კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ბიძაშვილს თბილისიდან ხარკოვის მხარეში

74 წლის ტრისტან ბიძინას ძე დადვანი ეძებს დაახლოებით 66-67 წლის დომენტი მიშას ძე დადვანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიძაშვილს: დაახლოებით 66-67 წლის დომენტი მიშას ძე დადვანს. მასთან კავშირი 1992 წლიდან არ მაქვს. ვიცი, რომ ის ხარკოვის მხარის ქალაქ ბარვენსკში უნდა ცხოვრობდეს. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ და მხოლოდ მისი ბოლო მისამართი, რომელზეც მე მას ვერანაირად ვერ ვუკავშირდები. სამწუხაროდ, დომენტის ფოტო არ გამაჩნია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ იმ მონაცემებითაც, რაც ჩემს ხელთაა, მისი პოვნა რეალური იქნება.
– როგორ მოხდა, რომ ბიძაშვილთან კავშირი არ გაქვთ?
– დომენტი ჩემი მკვიდრი ბიძაშვილია მამის მხრიდან. ის დაბადებულია მესტიაში. ამჟამად დაახლოებით, 66-67 წლის უნდა იყოს. მასთან კავშირი 1992 წელს შეგვიწყდა. მოხდა ისე, რომ დომენტი სასწავლებლად წავიდა ხარკოვში, შემდგომ იქ შექმნა ოჯახი და დარჩა კიდეც. დომენტი სულ ერთხელ იყო ჩამოსული საქართველოში, ისიც, მამა რომ გარდაეცვალა, მაშინ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინაც ვერ ვნახე, რადგან იმ დროს აფხაზეთში ვცხოვრობდი.
– რამდენი წელია, რაც თბილისში ცხოვრობთ და თქვენმა ბიძაშვილმა თუ იცის თქვენი ამჟამინდელი მისამართი?
– თბილისში ომის ლტოლვილობის შემდეგ ვცხოვრობ (ანუ, 1992 წლიდან). დომენტიმ არ იცის ჩემი მისამართი, მაგრამ, მას რომ დაკავშირება ნდომოდა, დაუკავშირდებოდა თავის დებს ან ძმებს. მას ჰყავს ორი ძმა და ორი და. ერთი ძმა ცხოვრობს ქუთაისში, მეორე – წყალტუბოში; დები კი, ერთი – ლილოში, მეორე – გარდაბანში.
– ანუ, დომენტი თქვენ მას შემდეგ არ გინახავთ, რაც ის ხარკოვში სასწავლებლად წავიდა.
– დიახ. უკვე ძალიან დიდი ხანია გასული მას შემდეგ, მაგრამ, მისი პოვნის იმედს არ ვკარგავ. ძალიან მინდა მასთან დაკავშირება და გაგება, როგორ არის ის ამჟამად. გადმოცემით ვიცი, რომ ის ორჯერ იყო დაქორწინებული და ორივე ცოლისგან ჰყავს შვილები. დომენტი თითქმის ჩვენს ოჯახში გაიზარდა. სასწავლებლადაც ჩვენი ოჯახიდან წავიდა ხარკოვში. ამიტომ მასთან განსაკუთრებული სითბო და მოგონებები მაკავშირებს და ძალიან მინდა მისი პოვნა. აფხაზეთში სანამ ვცხოვრობდით, ის ზაფხულობით გუდაუთაში, ჩვენთან ჩამოდიოდა ხოლმე.
– სხვა ბიძაშვილებთან, დომენტის ძმებთან ან დებთან თუ გაქვთ კავშირი, ისინი თუ ეძებენ ძმას?
– დომენტის გარდა ყველასთან მაქვს სატელეფონო კავშირი. როგორც ვიცი, ერთხელ დომენტის დაბადების მოწმობა დასჭირდა ხარკოვში რაღაც საბუთის გასაკეთებლად და, ამიტომ, მან ერთ-ერთ დას ჩააწერინა ხარკოვის მისამართი, მაგრამ, ამ მისამართზე მე ვერ ვუკავშირდები და ამიტომ მოგმართეთ დახმარების თხოვნით.
– გამოდის, დომენტის აქტიურად მხოლოდ თქვენ ეძებთ.
– არ ვიცი, ისინიც თუ ეძებენ, მაგრამ, მე ძალიან მინდა მისი პოვნა. დარწმუნებული ვარ, ხარკოვის მხარეში ასეთი სახელისა და გვარის მქონე ადამიანი ერთი თუ იქნება. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ დომენტის მამის სახელი იქ, უკრაინაშიც, უნდა ეწეროს მიშას ძე და არა მიხეილის ძე („მიშოევიჩ“ – ასე უნდა იყოს, ჩემი აზრით).
– ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა პირისპირ შეხვედრას, ბიძაშვილის პირადად ნახვას?
– რა თქმა უნდა, დომენტის ნახვა ძალიან მინდა, მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი, ეს როგორ მოგვარდება. თუ ის ჩამოვა საქართველოში, მე დიდი სიამოვნებით შევხვდები მას. თუ ვერ ჩამოვა, სატელეფონო ურთიერთობა ხომ მაინც გვექნება.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3