კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ძალები ვერ შეეგუებიან არჩევნებში დამარცხებას და რა კოალიციური ერთობა შედგება მომავალ პარლამენტში

პარლამენტის არჩევნებამდე ხუთი კვირაა დარჩენილი. ძირითადი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია უფრო და უფრო ფართო ფრონტით იშლება და ინტენსიური ხდება. მათ შორისაა „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც“, რომელიც, როგორც ფორმით, ასევე, შინაარსით, სხვებისგან აშკარად გამორჩეულ შეხვედრებს ატარებს თავის ამომრჩეველთან და ეს გამორჩეულობა მათ საარჩევნო კლიპებშიცაა გამოხატული. ჩვენი სტუმარია „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ვეფხვაძე, რომელიც თავისი პარტიის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე მოგვითხრობს.

– როგორ მიმდინარეობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო კამპანია?
– ძალიან აქტიურად. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს შეხვედრები ძალიან მრავალრიცხოვანი და პროდუქტიულია. ერთი მხრივ, აშკარად ჩანს და ამას ტენდენციური ოპონენტებიც კი აღნიშნავენ, თუ რა მრავალრიცხოვანნი  ვართ და რამდენი მხარდამჭერი გვყავს; მეორე მხრივ კი ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ ამომრჩეველს, თუ რა გავაკეთეთ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში; ვაცნობთ სამოქმედო გეგმებს; ვაძლევთ რეალურ დაპირებებს, რასაც, სხვებისგან განსხვავებით, აუცილებლად ვასრულებთ და კიდევ უფრო მეტს შევასრულებთ, როდესაც გაძლიერებული შემადგენლობით შევალთ საქართველოს ახალ პარლამენტში.
– ანუ, თქვენ დაამარცხებთ ხელისუფლებას, როგორც ეს გიორგი თარგამაძემ განაცხადა?
– დიახ, ჩვენ დავამარცხებთ ხელისუფლებას, ამისთვის კი აუცილებელია, რომ, არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს, საარჩევნო ურნებთან ბევრი ამომრჩეველი მოვიდეს და სასურველ პარტიას მისცენ ხმა. ასეთ შემთხვევაში კი, გარწმუნებთ, და, ამას უამრავი კვლევა და ქართველი ამომრჩევლის განწყობაც ადასტურებს, ჩვენ მივიღებთ იმდენ ხმას, რაც დღევანდელ მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობის მანდატს ჩამოართმევს. სწორედ ამას ვგულისხმობთ და ესაა ხელისუფლების დამარცხება. მსგავს მანდატს ვერც კოალიცია „ქართული ოცნება“ მიიღებს. ამიტომ, მომავალ პარლამენტში კოალიცია შედგება და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვიქნებით ჩვენ – ქრისტიან-დემოკრატები.
– დააკონკრეტეთ, რა კოალიციას გულისხმობთ მომავალ პარლამენტში?
– ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ, თუკი მომავალ არჩევნებში ორი პოლარიზებული ძალიდან, იგულისხმება „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“, უმრავლესობას ვერ მიიღებენ, ისინი აუცილებლად დაიშლებიან. სწორედ ამ დაშლილი ძალების საღად მოაზროვნე ნაწილთან ვითანამშრომლებთ ჩვენ – ქრისტიან-დემოკრატები;  იმათთან, ვისთვისაც ქართული და ქრისტიანული იდეალები ახლო ცნებებია და არა სიტყვის მასალა, რასაც ხშირად და ფუჭად იყენებენ მათი ლიდერები თუ შედარებით რიგითი წევრები.
– და, თქვენ ფიქრობთ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელია და, როგორც ხაზგასმით აღნიშნეთ, ეს პოლარიზებული ძალები შეეგუებიან არაუმრავლესობის სტატუსს პარლამენტში?
– სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე პერსპექტივა გვაქვს და, აი, რატომ: თუკი სახელისუფლო ძალა არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ჩემი აზრით, ის შეეცდება ამ შედეგების შეცვლას და საამისოდ ხელთ არსებულ ყველა  რესურსს გამოიყენებს. „ქართულ ოცნებას“ კი პირდაპირ დაანონსებული აქვს, რომ, თუ ის არჩევნებს „მოშჩნად“ ვერ მოიგებს, მაშინ ბრძოლას ქუჩაში გადაიტანს. ხოლო, რა მოჰყვა ამას ჩვენს უახლეს ისტორიაში, ყველას კარგად გვახსოვს და მათ შორის, მეც, რადგან, მთაწმინდელი ვარ და ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ესროდნენ ერთმანეთს ქართველები და როგორ  ხოცავდნენ ერთმანეთს ჩვენი მტრების გასახარად. მე საშინელებათა ფილმების კინოკადრებივით მახსოვს თოვლში ჩაფლული, დანგრეულ-დაქცეული რუსთაველის გამზირი და მთელი საქართველო. ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და არავის ვურჩევ, ასეთ ავანტიურაში შეყოს თავი. ჩვენ არამც და არამც არ უნდა გავიმეოროთ 1991-1992 წლების შეცდომები, რამაც ჩვენი სამშობლო უფსკრულში გადაჩეხა... წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს სკამი, შეიძლება ერქვას საქართველო, არსებობდეს პარლამენტი, მაგრამ, არ იყოს ქვეყანა და ყველაფერი მიწასთან გასწორდეს. ვიმეორებ, არავის ვურჩევ ამაში თავის გაყოფას და, ეს ასე რომ არ მოხდეს, თავისი წონიანი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ და მას ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დაუგდოს ყური, რომ ქვეყანა არ დავღუპოთ. ამიტომ, ყველას ვურჩევთ, რომ არჩევნების მეორე დღისთვის კი ნუ ემზადებიან გაშმაგებით და ილესავენ კბილებს, არამედ ღირსეულად შეხვდნენ 1 ოქტომბერს და პატივი სცენ ქართველი ერის არჩევანს, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, სწორ არჩევანს გააკეთებს...
– თქვენ, ქრისტიან-დემოკრატებს კრიტიკა არ გაკლიათ და ვფიქრობ, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თქვენი ოპონენტები კრიტიკას უფრო გააძლიერებენ თქვენ მიმართ.
– ჩვენ გვაკრიტიკებს „ნაცმოძრაობა“ და გვაკრიტიკებს იმ დაპირებების გამო, რასაც ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს ვთავაზობთ და რაც სავსებით რეალურია. გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტმა რომ თქვა: „გიორგი თარგამაძემ 10 მილიარდი ლარის დაპირებები გასცაო“... რატომაც არა? თუკი ვანო მერაბიშვილმა 40 მილიარდის დაპირებები გასცა, ჩვენი 10 მილიარდი რატომ არაა რეალური? შემოხაზოს ქართველმა ამომრჩეველმა „ათიანი“ (იცინის) და ნახავენ, რამდენად რეალურია ეს 10 მილიარდი... „ნაცმოძრაობის“ პარალელურად, ჩვენ გვაკრიტიკებს, რა თქმა უნდა, კოალიცია „ქართული ოცნებაც“ და გვაკრიტიკებს ჩვენი კონსტრუქციულობისა და იმ თანმიმდევრულობისთვის, რაც ხვალ აუცილებლად სასიკეთო შედეგებს მოიტანს ქვეყნისთვის. ეს ცილისწამება, ეს გაუცხოება, ოპოზიციური კოალიციის მხრიდან მოდის იმის გამო, რომ 2008 წელს ჩვენ პარლამენტში შევედით და ჩვენი ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, „არ გადავაგდეთ“. ერთ-ერთმა მათმა ლიდერმა, ამას წინათ, ღია ეთერში ჩემთან ოპონირებისას ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებს, „სატელიტური პარტია“ გვიწოდა, რომელიც ხელისუფლებასთან გააიგივა. მე მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: „სატელიტი“ ნიშნავს იმას, რომ მარტო არსებობა, დამოუკიდებელი ყოფა არ შეუძლია... ჩვენ კი, 2007 წლიდან დამოუკიდებლად ვარსებობთ და არა მარტო ვარსებობთ, არამედ, საკმაოდ ქმედითებიც ვართ. ხოლო, რაც შეეხება იმ კოალიციას, საიდანაც ეს ბრალდებები, ეს სიცრუე ეს ინსინუაციები მოედინება, სწორედ ისინი არიან სატელიტები. ანუ, ის ურეიტინგო პარტიები, რომლებიც ფულიანი ივანიშვილის ირგვლივ არიან შეკრებილები და, მიუხედავად იმისა, „ოცნება“ გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, ბატონი მილიარდერი ივანიშვილი მათ გაყრის, გააგდებს და ამ სუბიექტებს სხვაგან მოუწევთ გადაბარგება, სხვისი ორბიტის ძებნა და სხვისი სატელიტობა... აბა, კარგად გაიხსენეთ, სანამ ისინი ივანიშვილთან აღმოჩნდებოდნენ (მე ვშუამდგომლობ ამ მართლაც სატელიტური პარტიების ლიდერებს, ისინი, ყველა უკლებლივ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგნენ...) ჩვენ კი,  ქრისტიან-დემოკრატები, ყოველთვის დამოუკიდებელნი ვიყავით, თუმცა, არასდროს გამოვრიცხავდით კონსტრუქციულ ურთიერთობებს და ამას არც მომავალში გამოვრიცხავთ. ასე რომ, პრინციპი – „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“ და ნერვების მომშლელი სხვა რამეები ჩვენზე არ მოქმედებს. მინდა, ჩვენს მოწინააღმდეგეებს  იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, მონოლითური გუნდი, რომლებიც ქართულ-ქრისტიანული ღირებულებების უპირობოდ გამტარებელი და დამცველია და რომ ჩვენი ლიდერი, რომელსაც, სხვათა შორის, საკმაოდ დიდი ნებისყოფა და ძლიერი ნერვები აქვს, თანამიმდევრულად, მედგრად მიგვიძღვება გამარჯვებისკენ.
– რადგან თქვენი ლიდერი ახსენეთ, იქნებ, ცოტა უფრო მეტი გვითხრათ მასზე და აუწყოთ ჩვენს მკითხველს, თუ როგორია შიდაპარტიული ურთიერთობები, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ხოლმე ხალხს.
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოძრაობას მრავალი საქვეყნოდ ცნობილი და გამორჩეული ლიდერი ჰყავს, ალბათ, გიორგი არ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ის ყველასგან გამორჩეული ლიდერია და ამას აღიარებს ყველა. პირადად მე ათი წელია მას ვიცნობ და სიმპათიები მის მიმართ მაშინ გამიჩნდა, როდესაც მან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და პარლამენტის მანდატი დატოვა, სადაც ის „აღორძინებიდან“ იყო შესული. მაშინ, შიდა ინტრიგების გამო, რაც გიორგი თარგამაძის ბრალი არ იყო, მასა და ასლან აბაშიძეს შორის დიდი უფსკრული გაჩნდა და გიორგიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – პარლამენტიდან წამოვიდა. შემდეგ იყო „ტელეიმედი“, სადაც თითქმის ყველაფერი მის პირად ავტორიტეტზე იდგა და იქაც დიდ წარმატებას მიაღწია... ხოლო, რაც შეეხება, ჩვენს შიდაპარტიულ ურთიერთობებს, გეტყვით, რომ ისინი ძალიან საქმიანი, დემოკრატიულია, სწორედ ამის გამო გვყავს ამდენი მხარდამჭერი და  გარწმუნებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს 10-ს.

скачать dle 11.3