კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩააგდო შოკში ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ნიშნობამ თბილისი და მოსკოვი

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, ალბათ, ყველაზე მეტად, ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება აინტერესებდა ქართულ პრესას და, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას.  ერთგვარად, თითქოს „კონტროლდებოდა“ კიდეც მისი ყოველი ნაბიჯი და, ოდნავი ვარაუდიც კი შესაძლო სიყვარულის არსებობაზე, ელვის სისწრაფით ხდებოდა პრესის განხილვის თემა. მიუხედავად იმისა, რომ ნინი მხოლოდ 26 წლისაა, როგორც თავად ხშირად ამბობდა, მის გათხოვებას მთელი ქვეყანა ელოდა. ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდა პრინცი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს  სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ნინის ცხოვრებაში.
 მოლოდინი უცნაური იყო: რატომღაც, ქვეყანას უნდოდა, სასიძო ჯერ კარგად შეეთვალიერებინა, გადაემოწმებინა მისი წარმომავლობა, ცხოვრების წესი, ხასიათი, გარემოცვა და, მხოლოდ ამის შემდეგ, დამშვიდებულს, წყნარად გადაებარებინა მისთვის საპატარძლო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: ნინიმ მოულოდნელად აფეთქებული სიყვარულის ამბავი საგულდაგულოდ დამალა არა მხოლოდ მედიისგან, არამედ, თავისი უშუალო გარემოცვისგანაც. რომანი კი არა, 17 აგვისტოს დაგეგმილი ნიშნობის შესახებაც კი ძალიან ვიწრო წრეს ჰქონდა ინფორმაცია. ეს ამბავი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ნინის რჩეულის, ირაკლი კუტალაძის მეგობრებისთვისაც მოსკოვში. რამდენიმე საერთო ნაცნობისგან შევიტყვე, რომ ამის შესახებ მათ მართლაც არაფერი იცოდნენ. „ირაკლიმ ცოლი მოიყვანა. ვინ? ბადურა,” – ასე ელვის სისწრაფით გავრცელდა ეს ამბავი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებში, რომლებიც საკმაოდ მჭიდროდ ურთიერთობენ ერთმანეთთან. იმასაც ამბობენ, რომ ნინის ნამდვილად გაუმართლა, რადგან, ირაკლი ის ბიჭია, ვინც თავის რჩეულს ხელისგულზე ატარებს. რაც შეეხება სასიძოს, ეს გახლავთ ირაკლი კუტალაძე, 31 წლის, მოსკოვში მცხოვრები, ყოფილი სპორტსმენი. ირაკლი თხუთმეტი წლის განმავლობაში იყო რუსეთის წყალბურთის ნაკრების წევრი. ამჟამად ირაკლის ოჯახი მოსკოვში ბიზნესითაა დაკავებული, თვითონ კი ოჯახურ ბიზნესს მართავს, კონკრეტულად, „კოქტეილ ბარს” მოსკოვის ცენტრში, არბატზე, რომლის საქმეებშიც აქტიურად არის ჩართული.
 ნინისა და ირაკლის ნიშნობაზე მცხეთაში მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები შეიკრიბნენ. სწორედ ამ დღეს გააცნო ნინიმ დედას სასიძო და მისი მშობლები. როგორც ეკა, ისე ნინის ბაბუა, იმედო კახიანი, კმაყოფილები არიან ნინის არჩევნით. ერთადერთი, რის გამოც ისინი ნერვიულობენ, ნინის მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლაა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ნინის კარიერისთვისაც ძალიან კარგი იქნება.
 წყვილი ქორწილს ოქტომბერში გეგმავს. გრანდიოზული, როგორც ეს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერსა და ლამაზ მომღერალს შეეფერება, ქორწილის გამართვის ადგილი საქართველო იქნება. ამ ქორწილს დაელოდებიან ქართული მედია-საშუალებები და, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს 2012 წლის ქორწილი იქნება.
ნინი ბადურაშვილი: ორ თვეში მომაჯადოვა და თავბრუ დამახვია ირაკლიმ, ხალხს კი არ სჯერა. რაღაც საოცარ კომენტარებს ვკითხულობ, მაგრამ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მთავარია, რომ უზომოდ შეყვარებული და ბედნიერი ვარ.
– ჩემი მოსკოველი მეგობრები ირაკლის იცნობენ და თქვენი ქორწილი მათთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო.
– დიახ, ზუსტად იგივე ხდებოდა მის წრეში, რაც თბილისში. როგორც შევიტყვე, ძალიან პრეტენზიული ბიჭი ყოფილა, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყოლია, როგორც კარგი გარეგნობის და წარმატებულ ქართველ ბიჭს და, აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ელოდნენ, თუ ასე უცებ გადაწყვეტდა ცოლის მოყვანას.
– შენც არანაკლებ პრეტენზიული გვყავხარ.
– თბილისში უკვე შინაბერადაც კი შემრაცხეს, რაზეც ყოველთვის ძალიან მეცინებოდა. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მხოლოდ 26 წლის ვარ, არ ვარ ორმოცდაექვსის და მგონი, ძალიან კარგი ასაკია გათხოვებისთვის. უბრალოდ, რაც ეკრანზე გამოვჩნდი და, ეს უკვე ათ წელზე მეტია გრძელდება, ელოდებიან ამ ნაბიჯს და ეჩვენებათ, რომ დიდი ასაკის ვარ. ხალხი კი არა, მე თვითონაც საშინლად დაბნეული და აჟიტირებული ვარ იმით, რაც ჩემს თავს ხდება. სტატუსი – „ცოლი“, ჩემთვის ძალიან უცხო, მაგრამ, ძალიან სასიამოვნოა.
– ირაკლიზე რას გვეტყვი?
– არაჩვეულებრივი ადამიანია, საოცრად მამაკაცური, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ძალიან იშვიათია. მოსკოვშია გაზრდილი, მაგრამ, ყველაფრით ქართველია; ძლიერი და თავდაჯერებულია. უსწრაფესად მომაჯადოვა. საქმესთან დაკავშირებით შევხვდით ერთმანეთს ორი თვის წინ – ქართულ-რუსული კონცერტის გაკეთება უნდოდა. შემდეგ ეს შეხვედრა მესიჯებში, მოკითხვაში გადაიზარდა. მოსკოვში წასვლიდან ათ დღეში თუ ორ კვირაში უკან დაბრუნდა, სრულიად მოულოდნელად დამადგა თავზე, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ასეთი რაღაცეები ქალისთვის სასიამოვნოა, როდესაც ხვდები, რომ ის ზუსტად ისე იქცევა, როგორც კაცი უნდა იქცეოდეს. ურთიერთობაში მივხვდი, რომ ის ტიპია, როგორიც მჭირდება, როგორიც მომწონს, როგორზეც ვოცნებობ... იმდენად უცებ მომაჯადოვა, მომხიბლა და შემაყვარა თავი, რომ ჩემს მეგობრებსაც კი გაუჭირდათ დაჯერება. ძალიან ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ, ასეა, მეგობრებო! ასეც ხდება – შეიძლება, ორ თვეში ისე შეგიყვარდეს ადამიანი, რომ ცოლად გაჰყვე. სასწაულები ნამდვილად ხდება.
– როგორია შეყვარებული ნინი, მით უმეტეს რომ საკმაოდ დიდი მანძილი გაშორებით ერთმანეთისგან?
– არ მეტყობა?! აჟიტირებული და ძალიან ბედნიერი ვარ, სრულ ეიფორიაში. ყველა ქალს ვუსურვებ, ისეთი ბედნიერები იყვნენ, როგორც ახლა მე ვარ. ნიშნობა იმდენად მოკლე დროში მოხდა, ისე მალე გადაწყდა ყველაფერი, რომ მეგობრებიც კი გამინაწყენდნენ. აღარ გვინდოდა ამ პერიოდის გაწელვა, რადგან, ზუსტად ვიცოდით, ერთად უნდა ვყოფილიყავით სულ და, თან, გვეშინოდა ერთმანეთის დაკარგვის. სხვადასხვა ქალაქში, ასე დისტანციურად გაგვიჭირდებოდა ურთიერთობა, მით უმეტეს, იმდენი შურიანი და ბოროტი ადამიანი არსებობს, რომელთა გრძელი ენებიც აუცილებლად გამოიწვევდა რაღაც კონფლიქტებს. სიმართლე გითხრა, კარგის მეტი ირაკლიზე არაფერი გამიგია.
– ეკა როგორ შეეგუა იმ ამბავს, რომ სასიძო მხოლოდ ნიშნობაზე გაიცნო?
– ეკა შეეგუა კი არა, უკვე ნერვები მეშლება და ვეჭვიანობ – მგონი, ირაკლი ჩემზე მეტად შეუყვარდა და მე უკანა პლანზე გადავინაცვლე.
– ქორწილი, ალბათ, ძალიან მალე იქნება.
– დიახ, ქორწილს ოქტომბერში თბილისში ვგეგმავთ, იმ მარტივი მიზეზით, რომ აქედან ხალხი მოსკოვში ვერ ჩამოვა, იქიდან ჩამოსვლის პრობლემა კი არ არის. ჯერჯერობით არ ვიცი დეტალები, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება და რა ადგილი დაიტევს მათ, ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია. ამ ეტაპზე, რაც ზუსტად ვიცი, ჩემი მეჯვარეების ვინაობაა, ესენი იქნებიან: თაკო გაჩეჩილაძე, ქეთა თოფურია და კატია სამსონაძე – ჩემი ბავშვობის მეგობარი. მთელი მედია, პრესა, ტელევიზიები ელოდებიან ამ დღეს და, ამიტომაც, ბევრი ფიქრი მოგვიწევს. სხვა არაფერი ვიცი ქორწილთან დაკავშირებით.
– ხომ არ გაშინებს მოსკოვში გადასვლა?
– ირაკლი ძალიან დადებითად უყურებს ჩემს სასცენო კარიერას და, ეს როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ალბათ, წარმოგიდგენია. ასე რომ არ ყოფილიყო, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდებოდა. მოსწონს ჩემი საქმიანობა, თუმცა, „ლაივში“ ჩემი სიმღერა მოსმენილი არ ჰქონდა. „მე მიყვარს საქართველოზე“ დავპატიჟე, მაგრამ, იქ რაღაც ხმის, აპარატურის პრობლემა იყო და ზუსტად ვერაფერი გაიგო. მერე უკვე ნიშნობაზე, ეკამ რომ დაუკრა და ვიმღერე, მითხრა: კი ვიცოდი, რომ კარგი მომღერალი იყავი, მაგრამ, ასეთი მაგარი ხმა თუ გქონდა, რას წარმოვიდგენდიო. ერთი სიტყვით, არ მაშინებს იქ ჩასვლა, მეგობრებიც მყავს იქ და ვიცი, ნელ-ნელა ჩემს საქმეებსაც მივხედავ. თბილისში ჩამოსვლაც ძალიან ხშირად მომიწევს – ამ საქმის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და ეს ირაკლიმაც იცის.
 ინტერვიუსთვის მოსკოვში მყოფ ნინის საქმროსაც დავურეკეთ, რომელმაც სიამოვნებით გვიპასუხა რამდენიმე კითხვაზე.
– ირაკლი, ჩვენი ესტრადის პრინცესა ასე მოკლე დროში როგორ მოხიბლეთ?
– (იცინის) რა ვიცი, ერთმანეთის მიმართ თავიდანვე ძალიან კარგად განვეწყვეთ და მერე ეს ურთიერთობა ძალიან მალე გადაიზარდა სიყვარულში, რაც ორივესთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ძალიან კარგად ვართ ერთად და  გვიხარია ერთად ყოფნა.
– ნინიზე მანამდე იცოდით რამე?
– მხოლოდ ის, რომ ცნობილი მომღერალია მანდ, მაგრამ, რას მღერის და რამდენად წარმატებულია, ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი. თუმცა, მან ჩემი მოლოდინი გაამართლა – ძალიან მომეწონა მისი ნამღერი.
– ვიცი, რომ „ლაივში“ პირველად ნიშნობაზე მოუსმინეთ.
– (იცინის) ეს ნინიმ გიამბოთ?! დიახ, ასე მოხდა. მანამდე რამდენიმე კლიპი ვნახე ინტერნეტში, სიმღერებიც მოვისმინე, მაგრამ, სულ სხვაა, როცა დამუშავებულ ჩანაწერს უსმენ. მართლა მოვიხიბლე მისი ნამღერით.
– როგორც ჩანს, კარიერას მანდ გააგრძელებს?
– ამ თემაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ნალაპარაკები გვაქვს, მაგრამ, რას და როგორ გააკეთებს, დეტალურად უკვე მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვეტთ. არავითარ დაშლაზე და აკრძალვაზე არ არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები მის პროფესიას, მაგრამ, როგორ, რა ხარისხში მოხდება ეს ყველაფერი, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით. რა თქმა უნდა, ეს იქნება კულტურულ, ადეკვატურ, ხარისხიან ჩარჩოებში. არც ერთს არ გვინდა, რომ ნინი თვეობით დაიკარგოს გასტროლებსა და კონცერტებზე, ოჯახი ორივესთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.
– ვიცი, რომ ნიშნობა და ქორწილი თქვენი მეგობრებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო.
– დიახ, ასეა. არავინ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ. კი არ ვასაიდუმლოებდით, უბრალოდ, გვინდოდა, ეს მხოლოდ ჩვენ ორის ურთიერთობა ყოფილიყო, თავად გავრკვეულიყავით რას ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ. ნიშნობაზე წამოსვლამდე ორი-სამი დღით ადრე გაიგეს ჩემმა მეგობრებმა, რომ ვიღაც გოგო მომწონს თბილისში, რომელსაც აქტიურად ვეკონტაქტები. ნიშნობის შემდეგ კი უკვე გაიგეს, ვინც არის ჩემი სიყვარულის ობიექტი.
– რით მოგხიბლათ ნინიმ?
– ზუსტად ის მომენტები დავინახე ამ ადამიანში რაც ჩემთვის მინდოდა მთელი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ლამაზი გოგოა, მაგრამ, მხოლოდ ამას არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანურად შემიყვარდა, ადამიანურად მომეწონა, შიგნიდან არის ძალიან სუფთა და თბილი.
– ქორწილში, ალბათ, ბევრი სტუმარი იქნება.
– დიახ, მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოდის. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ არსებობს, რამდენი ადამიანი იქნება და სად გადავიხდით ქორწილს. პირველი ნაბიჯი ნიშნობა იყო, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა.
– თქვენს მშობლებს ნინი მოსწონთ?
– ძალიან. საკმაოდ უშუალოა ურთიერთობაში და ეს ყველაზე კარგად მოქმედებს.

скачать dle 11.3