კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ვარ ინდმეწარმე, ვვაჭრობ მეორადი საქონლით‚ კერძოდ‚ ველოსიპედებით‚ როგორც ადგილობრივით‚ ასევე, უცხოურით. უცხოეთიდან შემოტანილ ველოსიპედებს აქვს განბაჟების საბუთები და ჩამბარებლის პირადობის მოწმობა‚ რასაც თან ერთვის ადგილობრივი ზედნადებიც. რაც შეეხება ადგილობრივ საქონელს‚ რომელიც წლების განმავლობაში მოიხმარა პატრონმა და გადაწყვიტა მისი გაყიდვა‚ უპირველესად‚ მათგან მოვითხოვ პირადობის მოწმობის ასლს. ასევე‚ შეძლებისდაგვარად, მიხდება საცხოვრებელ მისამართზე მისვლაც კი‚ ცხოვრობს თუ არა იმ მისამართზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვიძენ მისგან საქონელს შესყიდვის აქტის გაფორმებითა და ხელწერილით. ყოველივე ამის შემდეგ, ერთი ნაყიდი ველოსიპედი აღმოჩნდა მოპარული. პოლიციამ პირადობის მოწმობის ასლით იპოვა ქურდი. ასე რომ‚ პოლიციამ მაშინვე ნახა ქურდიც და საქონელიც. მე პატიოსანი მყიდველი ვარ‚ მაქვს გამყიდვლის პირადობის მოწმობის ასლები‚ დადგენილი და ჩემ მიერ შემოწმებული მისამართები‚ ასევე, ზედნადებში ამოწერილი გადახდილი თანხა. პოლიციამ ჩემგან ამოიღო საქონელი. გთხოვთ‚ განმიმარტოთ‚ ვინ უნდა ამინაზღაუროს ამ საქონელში გადახდილი თანხა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ზოგადად შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ, შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. ამასთან, კოდექსში არსებობს წესი მოძრავი ნივთების მიმართ, კერძოდ, მოძრავი ნივთების შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრემ ეს ნივთები დაკარგა, მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა, თუ შემძენმა ისინი უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს მხოლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდების ან/და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ. ამდენად, კოდექსი არაკეთილსინდისიერ შემძენს უთანაბრებს ისეთ შემძენს, რომელმაც შეიძლება არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ, მესაკუთრემ ეს ნივთები დაკარგა, მოჰპარეს ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. შესაბამისად, თქვენს შემთხვევაში, მოპარული ნივთი დაუბრუნდება პატრონს, ხოლო თქვენ შეგიძლიათ, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოთ ქურდისგან, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, მას სასამართლო დააკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
კითხვა: განვადებით შევიძინე ავტომანქანა კერძო პირისგან. ყოველთვიურად უნდა მეხადა ერთი წლის განმავლობაში გარკვეული თანხა, რის შემდეგაც მესაკუთრე მანქანას გადმომიფორმებდა. რაიმე წერილობითი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია. ხუთი თვის გასვლის შემდეგ, იმის გამო რომ მე დამიგვიანდა თანხის მიცემა, მან უარი განმიცხადა ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ჩამომართვა მანქანა და, რაც მიცემული მაქვს, იმ ფულსაც არ მაძლევს – მეუბნება, არ გეკუთვნისო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ ხელშეკრულებით სხვა პირობები არ ყოფილა გათვალისწინებული, მაშინ თქვენ შორის არსებული ურთიერთობა მოწესრიგდება პირობადებული საკუთრების ნორმით. კერძოდ, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. შესაბამისად, თქვენ ვალდებული იქნებით დაუბრუნოთ მანქანა, ხოლო მესაკუთრე ვალდებულია, დაგიბრუნოთ მანქანის საფასურის თქვენ მიერ გადახდილი ნაწილი.
კითხვა: ვაპირებ, მიწის ნაკვეთი ავიღო ქირით. გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული წესი მიწის ნაკვეთის ქირავნობისას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა გაფორმდეს წერილობით. ფორმის დაუცველობის შემთხვევაში, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ქირავნობის პირველი წლის დამთავრების შემდეგ.
კითხვა:  მაქვს თუ არა უფლება, სამოქალაქო საქმის განხილვისას  წარვადგინო ახალი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე  რა შემთხვევაში შეუძლია მოსამართლეს, არ დააკმაყოფილოს აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემი მოთხოვნა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, შეიძლება, მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს, ასევე, ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ, არასაპატიო მიზეზის გამო არ წარადგინა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ჩადენილი დანაშაული მძიმე დანაშაულად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ  მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე, გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის ამავე კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ გადაწყდება იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი,  რომელსაც, მართალია, უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულში, მაგრამ, დაგეგმა მძიმე დანაშაული და, მოხდა ისე, რომ პირმა, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა ამ დანაშაულის ჩადენას, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო ქმედების განხორციელება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ შემსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისთვის; უფრო მეტიც, დანაშაულის მომზადებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში,  პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადების ან მცდელობისათვის.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ადამიანის წამების მუქარა?
პასუხი: დიახ, გაცნობებთ, რომ ადამიანის წამების ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წამების პირობების შექმნის, მოპყრობის ან  დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, არის დანაშაული და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
კითხვა: გასაგებია, რომ დასჯადია სახელმწიფო თანამდებობის პირის გულგრილი ქმედება, მაგრამ, მაინტერესებს, რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი სამეწარმეო სუბიექტში ხელმძღვანელის გულგრილი ქმედებისთვის, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ გულგრილობა, ესე იგი, საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

скачать dle 11.3