კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საქმით არიან დაკავებულები მსოფლიოს მილიარდერთა მეორე ნახევრები

მიუხედავად იმისა, რომ ამ ლამაზმანებს ფულის შოვნის პრობლემა არ აქვთ, ისინი მაინც ცდილობენ, ჩართულნი იყვნენ საქმეში – ხსნიან კომპანიებს, აყალიბებენ იურიდიულ სამსახურებს, გამოსცემენ ჟურნალებს და რომანების წერითაც კი არიან დაკავებულები. მათგან არაერთი შესაძლოა, სულაც დამოუკიდებლად გამხდარიყო მსოფლიოში ცნობილი სახე. თუმცა, ის ფაქტი, რომ ისინი „ფორბსის” მილიარდერების მეორე ნახევრები არიან, სულაც არ აკნინებს მათ დამსახურებებს, რადგან თავიანთი სილამაზითა და მიზანდასახულობით მოახერხეს, დაეჩრდილათ თავიანთი სახელოვანი ქმრები და საყვარლები.
დაშა ჟუკოვა – რომან აბრამოვიჩის მეგობარი ქალი
დაშა – მეწარმე, ჟურნალის რედაქტორი და მოდური დიზაინერია. მან გახსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და აქვს ტანსაცმლის საკუთარი მარკა, რომელსაც სულ მალე წარუდგენს საზოგადოებას „ურბან აუტფიტერის” ხაზით.
სტეფანი სეიმური – მილიარდერ პიტერ ბრანტის მეუღლე
სტეფანი სეიმური წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტოპ-მოდელი იყო და კლაუდია შიფერთან და ნაომი ქემპბელთან ერთად, პოდიუმზე გასვლისას მილიონობით მამაკაცს ატყვევებდა. სტეფანი სხვადასხვა დროს „ვოგის” ყდის ხშირი სტუმარი და „სპორტს ილუსტრეიდისთვის” საცურაო კოსტიუმების სარეკლამო სახე გახლდათ. მისთვის არც სატელევიზიო სფერო და კინემატოგრაფია უცხო. ბოლო რამდენიმე წელია სტეფანი და პიტერი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა ამ რამდენიმე ხნის წინ, ისევ შერიგდნენ.
სელმა ჰაიეკი – ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა-ანრი პინიოს მეუღლე
სელმა ჰაიეკის სახელი მსოფლიოსთვის „გუჩისა” და სხვა ცნობილი ბრენდების მფლობელის, ფრანსუა-ანრი პინიოს ცოლად გაყოლამდეც ცნობილი იყო. სელმა ჰოლივუდის ვარსკვლავი და „ოსკარის” ნომინანტია ფილმისთვის „ფრიდა”. ის ჩართულია „იუნისეფის” საქველმოქმედო ღონისძიებებში.
იორდანიის დედოფალი ნური – მეფე ჰუსეინის ქვრივი, ხვდება მექსიკელ ტელემაგნატს და პლანეტის უმდიდრეს ადამიანს კარლოს სლიმ ელუს
დედოფალი ნური პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და არაბულ და ისლამისტურ კულტურას უწევს პროპაგანდას მსოფლიოში. ნურის გამოცემული აქვს ორი წიგნი და ის ასევე რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდა იორდანიის ელჩის მოვალეობას გაეროში.
ნიტა ამბანი – პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ინდოელის, მუკეშ ამბანის მეუღლე
ნიტა ამბანი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში და სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხების გადაწყვეტაში. ნიტა კრიკეტის გუნდ „მუმბაი ინდიანსის” თანამფლობელია მეუღლესთან ერთად.
ფლავია სამპაიო  – ოთხი წელია, ხვდება ბრაზილიის უმდიდრეს ადამიანს, ეიკე ბატისტას
ფლავია სამპაიო მოდელის გარეგნობის მიუხედავად, სრულიად სხვა სფეროშია ჩართული. ის ადვოკატია. გარდა ამისა, ფლავია ცდილობს სოციალური პრობლემების მოგვარებას, რომ ღარიბი ბრაზილიელების ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდეს.
ანა ვოიციცკი – „გუგლის” დამაარსებლის, სერგეი ბრინის მეუღლე
ანა განათლებით ბიოტექნოლოგია და აქვს იელისა და სტენფორდის უნივერსიტეტების სამეცნიერო ხარისხი. ანა კომპანია „23 ენდმიის“ დამაარსებელია. კომპანია გენეტიკური კვლევებით არის დაკავებული.
მაკენზი ბეზოსი – „ამაზონის” დამაარსებლის, მილიარდერ ჯეფრი ბეზოსის მეუღლე
მაკენზი ბეზოსი წარმატებული მწერალია და მიღებული აქვს ნაციონალური პრემია წიგნისთვის „ლიუთერ ოლბრაითის განსაცდელი”. მაკენზის პრინსტონის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი აქვს და სულ ახლახან, მეუღლესთან ერთად, უნივერსიტეტს 15 მილიონი დოლარი გადაურიცხა სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად.
ირინა ვინერი – რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის მეუღლე
ირინა ვინერი რუსეთის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ის 20 წელია, რაც ალიშერ უსმანოვის მეუღლეა. რუსეთში ირინა ცნობილია თავისი სტილით, და გემოვნების მაღალი სტანდარტით.
პრინცესა ამირა – საუდის არაბეთის პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალის მეუღლე
ალ ვალიდის თქმით, მისი მეუღლე ჩვეულებრივი ადამიანია და არ უყვარს ძვირფასი სამკაულების ტარება. ამირას იაფფასიანი ბიჟუტერია უფრო ხიბლავს, ვიდრე ოქრო და ბრილიანტი. ამირა სწავლობს და ამერიკელ პროფესორებთან ემზადება.
პრისცილა ჩანი – მარკ ცუკერბერგის, „ფეისბუქის” ავტორის, მეუღლე
მარკი და პრისცილა სულ ახლახან დაქორწინდნენ. შეუხედავი პრისცილა მედიცინის დოქტორია და მომავალში პედიატრად მუშაობას აპირებს. პრისცილა არაფრით გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან და სულაც ვერ იფიქრებ, რომ მისი მეუღლე მილიარდერია. თავის ქორწილში პრისცილას საკუთარი ხელით შეკერილი სადა, თეთრი კაბა ეცვა.
სიუზან დელი – „დელის” დამაარსებლის, მილიარდერ მაიკლ დელის მეუღლე
სიუზან დელი მსოფლიოში განთქმული სპორტსმენია, ის ტრიატლონში „აირონ მენის” ტურნირების ხშირი სტუმარია და წარსულში თავადაც იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებაში.
ვენდი დენგი – მილიარდერ რუპერტ მერდოკის მეუღლე
ვენდი რუპერტის მედია-იმპერიაში შემავალი ჩინური ტელეარხის ხელმძღვანელი იყო. ამჟამად ვენდი დენგი ნიუ-იორკში ბაზირებული ასოციაცია „ფანდ ფორ ფაბლიქ სქულზის” მმართველია.
ანა დიასი – მილიარდერის, კომპანია „ციტადელის” მფლობელის,  კენეტ დიასის მეუღლე
ანას ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი აქვს. ის მუშაობდა კომპანია „გოლდმან საქსში” და კომპანია „არაგონ გლობალის” დამფუძნებელი იყო. მილიარდერის ცოლად გახდომამდე ანას პირადი კაპიტალი 160 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
ლიუსი საუთვორტი – „გუგლის” თანადამფუძნებლის, მილიარდერ ლარი პეიჯის მეუღლე
მოდელის გარეგნობის მქონე ლიუსის დამთავრებული აქვს ოქსფორდის და პენსილვანიის უნივერსიტეტები. ამჟამად ის სტენფორდის უნივერსიტეტის ასპირანტია და პერიოდულად, სამხრეთ აფრიკაში მუშაობს ექიმად.

скачать dle 11.3