კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამონაცვალში

ანუ, რა ბედი
ეწევათ ხალხის რჩეულთა უნიტაზებს?

მართალია, ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწია თბილისის პარლამენტის შენობას: გაიყიდა, არ გაიყიდა თუ რა ტიპის ობიექტი განთავსდება მის ადგილას, მაგრამ, სამაგიეროდ, აქტიურად მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი (თითქოს მოსწრებაზეა). თუმცა, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ბ-ნი ჯანიაშვილი გვაიმედებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის დემონტაჟი დაგეგმილი არ არის, ხოლო კაბინეტები და დარბაზები იმიტომაც დაიშალა, რომ ისინი „გარანტირებულად არ დასჭირდებათ“.
კაბინეტებიდან და დარბაზებიდან ოვალური მაგიდები, ტრიბუნები თუ პრეზიდიუმი, სხვა ნარჩენებთან ერთად, პირწმინდად გაიტანეს. ოღონდ, რაკი „ოჯახი ხრამია“, იმ ავეჯს, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტის ხალხის რჩეულებს აღარ დასჭირდებათ (იმიტომ, რომ ქუთაისში ახლები ელით), თურმე, სხვა სახელმწიფო უწყებებს გადასცემენ.
ბ-ნი ჯანიაშვილი (იმავე პრინციპით: „ოჯახი ხრამიაო“) განმარტავს, რომ გადაცემის მოტივი მარტივია: სახელმწიფო უწყებებმა ავეჯის განახლებაზე ზედმეტი თანხა რომ არ დახარჯონო (ნეტავ, ტრიბუნებით რომელი სახუწყება უნდა დაამშვენონ?!) და ისიც დასძინა, რომ ავეჯის დემონტაჟი სუფთად განხორციელდა (დაიშალა და იქ აეწყობა, სადაც დაიდგმებაო).
წინასწარი ინფორმაციით, ხალხის რჩეულთა გამონაცვლის ნაწილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემენ, ნაწილს კი – ეკონომიკის სამინისტროს.
მეტიც, პარლამენტის ხელმძღვანელობა ოჯახის ისეთი მუჭუჭები ამოჩნდა, რომ დემონტაჟში თეთრიც არ დაუხარჯავს: სამუშაოები იმ უწყებების დაკვეთით ხორციელდება, რომელთაც პარლამენტის კუთვნილი ავეჯი მიაქვთო.
მეორე მხრივ, იბადება კითხვა: თუ დემონტაჟის ფული ჰქონდათ, გამონაცვალ მაგიდებზე რატომ სხდებიან? და არა მხოლოდ ეს: არც ისაა ინტერესმოკლებული, ვის შეხვდება ხალხის რჩეულთა სველი წერტილების ინვენტარი?!

скачать dle 11.3