კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემდა ქმრებს და საყვარლებს 43 წლის ქალი

43 წლის ლელა ფ-ვა ორი მამაკაცის სასტიკი ცემისთვის დააპატიმრეს. ერთ-ერთი იყო მისი ქმარი, მეორე კი – საყვარელი. რა დაუშავეს კაცებმა ქალს, ამ ამბის დეტალებით სრულიად უცნობი ადამიანებიც კი დაინტერესდნენ, მაგრამ, სასამართლო დარბაზში შესულ ცნობისმოყვარეებს, ლელას დანახვის შემდეგ, მხოლოდ ერთ კითხვაზეღა აინტერესებდათ პასუხი – ფიზიკურად ასეთ შეუხედავი ქალისთვის რამ გააგიჟა ერთი შეხედვით, ორი ნორმალური მამაკაცი.
პირველი ოფიციალური ქორწინება
ლელა ფ-ვამ პირველ ქმართან ცხრა წელი იცხოვრა და შვილიც ჰყავდა, მაგრამ  მისი მძიმე ხასიათის გამო, ერთ მშვენიერ დღეს, მისი ქმარი სახლიდან გაიქცა. როდესაც შინ დაბრუნებულს ცოლმა ჰკითხა, სად იყავიო, ქმარმა გამოუცხადა, რომ მასთან ცხოვრება აღარ შეეძლო და მისგან წასვლას აპირებდა. სწორედ ამით დაიწყო ყველაფერი: განრისხებულმა ლელამ შვილი გარეთ გაუშვა და ქმარი ისე სცემა, ცხვირიდან სისხლი ადინა. ამ დღიდან მოყოლებული, ის ქმარს სასტიკად უსწორდებოდა...
ვინაიდან იმ პერიოდისთვის ოჯახური ძალადობისთვის არავინ ისჯებოდა, მით უმეტეს, ქმარი სირცხვილით ვერ იტყოდა, ცოლი მცემსო, ლელა ქმრის ცემას ისე შეეჩვია, რომ არა ლელას მული, შესაძლოა, ამ დრამატულ სიტუაციას ტრაგედიაც მოჰყოლოდა.
ერთხელაც, ის თავად გახდა ამ გაუგონარი ოჯახური კონფლიქტის შემსწრე. იმ დღეს და ძმის მოსაკითხით მივიდა ოჯახში  – სანოვაგე მიიტანა. ვიდრე სუფრა გაიშლებოდა, ლელამ ქმარი „გვერდზე გაიყვანა” და გააფრთხილა: შენს დასთან არ იწუწუნო და წესიერად მოიქეცი, თორემ, მისი წასვლის შემდეგ, იცი, რაც მოგელისო. ქმარი ცოლს უსიტყვოდ დაეთანხმა, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა და, შედეგად, მასაც და მის დასაც მოხვდა. მეზობლები იხსენებდნენ, რომ და-ძმა, თურმე, ორ ხმაში ითხოვდა შველას.
მიზეზი, რის გამოც კონფლიქტმა „გლობალური“ სახე მიიღო, ქათმის ბარკალი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ, როდესაც დიასახლისმა სუფრაზე ქათამი მიიტანა, ლელას ქმარმა დას ბარკალი მიაწოდა. შეშინებულმა შვილმა ამის გამო მამას  უსაყვედურა – ეგ დედასიაო. საქმეში მული ჩაერია და ბავშვს წაეჩხუბა, რომ საჭმლის გამო ოჯახში კამათი არ შეიძლებოდა და სწორედ ამას მოჰყვა კონფლიქტი: განრისხებულმა ცოლმა, როგორთუ ჩემს შვილს შენიშვნა მიეცითო, მაშინვე ქმარს დაუწყო ჩხუბი და ცემა. მათი შემყურე სტუმარი ცხადია, ცოლ-ქმრის შუაში ჩადგა, მაგრამ,  გამშველებელს ისე მოხვდა, კინაღამ ხელი მოსტეხეს...
სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ, როგორც იქნა,  ყველაფერი გადაწყდა: ბოლოს და ბოლოს, დღის წესრიგში მათი გაყრის საკითხი დადგა, რაშიც უზარმაზარი როლი მეზობლებმა ითამაშეს. სწორედ მათ გაახმაურეს, რომ ცოლი ქმარს უკიდურესად ავიწროებდა. საწყალს, ხშირად ხედავდნენ დალილავებულს და როდესაც გამწარებული და ეჩხუბა, რატომ შენც არ სცემო, საწყალ კაცს მეზობლების თანდასწრებით უღიარებია – ვერ ვერევიო...
ოფიციალური გაყრის შემდეგ ქმარი სახლიდან ისე წავიდა, ლურსმანი არ წაუღია. სასამართლო პროცესზე კი მან მშობლები დაადანაშაულა – თქვენი ბრალია, ამ დღეში რომ აღმოვჩნდი, მაინცდამაინც ქართველი რძალი თქვენ გინდოდათო.
როგორც გაირკვა, ლელას ქმარი მეშვიდე კლასიდან ბიძამ წაიყვანა ხარკოვში და, სკოლაც იქ დაამთავრა და უმაღლესიც, მაგრამ, მშობლებმა იქ დარჩენის ნება არ მისცეს – საქართველოში ჩამოდი, ქართველ ღირსეულ ქალზე უნდა დაგაქორწინოთო. საქართველოში ჩამოსულს კი ლელა გაურიგეს, რომელმაც ერთი ღერი რუსული არ იცოდა, ქმარს კი ქართული აღარ ახსოვდა და, როგორც გაირკვა, კონფლიქტი თავდაპირველად ამის გამო დაწყებულა.
ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან ფიზიკურადაც განსხვავდებოდა – ლელა კაცური ქალი იყო, ქმარი კი – მშვიდი და წესიერი კაცი. არადა, სწორედ მისი ვაჟკაცობა მოეწონათ სასიძოს მშობლებს – ჩვენს შვილს ისეთი ცოლი ჰყავს, ვერავინ დაჩაგრავსო...
შემდეგი ორი მსხვერპლი       
პირველ ქმართან გაყრის შემდეგ, როგორც ლელა აცხადებს, გადაწყვიტა, თავი შვილისთვის მიეძღვნა და მისთვის სათანადო განათლება მიეცა. თუმცა, ვინაიდან ამას სოფელში ვერ შეძლებდა, ქმრის დატოვებული ბინა და ვენახი გაყიდა და შვილთან ერთად ქალაქში დასახლდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბინა და მამული კარგ ფასში გაყიდა, თბილისში ბინის ყიდვა ვერ შეძლო, თანაც, მისი თქმით, ფული შვილის სწავლის გადასახადისთვისაც სჭირდებოდა და ამიტომ, ლოტკინზე იგირავა ბინა სამი წლით. უქმროდ დარჩენილი, ოჯახის სარჩენად თურქეთში სავაჭროდ წავიდა. მალე ამ საქმიანობამ ისე გაიტაცა, შვილი გადაავიწყდა და, საბოლოოდ ბავშვზე ზრუნვა ისევ მამამ იკისრა, ლელას კი სრული თავისუფლება მიეცა.
სწორედ ამ პერიოდში ქალმა გაიცნო ტაქსისტი ვლადიმერი, რომელიც თურქეთიდან ბარგის ჩამოტანაში ეხმარებოდა. ეს მეტად წყნარი კაცი, რომელსაც ცოლი არასდროს ჰყოლია, ლელას კაპრიზებს უსიტყვოდ ასრულებდა. ქალიც მას კარგად უხდიდა და, როგორღაც, ძალიან დაახლოვდნენ. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერი ერთადერთი იყო, ვისაც ლელა არ ეჩხუბებოდა, ის ჯერ ვლადიმერის საყვარელი გახდა, შემდეგ კი სახლში მოიყვანა და ქმარი დაარქვა.
მეზობლები ჩვენებებში ამბობენ, რომ ვლადიმერი უაღრესად კარგი ადამიანი იყო, მაგრამ, ქალის ხელი აშკარად აკლდა – მუდამ ჭუჭყიანი და დაჭმუჭნილი ტანსაცმლით დადიოდა, თვითონ ლელა კი, სიმსუქნის მიუხედავად, მოტკეცილ ელასტიკებში იყო გამოწყობილი და ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევდა...
საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალისა და კაცის საქმე სახლში ვლადიმერმა მთლიანად თავის თავზე აიღო, ლელა კი საგარეო საქმეებს აგვარებდა, მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ მათ შორისაც დაიწყო უთანხმოება  – ერთ დღეს ქმარმა ცოლს ჩაცმის სტილი დაუწუნა და უთხრა, სოფლურად გაცვიაო. ადვილი წარმოსადგენია, რა მოჰყვებოდა ამ სიტყვებს – ლელამ ქმარს აგინა და სცემა, მაგრამ, არც ვლადიმერმა დააკლო.
„ოჯახის“ დანგრევა თითქოს არც ერთს არ უნდოდა და რაღაც დროით ორივე ჩაწყნარდა, მაგრამ, იდილიამ დიდხანს არ გასტანა – ლელას ფული შემოაკლდა და ქმარს ულტიმატუმი წაუყენა, რომ, თუ ოჯახს არ შეინახავდა, სახლიდან გააგდებდა.
როგორც ჩანს, ცოლის ხარჯზე ყოფნა არც ვლადიმერს მოსწონდა, მაგრამ, ვინაიდან ცოლმა სახლში დიასახლისადაც ის გაამწესა, მუშაობის დაწყება ადვილი აღარ იყო. თანაც, ლელას გამო მან მანქანა გაყიდა, ხოლო სხვის ტაქსიზე მუშაობა სისულელე იყო, რადგან, მუდმივი კლიენტები უკვე დაკარგული ჰყავდა.
ამის მიუხედავად, კაცი ცდილობდა სამსახურის შოვნას, მაგრამ, ვინაიდან არაფერი გამოსდიოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცოლმა გამოუცხადა, რომ ბარგი ჩაელაგებინა. 18 აგვისტოს კი, სახლიდან გასვლისას, კატეგორიულად მოსთხოვა, როცა დავბრუნდები, სახლში აღარ დამხვდეო...
ქმარს ცოლის გაფრთხილება სერიოზულად არ მიუღია. ეგონა, ეს ლელას მორიგი ახირება იყო, მაგრამ, იმ ღამეს ცოლი სახლში რომ არ მივიდა, შეფიქრიანდა და ძებნა დაუწყო, თუმცა, ვერსად იპოვა. ქალი სახლში მეორე საღამოს დაბრუნდა და, როდესაც ვლადიმერი ისევ იქ დახვდა, სასწრაფოდ ბინის დატოვება მოსთხოვა. უთხრა, რომ ის ერთ პიროვნებას ელოდებოდა და, არ უნდოდა, „ყოფილი ქმარი” მის სახლში ენახა. ვლადიმერი კი არსად წასვლას არ აპირებდა – მას წასასვლელი არსად ჰქონდა...    
ამის გამო ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაუპირისპირდა და, არა მხოლოდ სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. სწორედ ცემა-ტყეპის მომენტში, ოჯახში „სტუმარი”, ანუ, ლელას მორიგი საყვარელი მივიდა. ყველაზე დიდი კურიოზი კი ის იყო, რომ მან სოლიდარობა კაცს გამოუცხადა. ქალის მოგერიებაში მიეხმარა, რადგან ის აშკარად ერეოდა ასაკოვან კაცს,  ხილის საკრეფი ჯოხით უსწორდებოდა და უშვერი სიტყვებით აგინებდა. ასეთი საქციელი ქალმა ღალატად ჩაუთვალა, არც ერთი აღარ დაინდო და ჯოხით ორივე ისე სცემა, საწყალი კაცები ტვინის შერყევითა და სხეულის დაჟეჟილობებით  საავადმყოფოში მოხვდნენ. პოლიცია სწორედ ექიმებმა გამოიძახეს. როგორც ერთ-ერთი სამართალდამცველის ჩვენებით ირკვევა, მსგავსი გამოძახება მას პრაქტიკაში არ ჰქონია...
პირველ ეტაპზე ლელას მკვლელობის მცდელობის მუხლი წაუყენეს, მაგრამ, საბოლოოდ, მას განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებაში დასდეს ბრალი და, ისევ და ისევ მის მიერ ნაცემი კაცების დახმარებით, ციხეში მხოლოდ სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ, 4 თვე გაატარა – განაჩენით ის 5-წლიანი პირობითი პატიმრობით გათავისუფლდა...

скачать dle 11.3