კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან გადახტა ფეხბურთის მსაჯი ეჭვიანი ცოლის შიშით

ერთმა ყოფილმა მსაჯმა მიამბო: კიევში ვართ. ერთ ფრიად უმნიშვნელოვანეს მატჩს ვმსაჯობ. საერთოდ, სპორტსმენებს და, მით უმეტეს, მსაჯთა ბრიგადას, უფლება არ გვქონდა „პაეზდკაში“ ოჯახის წევრები წაგვეყვანა, მაგრამ, ყოველთვის ისე არ ხდება, შენ რომ გინდა. ჩემს ერთ დამხმარე (გვერდით) მსაჯს ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყოლია – რუსი გალია. როგორღაც, მოუხერხებია და წამოუყვანია კიევში (ოღონდ, შენი ხმა არ გავიგო, ქალოო!) და დაუბინავებია მეზობელ სასტუმროში.
წესად, ტრადიციად გვქონდა, რომ თამაშის შემდეგ ერთ-ერთის ნომერში მსაჯები შევიკრიბებოდით და თითო ჭიქით... მიხვდებით, ალბათ... იმ შემთხვევაშიც ასე მოხდა. პირველი ჭიქა ავწიეთ და... აბრახუნდა კარი.
– კტო ტამ? – ვიკითხე („სამ გოჭშია“ ასე). კიდევ კარგი, სახელი თქვა.
– ია, გალია! – ატკროიწე ნემედლენნო!
– მიშველე, მევლუდ! – დაეკარგა ფერი კაცს, რაღა ვქნა ახლა?
„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა – მსაჯი დასაკარგავი!“ – ვფიქრობ ელდანაკრავი.
– ჟოლობი! – მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, – ჟოლობი, ჩქარა!
– რა ჟოლობი? – გადამერია თანაშემწე, – სად შემიძლია, კაცო!
– ბიჭო, შენ რომელი გირჩევნია, ქალის ხელით სიკვდილი თუ ჟოლობიდან ჩავარდნა და „ალპინისტური“, ვაჟკაცური?
– კი, ეგ ჯობია, – ეცა ფანჯარას (მეორე სართული იყო, კიდევ კარგი), – ატკროიიწეეე! – სულ გაანჩხლდა ქალი.
– სპორტული ჩანთა, ამისი სპორტული ჩანთა გაგვყიდის! – იმარჯვა ვიღაცამ.
ჩანთაც ინსტინქტურად გადავუძახე იმავე ფანჯრიდან და გავაღე კარი. გაანჩხლებული ქალი შემოვარდა თვალების ბრიალით და – არაა მისი ქმარი.
– ადინ, დვა, ტრი... – ჩამოგვთვალა, – გდე მოი მუჟ?
– ზდეს ნიეტუ, ზდეს ნიეტუ... – ვეფარებით ერთმანეთს სიკო-საქოსავით.
– ა, გდე? ია ზნაიუ, ჩტო ონ ზდეს!
– ნიეტუ... ნიეტუ... ვოტ... ნიეტუ! – ვამშვიდებთ.
– სტერვი, – მიმართა გოგოებს, – გდე მოი მუჟ?!
„სტერვები“ გაყუჩდნენ. ამ დროს იღება კარი და შემოდის მხარზე ჩანთაგადაკიდებული (მე რომ ვესროლე) ჩემი თანაშემწე – გალიას ქმარი, ვითომც, აქ არაფერი, თუმცა, ხელები გადატყავებლი აქვს და ცხვირი აქერცლილი („ოხ, ჟოლობო, ჟოლობო...“).
კმაყოფილი ცოლი ისე ჩაეხვია, კინაღამ კოცნით დაახრჩო.
– ცხვირზე და ხელზე რა მოგივიდა? – ჰკითხა დაწყნარებულმა.
– მატჩის დროს წავიქეცი და... – შეაცოდა თავი ქმარმა.
ქალი მაინც ქალია და, ბედნიერებისგან გალაღებულს, სულ გამორჩა, რა ჯანდაბა წააქცევდა გვერდითა მსაჯს ისე მწარედ, რომ ცხვირ-პირი ცირკის კლოუნივით ასწითლებოდა?!

скачать dle 11.3