კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი სახლის შენებაზე

„ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს, გონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც თავისი სახლი კლდეზე ააშენა. წამოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაჰბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს, და არ დაეცა, რადგან დაფუძნებული იყო კლდეზე.
ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, უგუნურ კაცს ჰგავს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. წამოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაჰბერეს ქარებმა, ეკვეთნენ იმ სახლს და დაეცა, და დიდი იყო მისი დაცემა“.
მათე 7, 24-27.
გონიერებისა და უგუნურების საზომი
უფალი ამ იგავში ამბობს: „ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს“, და „ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და არ ასრულებსო“., ეს იმას ნიშნავს, რომ მოსმენილი კეთილი სიტყვა უნდა კარგად გაიგო, მიიღო და შეასრულო – საქმედ აქციო.
უფალი ქრისტიანისგან ქრისტეს რჯულის შესრულებას ითხოვს: ჯერ კარგად ისწავლე, კეთილად შეიგნე ღვთის სიტყვა, რომელიც მე ზეციდან ჩამოგიტანე, და მერე, როცა სიყვარულითა და მადლით გაძლიერდები, ისე აქციე საქმედ, რომ მოგიწონოო.
აი, ვინ ყოფილა გონიერი! გონიერი კაცის სულიერების სახლი კლდეზეა დაფუძნებული. კლდე – რწმენაა ქრისტესადმი, ურომლისოდაც ქრისტეს მცნებებს ერთგულად ვერ შეასრულებ. რწმენით გაძლიერებულს ვერაფერს დაგაკლებს ვერც წვიმა, ვერც ადიდებული მდინარეები და ვერც თავაწყვეტილი ქარები – ეს ამქვეყნიური განსაცდელებია: ნატვრისა და სურვილის აუსრულებლობა, მიზნის მიუღწევლობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ავადმყოფობა; სიმდიდრეც განსაცდელია და სიღარიბეც, სილამაზეც და ძალაუფლებაც. წარმატებაც კი განსაცდელად გექცევა, თუ თავბრუ დაგეხვა და დაიჯერე, რომ შენი მსგავსი აღარავინაა ამ ქვეყანაზე.
იგავში წვიმა ციდან გადმოვარდნილი ეშმაკია. ვინც მის გზას დაადგება, ადიდებულ მდინარესავით ანადგურებს ყოველივეს გარშემო, ბოროტი სულები კი ქარებივით უხილავად ებრძვიან კაცთა მოდგმას. მაგრამ ეს უგუნურისთვის არის სახიფათო, რადგან ცოდვა და ბოროტება გონებას უბნელებს, აღარც იმის ძალა აქვს, რომ მოთმინებით, მშვიდად შეეგებოს ამ განსაცდელებს.
იმაზე დიდი უგუნურება რაღა უნდა იყოს, რომ სახლი ქვიშაზე ააშენო! გონიერი მშენებელი ჯერ მყარ საძირკველს ჩაყრის, სახლი რომ მტკიცედ იდგას და შვილთაშვილებმაც მშვიდად იცხოვრონ. ქრისტიანმაც ასევე ჯერ მყარად და საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ქრისტეს მოძღვრება, ეკლესიაში ყურადღებით მოუსმინოს მოძღვრის ქადაგებას, რათა უცდომელად შეძლოს ქრისტეს მცნებისა და რჯულის აღსრულება.
უფალი იესო გულისტკივილით ამბობს, რომ ქვიშაზე აშენებული სახლი აუცილებლად დაინგრევა, დაეცემა და დიდი იქნებაო ეს დაცემა, რადგან უგუნური მშენებელი სამუდამოდ დაკარგავს ზეციურ ნეტარებას.
ისიც გავიხსენოთ, რა უთხრა უფალმა თავის რჩეულ მოწაფეს, პეტრეს:
„შენ ხარ პეტრე (კლდე) და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი (კარები) ვერ მოერევიან მას“. კლდეში პეტრე მოციქულის ჭეშმარიტი რწმენა იგულისხმება, რომელზეც ქრისტეს ეკლესია დგას.
შეეცადე, გონიერი მშენებელი იყო.

скачать dle 11.3