე ახასიათებენ  გარდაბნელები ბატონ თემურს.
ახლა თემურ ფეიქრიშვილი გარდაბნის რაიონში  „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატია და მოსახლეობის ინტერესების დაცვას, მათ მიერ მხარდაჭერისა და  არჩევის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოდან გეგმავს.

– ბატონო თემურ, თქვენ ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე იყავით  და ახლა ბედს საპარლამენტო არჩვენებში მაჟორიტარ კანდიდატის ამპლუაში სცდით. რატომ გადაწყვიტეთ კენჭისყრა გარდაბნის რაიონში?
– ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. შეიძლება, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ქვეყნის განვითარების საქმეში ჩემი წვლილი სწორედ ამ ფორმით უნდა შევიტანო.
– ბატონო თემურ,  თქვენი სახით მაჟორიტარობის ორსახელიანი კანდიდატი  ჰყავს გარდაბნის  რაიონს – ამომრჩეველს თავი  გიორგი ფეიქრიშვილად წარუდგინეთ..
– გარდაბნის რაიონი თემურ ფეიქრიშვილს ძალიან კარგად იცნობს.  სახელი გიორგი  დაბადების მოწმობაში მიწერია და საბუთებში მაქვს დაფიქსირებული.  საარჩევნო ბიულეტენში, ალბათ, ორივე სახელი ჩაიწერება, მოსახლეობა რომ არ დაიბნეს.
–  ადგილობრივ მოსახლოებას გავესაუბრეთ და  თქვენი ყველა ძალიან მადლიერია. ერთი სახელით რამდენ საქმეს აკეთებდით და ორით რას იზამთ...
– რა ხართ ეს ჟურნალისტები (იცინის)!..
– გვითხრეს, რომ თემურ ფეიქრიშვილი მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტში იყო ყოველთვის. მეტიც, როცა ბიბლიოთეკარების შტატების შემცირების საკითხი დადგა, თქვენ დახმარებიხართ.
– თავის ქება არ მიყვარს. უბრალოდ, შეგიძლიათ, კონკრეტული ციფრებითა და გაკეთებული საქმეებით დაინტერესდეთ და თავად ნახავთ. მე რომ მივედი, საკრებულოს ბიუჯეტი 5 მილიონი იყო, 4 წლის შემდგომ კი  23 მილიონი გახდა. ძირითადად, ეს თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რაიონის სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდა. გზების მოწესრიგების საკითხი პრიორიტეტულად თავიდანვე დავსახეთ და უკვე მოასფალტებულია რაიონული შიდა გზების  დიდი ნაწილი. მარტყოფში დაახლოებით 2 მილიონი ლარი მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და გზების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა. ძალიან მეამაყება, რომ გარდაბნის რაიონის კულტურის სახლი გავაკეთეთ – მისი თანამედროვედ მოდერნიზებისთვის 800 000 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. რაიონში ვაზიანის, გომბორის  სრულად აღჭურვილი  პოლიციის შენობები გვაქვს. გაზიფიკაციის პრობლემა სულ ოთხ-ხუთ სოფელშია, რომლის  სრულად მოგვარებას „სოკარი” მოკლე პერიოდში  განახორციელებს და  აბსოლუტურად ყველა ოჯახს ექნება გაზი. ასევე, ელექტროგამრიცხველიანობის პრობლემა მოიხსნა სართიჭალაში, მუღანლოში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და რაიონი მალე სრულად იქნება გამრიცხველიანებული. მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ რაიონში სულიერების გაღრმავებას.  მარტყოფში ადგილობრივმა მკვირდმა და ქველმოქმედმა გიორგი სინჯიკაშვილმა ააშენა ტაძარი; ასევე, ბიუჯეტიდან დაფინანსდა სოფელ კრწანისში მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის  სახელობის ეკლესიის მშენებლობა და ასე შემდეგ.
– ბატონო თემურ, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. რამდენად კონკურენტუნარიანი კამპანიაა გარდაბანში?
– სხვა კანდიდატები რაიონში, ბუნებრივია, არიან, თუმცა, მე ჩემს კამპანიას მათ კრიტიკაზე არ ვაგებ. მირჩევნია, მოსახლოებას  პრობლემების მოგვარებაზე ვესაუბრო – ხალხს სწორედ ეს აინტერესებს და არა სხვების ქილიკი და ტალახის სროლა. ამას მე მოსახლეობის გასაჭირის მოსმენა და  მათი მოგვარების გზების ძიება მირჩევნია. მეტსაც გეტყვით: როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებდი, არასდროს მქონია მოსახლეობისთვის საგანგებოდ გამოყოფილი მიღების საათები, ნებისმიერ გარდაბნელს   შეეძლო და ახლაც შეუძლია, თავისუფლად მოვიდეს და ყოველგვარი ბარიერების გარეშე პრობლემების ირგვლივ საქმის კურსში ჩამაყენოს.  განსაკუთრებული ყურადღებით გამოვირჩევი ჩვენი, ქართველი აზერბაიჯანელების მიმართ. საოცრად გამჭრიახი  და საქმიანი ხალხია. ძალიან აღიზიანებთ ოპოზიციის ქილიკი. ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის გაცნობიერებულია და ჩვენ საქართველოს აღმშენებლობით პროცესში გვსურს მონაწილეობის მიღებაო, – აცხადებენ. მაქვს მათთან აქტიური შეხვედრები და მათ აზრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ.
– რა არის თემურ ფეიქრიშვილის მთავარი დაპირება გარდაბნელებისთვის?
– ჩემი უმთავრესი დაპირება უმუშევრობის დაძლევისთვის ზრუნვაა. ეს მარტივი პროცესი არ გახლავთ, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ გარდაბანში მშრომელი ხალხი ცხოვრობს და ეს რაიონი ყოველთვის გამოირჩეოდა სოფლის მეურნეობის დარგების დატვირთვით, კონკრეტულად, მებოსტნეობისა და მარცვლოვანი კულტურების სრული განვითარებით, რაიონი  დაიბრუნებს საქართველოს  ბეღლის სტატუსს. გასარწყავების ამუშავებისა და პრემიერის პროგრამის თანახმად, ეს რეალური  გეგმაა და მალე განვახორციელებთ კიდეც. რადგან უკვე დიდი ხანია, საკრებულოს თავმჯდომარის  პოსტიდან გარდაბანს  ვემსახურები, მსურს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან უფრო მეტი ძალებით მივეხმარო ადგილობრივებს. მჯერა, რომ ისინი ნდობას გამომიცხადებენ!

скачать dle 11.3