კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

სად გაიცნო ნიკა გელაშვილმა მადონა და დიჯეი ტიესტო და რა პროექტს გეგმავს ის ლადო ბურდულთან ერთად

ნიკა გელაშვილი იგივე დიჯეი ნიკა, უკვე რვა წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და იქაურ კლუბებში უკრავს. ნიკა ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც ის მსოფლიოს დიჯეების ტოპ-ოცეულში დაასახელეს და უდიდესი შანსი აქვს, ათეულშიც მოხვდეს. ნიკა ახალი პროგრამით თბილისს ეწვია, ის დაუკრავს ბათუმში, ქობულეთსა და რუსთავში.

დიჯეი ნიკა: ჩამოვედი დაახლოებით ერთი თვით, მაგრამ, ამ ერთი თვის განმავლობაში ევროპაში გასვლაც მაქვს დაგეგმილი. დავიწყებ ბათუმითა და ქობულეთით, დაახლოებით  5 სექტემბრისთვის კი თბილისში დავბრუნდები და მექნება ძალიან ბევრი საღამო 14 სექტემბრამდე. რუსთავშიც კეთდება „ოფენ ეარი“. არის კიდევ მოლაპარაკება გორთან და ქუთაისთან.  საქართველოში ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი ჩამოსული. ისე, დაახლოებით რვა წელია, ნიუ-იორკში ვცხოვრობ. 2010 წელს გავაკეთე რამდენიმე საქველმოქმედო საღამო აგვისტოს ომში დაზარალებული მოსახლეობისთვის, რაშიც საქართველოს დიასპორის სამინისტრო დამეხმარა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ივენთი, რაც მქონია. წინა ჩამოსვლაზე ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარი და ახლა უფრო მეტი ორგანიზება იქნება. ძალიან მომწონს ახალი ბათუმი, ერთი სული მაქვს, ჩავიდე და ვნახო. ამ ეტაპზე შავიზღვისპირეთში მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში ვგეგმავთ გამოსვლას, შეიძლება, მერე სხვა ადგილებიც დამემატოს – ვნახოთ, რა იქნება. კიდევ თურქეთსა და ჩეხეთში მაქვს ტურნე, დეკემბერში ბრაზილიაში დავუკრავ.
– საქართველოში თუ არის ინტერესი საკლუბო მუსიკის მიმართ?
– ბოლო დროს, როგორც ვაკვირდები, სოციალური ქსელებითა და ტელევიზიით საკმაოდ იგრძნობა ზრდა. ბევრი ნიჭიერი ქართველი დიჯეი გავიცანი „ფეისბუქის“ საშუალებით და ერთ-ერთმა ჩემი მუსიკის ისეთი სერიოზული რემიქსი გააკეთა, გავგიჟდი. არც კი მჯეროდა, რომ ეს ქართველი დიჯეის გაკეთებული შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, აქ უფრო მოდაშია ევროპული ჰაუსი. მე ცოტა განსხვავებული მუსიკა ჩამოვიტანე. პრინციპში, არ მინდა, ძალიან განსხვავებული იყოს და ხალხს გაუჭირდეს აღქმა. ამერიკული საკლუბო მუსიკა უფრო მძიმეა და ძნელი გასაგები და ამიტომ გავაკეთე შედარებით ლაითი ჰაუსი ვოკალით, რომელიც მასობრივი მსმენელისთვის უფრო ადვილი აღსაქმელია. სადაც VIP-ივენთებია, იქ ტექნო და ტექჰაუსი იკვრება.
– არის აპრობირებული პრაქტიკა – პოპმუსიკოსებისა და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების თანამშრომლობა?
– კი, როგორ არა. საქართველოში რამდენიმე პოპმომღერალთან ერთად უნდა გამეკეთებინა პროექტი, თუმცა, მერე არ გამოვიდა. თამთა გოგუაძესთან ერთად ვგეგმავდი, მაგრამ, როგორც ვიცი, თამთა აქტიურად აღარ ჩანს,  თუმცა, ჯგუფის ვოკალისტია და ამჟამად ტურნე აქვს ევროპაში. თამთას აქვს რამდენიმე მაგარი სიმღერა და შეიძლება მისი ჰაუს-მიქსის გაკეთება. ჩვენ „ფეისბუქის“ საშუალებით ვკონტაქტობდით, მასაც მოსწონდა ჩემი ნამუშევრები. ვნახოთ, რა იქნება. ამერიკაშიც ვგეგმავთ ჯგუფ „ტექნიშალ დიფიქალთთან“ ერთად ერთობლივი პროექტის გაკეთებას. ძალიან ცნობილი როკ-ჯგუფია, რომელიც სერიოზულ მუსიკას ქმნის. გოგო და ბიჭი არიან ამ ჯგუფში. ბოლო ეტაპზე გადავედი „დაფ სტეპ“ სტილზე, რომელიც საქართველოსთვის ცოტა უცხო ხილია, თუმცა, ქართველები მაინც კარგად არიან ინფორმირებულები. ვისურვებდი, რომ ტელევიზია ამ ამბავს უფრო მეტ დროს უთმობდეს – აქ ბევრი დიჯეია, რომლებიც ევროპელებსაც და ამერიკელებსაც სჯობიან, უბრალოდ, პრომოუტინგი სჭირდებათ. კარგი იქნება,  „ულტრა მიუზიქ ფესტივალ“ ან რამე ეგეთი თუ გაკეთდება აქ.
ჰო, კიდევ ერთი მაგარი ამბავი გამახსენდა: თებერვლის ბოლოს, მარტში, ამერიკაში იყო ფესტივალი – „ვინთერ მიუზიქ ქომფანიზ“, სადაც გავედი და გავიტანე ჩემი ნამუშევრები საქართველოს სახელით. ორგანიზატორები ძალიან წინააღმდეგები იყვნენ, რადგან, ამერიკის მოქალაქე ვარ, მაგრამ, თავი გავიგიჟე (იცინის). მაიამიში იყო ფესტივალი, სადაც ქართველი არასოდეს გამოსულა, სამაგიეროდ, სომხურ დროშებს ვხედავდი. დროშა ავიღე და სულ მარტო წავედი. იქ იყვნენ ქართველი მსმენელები – „საღოლ, ნიკაო“, ყვიროდნენ (იცინის).
– მეზობელ რესპუბლიკებში თუ ყოფილხართ?
– კი, სომხეთში. სომეხ დიჯეებს ვიცნობ, ამერიკაში გავიცანი, თუმცა, ისინი უფრო ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ. ერევანში ძალიან დიდი პატივი მცეს, თან გადამყვნენ. გაუხარდათ, სომხური კონიაკი რომ ვახსენე. კლუბის მეპატრონემ 40 წლის დაძველების კონიაკი მომირბენინა და გამიხსნა. ისე, ერევანში თავი 90-იან წლებში მეგონა. თბილისიც, საკლუბო თვალსაზრისით, ბევრად წინ არის ერევანზე, მაგრამ, სომხურ კლუბებში შიგნით საერთოდ სხვა პლანეტაა, სხვა სამყაროა – მაგარ მუსიკას უკრავენ, ძალიან ლამაზი გოგოები ცეკვავენ (იცინის). ბაქოშიც ვაპირებდი საკურორტო ზონაში, მაგრამ, არ გამოვიდა. თურქეთიდან მაქვს ძალიან საინტერესო წინადადება...
კიდევ ერთი მაგარი ამბავი მოხდა, რაც თბილისში ვარ: იმეილი გავხსენი და რას ვხედავ? წერილია „შეიქ დაუნ ფესტივალიდან“, რომელიც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო მუსიკის ფესტივალია. იქ მსოფლიოს დაახლოებით 150 000 დიჯეიდან შეირჩა ტოპ-ოცეული, სადაც მეც მოვხვდი და, ორი ღამეა, სიხარულისგან აღარ მძინავს (იცინის). ეს დიჯეისთვის იგივეა, რაც ლატარიაში მილიონი მოიგო! არის სპეციალური სოცქსელი დიჯეებისთვის – „საუნდ ქლაუდი“, სადაც ჩატარდა შიდა გამოკითხვა – ახლა იქ იდება დიჯეების მიქსები. ამჟამად დგება ტოპ-ათეული, სადაც მოხვედრის დიდი შანსი მაქვს. მიქსებიდან ყველაზე მეტი კომენტარი ჩემს მიქსებს ჰქონდა, ასევე, ყველაზე მეტი მოსმენაც. მაგრამ, ჩვენთან კონკურსები და შეჯიბრებები არ მოსულა – ფესტივალზე თუ უკრავ, უკვე მაგარი ხარ, გააჩნია, რომელ „სტეიჯზე“ – ანუ სცენაზე უკრავ. „5 სტეიჯია“ სულ. მთავარ სცენაზე მაგარი დიჯეი უკრავს.
– შენ დიჯეი თენგო სეფიაშვილი დაგეხმარა ამერიკაში დამკვიდრებაში?
– დახმარებით არ დამხმარებია, ჩვენ ვთანამშრომლობდით – მე მას ბევრი პრომოუტინგი და ვიდეო გავუკეთე, ვმუშაობდით მის საიტებზე (მე დავამთავრე კოლეჯი კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით) მაგრამ, ჩვენი გზები გაიყარა – თენგო სხვა მიმართულებით წავიდა, თუმცა, ჩვენ ისევ ვმეგობრობთ. იმანაც გამიკეთა გარკვეული პროდუქტი.
– არ არის რთული, ნიუ-იორკში დიჯეიმ თავი დაიმკვიდრო?
– მე მარტო დიჯეი კი არა, დიჯეი-პროდიუსერიც ვარ,  და არა  მარტო სხვის მუსიკას ვმიქსავ, არამედ, მუსიკასაც ვქმნი. ამერიკაში უდიდესი კონკურენციაა, იქ დიდი და პატარა, ყველა დიჯეია, თუმცა, უმრავლესობა მოყვარულია. პროფესიონალი დიჯეი ბევრი არაა, მაგრამ ამერიკაში ყველა ნიჭიერია. რომც არ იყო ნიჭიერი, ამერიკაში რომ ჩახვალ, გახდები (იცინის). მით უმეტეს, მე ქართული სიზარმაცე არ მახასიათებს – დღეში 16 საათს ვმუშაობ. აქაც ასე ვიყავი. სულ, დაახლოებით სამი წელია, რაც დამოუკიდებელი დიჯეი გავხდი და ბევრ პრესტიჟულ კლუბში დამიკრავს: „ვებსტერ ჰოლში“, „მარკეში“, „გრინ ჰაუსში“. სინატრა და მადონა რომ მღეროდნენ, იმ კლუბში დაკვრა დიდი პატივია. „ვებსტერ ჰოლი“ ჩემი მეორე ოჯახია. ერთი წელი თენგოსთან ერთად მანდ ვაკეთებდი პრომოუტინგებს. ადრე მქონდა ჰიპ-ჰოპ ბექგრაუნდიც, მაგრამ, ამერიკაში ვეღარ მივყევი მაგ ამბავს – არც დრო მყოფნიდა, ფინანსურადაც მიჭირდა, ბინის პრობლემაც მქონდა. ახლა მაქვს გეგმაში მაღალი დონის ჰიპ-ჰოპ პროექტის გაკეთება. მინდა, საკუთარი გამოცდილება ქართველ დიჯეებს გადავცე, ასევე, მივიღო საქართველოს მოქალაქეობა და ორმაგი მოქალაქეობა მქონდეს.
– რომელ ცნობილ სახეს იცნობ ამერიკაში?
– ბევრს შევხვედრივარ, თუმცა, გამორჩევით დამამახსოვრდა მადონა – დაბალი, კოხტა და ლამაზი გოგოა (იცინის). ძალიან თავმდაბალია და უბრალო, ვარსკვლავობა თავში არ აქვს ავარდნილი. უბრალო ხალხია, არავინ არ დადის ცხვირაწეული და არავინ არავის კალთებს არ ახევს. მივედი და გავიცანი. ტიესტოც გავიცანი, ასევე, ბევრი ცნობილი დიჯეი.
სხვათა შორის, ნუგზარ კვაშალი, ცუცა კაპანაძე, ვახუნხულა ბიჭიკაშვილი და ნიკა გრიგოლია იყვნენ მოსულები ნიუ-იორკში ჩემი მუსიკის მოსასმენად. ძალიან მიყვარს ამერიკა – დროშა ჩამოვიტანე აქ და საწოლთან მიდევს.  იმათაც მოსწონთ ჩვენი კულტურა და სუფრა – თამადის ინსტიტუტი. ჩემი მენეჯერი დავპატიჟე უმაგრეს ქართულ რესტორან „მცხეთაში“ და გაგიჟდა ხინკალზე. მერე სახლშიც გავატანეთ და მირეკავს მეორე დღეს გაგიჟებული: აუ, ნიკა, შემწვარი ხინკალი რა მაგარი ყოფილაო. ცოლი ჰყავს ჩინელი და, ალბათ, იმან შეუწვა (იცინის). ჩემი ამერიკელი სიძე – მაიკლი, გიჟდება ქართულ სუფრაზე, თამადობა მაგრად აითვისა და მიხოს ვეძახით (იცინის). ამერიკულ სუფრაზე ხალხს წყლით აჯარიმებს.
– ეთნოელემენტებს თუ იყენებ შენს მიქსებში?
– მინდა, რომ ჩავრთო. ძალიან მომწონს ჭიბონი – მაგარი ხმა აქვს. ალექსანდრე ბასილაიას ერთი სიმღერა მაქვს გამიქსული – „წვიმად გადავიქეცი“, რომელზეც ლიკა შუბითიძის ხმა დავადეთ. ვიყენებ ქართულ ინსტრუმენტებსაც – სუხიშვილებთან ერთად გავაკეთეთ „ფარიკაობა“. ახლა ვგეგმავ საერთო პროექტის გაკეთებას ლადო ბურდულთან. მინდა, ლადო ჩამოვიდეს ამერიკაში, ძალიან მომწონს მისი მუსიკა.

скачать dle 11.3