კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

როგორ მოიხსნა ირაკლი ფრანგიშვილმა ხუთწლიანი “ლომკა„ “იმედში„

ირაკლი ფრანგიშვილი, იგივე „ყბაჩო“, მაყურებელმა ჯერ კიდევ წლების წინ, „პა-სეანსიდან” შეიყვარა. ეს ის ერთადერთი გასართობი გადაცემა იყო, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა და ბევრს ხალისობდა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი  გარკვეული წლები ტელეეკრანიდან გაუჩინარდა, ახლა ტელეკომპანია „იმედის” ეთერით ხშირად გვახსენებს თავს.
ირაკლი ფრანგიშვილი: ძალიან ცნობილები ვიყავით. ქუჩაში ყველა გვიღიმოდა და, ვერ წარმოიდგენთ, როგორი დადებითი ემოციით გვავსებდა ბიჭებს ეს ყურადღება. სულ მობილიზებული ვიყავი – ცნობილი ვარ და, ისეთი რამ არ გავაკეთო, მაგალითად, ქუჩაში სიგარეტი არ გადავაგდო ან არ გადავაფურთხო-მეთქი. სულ დაძაბული ვიყავი, რამე არ შემშლოდა.
– მაშინ ძველი ბიჭის იმიჯი გქონდა და ბევრი გელასაც გეძახდა. ეს არ გწყინდა?
– არა, არ მწყინდა. სადაც მე გავიზარდე, იმ უბანში ძველი ბიჭიც ცხოვრობდა, ქურდიც, ნარკომანიც, პატიოსანიც და შტერიც. ყველას ვიცნობდი, ვაკვირდებოდი და მერე ვაშარჟებდი. სახელი „გელაც“ იმიტომ დამარქვა ხალხმა, რომ ერთ-ერთი ანეკდოტის სატელევიზიო დადგმაში ამ სახელს ვყვიროდი. პოპულარული რომ ვიყავი, ასეთი ჭორიც კი გავიგე, რომ, თურმე სასტუმრო-ბორდელის მფლობელი ვიყავი, „კაი მაყუთის“ მქონე. ბორდელისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, „კაი მაყუთი“ ნეტავი მართალი იყოს და ილაპარაკონ, რა პრობლემაა (იცინის). ჯერ არავის უთქვამს, გეიაო და, ამასაც თუ იტყვიან, არ გავბრაზდები. ხომ იცით, იმაზე ჭორაობენ, ვინც ახსოვთ და, არც მე მინდა, მაყურებელს დავავიწყდე. ხშირად, ყოფილა მომენტი, ქუჩაში ვიღაც ისე შინაურულად მიღიმოდა, მიფიქრია, ალბათ, ვიცნობ, მაგრამ, ვერ ვცნობ-მეთქი და ინსტინქტურად გადამიკოცნია. მერე მივმხვდარვარ, რომ ტელეეკრანიდან მიცნობდა.
„იმედის დილაშიც” ვარ, „შუა ქალაქშიც”, „რომ გადახვალ გააჩერეშიც” ვმონაწილეობ და ძალიან დაკავებული ვარ. მინდა, რაღაც ახალიც შევქმნა და ამის ფიქრში ვარ.
– თუმცა, „პასეანსიდან” „იმედამდე” საკმაოდ დიდი პაუზა გქონდა და არსად ჩანდი. ამ დროს სად იყავი?
– ამ დროს შესყიდვების მენეჯერად, დისტრიბუციაში, „შეპესეებში” ვმუშაობდი  და, ვფიქრობ, ეს პერიოდი, ანუ, მთელი ხუთი წელიწადი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჩავარდნა და „ლომკა” იყო.  ამ დროს ვერ ვახდენდი თვითრეალიზებას როგორც მსახიობი და ძალიან მიჭირდა. ეს „ლომკა” ახლა მოვიხსენი და ბედნიერი ვარ. იუმორი ჩემთვის ნარკოტიკივითაა, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.  თან, რომ იციან, რასაც ემსახურები, სადღაც მიდიხარ და გიღიმიან შენი საქმიანობიდან გამომდინარე, რა საქმეზეც არ უნდა იყო მისული, ჩათვალე, რომ ორმოცდაათი პროცენტი იმ საქმისა უკვე გამოსულია. იუმორის  გრძნობა ადამიანებთან ურთიერთობაშიც მშველის. მახსოვს, ერთხელ, მე, კიჭა და ბიჭები ვიღებდით სიუჟეტს „გეპეის” ხიდთან. ამ ხიდის ქვეშ ყოფილა მარანი, სადაც ინახებოდა ძველისძველი ღვინოები. დაგვინახეს ამ მარნის მფლობელებმა, გვიცნეს და მიგვიპატიჟეს. გაშალეს მაგარი სუფრა, გამოიტანეს მაგარი ღვინო და ჩავუსხედით. ეს ის პერიოდი იყო, მხედრიონი, გვარდია, მილიცია, პოლიცია – ყველა ერთად რომ დარბოდა ქუჩაში და „რეიდებს” ატარებდნენ. მოკლედ, კარგად შევზარხოშდით. გავიხედე, კიჭა ადგა და გავიდა გარეთ. მეც გამოვედი – ვიფიქრე, შარში არ გაყოს თავი-მეთქი და რას ვხედავ, დაუნახავს დიდი მანქანების რიგი, რომლის წინაც იდგა პოლიციის მანქანა, ჩამჯდარა შიგ, აუღია მეგაფონი და ყვირის – „ყურადღება, ყურადღება! მომისმინეთ!.“ – და რაღაცეებს ბოდიალობს. გავიხედე, ამ მანქანისკენ გარბის მთელი პოლკი ჩინოსანი ხალხი, მხრებზე რომ აყრიათ დიდი-დიდი ვარსკვლავები. ვიფიქრე, მივიდე – შარში ვარ, არ მივიდე და – კიჭას „დაერხა”. ამ ფიქრში რომ ვარ, ვხედავ, მიადგნენ მანქანას და კიჭას ეუბნებიან, აბა, გადმოდიო. მან კი, იფიქრა, ეტყობა, ვერ მიცნესო, გადმოყარა კბილები და დაიწყო: „მოგესალმებით, ძვირფასებო!..” არანაირი რეაქცია იმათგან. ერთი კი უთხრეს: კი გიცანით, მაგრამ, თავს რამხელა უფლებას აძლევ, მინისტრის მოადგილე ხომ არ გგონია თავიო და... სიტუაცია ისე დაიძაბა, თვალები დავხუჭე. ზუსტად ვიცოდი, თვალს რომ გავახელდი, კიჭა ან მაგარი ნაცემი ეგდებოდა ძირს, ან – „ტრუპი”. მოკლედ, დახუჭული მაქვს თვალები და მესმის გამწარებული ხარხარი. გავახილე თვალი და რას ვხედავ, კიჭა შუაში დგას, ის ხალხი გარშემოა შემორტყმული, მოყვება კიჭა ანეკდოტს და ისინი ჩაბჟირებამდე იცინიან. აი, მაშინ კი ვიფიქრე, იუმორი რომ არა, ახლა ამას რა გადაარჩენდა-მეთქი (იცინის).
– მიუხედავად წლოვანებისა, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურები.
– ამას ბევრი მეუბნება და, ვხუმრობ ხოლმე, ორი პირი „ალიფა” მაქვს გადასხმული და ამიტომაც გამოვიყურები ასე ახალგაზრდულად-მეთქი (იცინის). რა დამაბერებს, წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში ეთერში ყოველ დილას ვყვებოდი 15-16 ანეკდოტს და თავადაც ვიცინოდი. სიცილი კი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ახალგაზრდობას გვინარჩუნებს. ფაქტი სახეზეა (იცინის). თან ძალიან მშვიდი ბუნების, დამთმობი, უკონფლიქტო ვარ და უარის თქმა ძალიან მიჭირს. ვხუმრობ ხოლმე, კიდევ კარგი, ქალი არ ვარ-მეთქი (იცინის).

скачать dle 11.3