კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო  ოთახის ვარდს, რომელიც არ ყვავილობს?
პასუხი: ვარდი მრავალი სახეობისა და ჯიშის არსებობს. არის, ასევე, გამოყვანილი ჯიშებიც, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავის. გაითვალისწინეთ ეს, შეიძინეთ ისეთი სახეობისა და ჯიშის ვარდი, რომელიც სამჯერ და მეტჯერ ყვავილობს. თუ მცენარე საერთოდ არ ყვავის, მიახმარეთ სასუქების ნაკრები, რომელიც ოთახის მცენარეებისთვის არის განკუთვნილი. მთელი ზაფხულის განმავლობაში მცენარე დადგით ნათელ ადგილას, შემოდგომით კი სახლში შეიტანეთ. მისი მაქსიმალური ტემპერატურა 15-18 გრადუსია. მორწყეთ იშვიათად, რადგან საშუალო ტემპერატურაზე ხშირი მორწყვა არ სჭირდება. მცენარე მრავლდება, როგორც კალმით, ასევე გადაწვენის მეთოდით. ვიტამინების კომპლექსი მიეცით თვეში ორჯერ, ზომიერად, რადგან, შესაძლოა, ზედმეტმა დოზამ მცენარე გაახმოს. ვარდი გადარგეთ მხოლოდ ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით. ნიადაგში საჭიროა ტორფი, ქვიშა და ნაკელი შემდეგი თანაფარდობით: 1:1:2. ასეთ ნიადაგში მცენარე ადრე გაზაფხულზეც იყვავილებს და ყვავილობაც ხშირი ექნება.
კითხვა: როგორ მოვუარო აგლაონემას?
პასუხი: აგლაონემა ტოპიკული მცენარეა და ამიტომ მას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეცადეთ, ზაფხულის ცხელ დღეებში მზეზე არ დადგათ. დადგით დაჩრდილულ ადგილას, მორწყეთ რეგულარულად და მიეცით სასუქის ნაკრები. მცენარეს ნიადაგში სჭირდება როგორც ნაკელი, ასევე ტორფი და თიხის მიწა. კარგი იქნება, თუ მისცემთ კალიუმის სასუქს. აგლაონემა მრავლდება გაყოფით. მცენარე არასდროს გადარგათ ზამთრის პერიოდში ან ზაფხულში, გადარგეთ მხოლოდ ადრე გაზაფხულზე. აგლაონემას არასდროს შეაცალოთ ქვედა ფოთლები და არ დააზიანოთ მექანიკურად. ასეთ შემთხვევაში გამოიწვევთ მის დაავადებასა და კვდომას. გადარგვის დროს ეცადეთ, გრძელი ფესვები ოდნავ წააჭრათ, რათა ახალ ნიადაგში ახალი ცხოვრება დაიწყოს და აქტიურად განაგრძოს ზრდა. მცენარე ყვავის წელიწადში ორჯერ – ადრე გაზაფხულზე და შემოდგომით. მისი ყვავილი კალის ყვავილს წააგავს. ამ მცენარის ფორმირება არ შეიძლება. აგლაონემას ამონაყარები გადარგეთ შემოდგომით, რადგანაც, შესაძლებელია, სიცხეში დაგეღუპოთ. გახსოვდეთ, ახალგადარგულ მცენარეს არ დაასხათ სისტემატურად წყალი – აცადეთ, სანამ მთავარი ფესვები არ ჩამოუყალიბდება, მცენარე ძალიან მგრძნობიარეა მავნებლების მიმართ, ამიტომ, ეცადეთ,  წელიწადში რამდენჯერმე შეასხუროთ წამლები, რათა ის დაცული იყოს დაავადებებისაგან. ზამთარში აგლაონემა შეიტანეთ ბინაში და ამყოფეთ 22-25 ტემპერატურაზე. ასეთ პირობებში მცენარე კარგად გრძნობს თავს, კარგად იზრდება და იოლად მრავლდება.
კითხვა: როგორ მოვიქცე, როდესაც როდოდენდრონს ფოთლები სცვივა?
პასუხი: როდოდენდრონი ტროპიკული მცენარეა და ამიტომ მას ტროპიკული გარემოს შექმნა სჭირდება. მისთვის აუცილებელია ჭარბი ტენი და სასურველია, დღეში ორჯერ დანამოთ. მცენარე არ ამყოფოთ მზიან ადგილას, რადგანაც ის თავს კარგად გრძნობს ჩრდილში. საკვები მიეცით თვეში ორჯერ. მას ხშირი გადარგვა არ უყვარს, ექვემდებარება გასხვლასა და ფორმირებას. ნიადაგში როდოდენდრონს დაუმატეთ ნახშირი. მცენარეს უყვარს ზემოდან დანამვაც. ყვავის წელიწადში ორჯერ და დიდი ხნით. არსებობს ამ მცენარის რამდენიმე ფერიც. როდოდენდრონი ზაფხულში ამყოფეთ გარეთ, ზამთარში კი შეიტანეთ ბინაში 22 გრადუსზე. ის მრავლდება კალმითა და თესლით.

скачать dle 11.3