კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

ნაცდუნები

„პარტია – ხალხის გონება, სინდისი და ღირსება“

ამ ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ისინი საკუთარივე ენის მიერ უხერხულობაში ჩაცვენილ ჩინოვნიკებს უნდა გამოეგონათ და ამ ურყევ ჭეშმარიტებას გასულ კვირას ლამის საერთაშორისო სკანდალად აგორებული ამბავიც ადასტურებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება ისე გააკრიტიკა, რომ ყველანი სახტად დატოვა. სახტად-მეთქი, რადგან, აქამომდე დასავლელი და ძირძველი დემოკრატიის მესაჭენი მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლებოდნენ იმ აღტაცების ფონზე, რასაც მათ ქართული დემოკრატიის მიღწევები ჰგვრიდათ (მე არ მკითხოთ, თუ აღფრთოვანებულნი იყვნენ, რაღა აშფოთებდათო, ჩემი, როგორც ნორჩი დემოკრატიის პირმშოს ტვინი ამდენს ვერ „ქაჩავს“).
კერძოდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მილიორმა ბრძანა, რომ საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის მცირე ნიშნებს ვხედავო (რაც პარტიების მიერ ერთმანეთის განადგურების მცდელობაში გამოიკვეთება და არა პროგრამების ჯანსაღ შეჯიბრშიო).
ეუთოელი მაღალჩინოსნის ამ შეფასებას, მაგალითად, ჩვენმა კულტურის მინისტრმა სისულელე უწოდა (ისევე, როგორც თავად მილიორს – თანამდებობისთვის შეუფერებელი. მეორე მხრივ, რაკი ერთიც მგლისკენო, იმ ლოგიკით, რის მიხედვითაც, ბ-ნი რურუა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან კულტურაზე გადაერთო, ბუნებრივია, მილიორი თანამდებობისთვის მართლაც შეუფერებელია). ქ-ნმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კი ეუთოელთა შეფასება იმით ახსნა, რომ ოპონენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არასწორად მიაწოდესო (ესე იგი, ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია შეცდენილებადაც მონათლეს).
თუმცა, ეს გაუგებრობა მხოლოდ ნახევარ დღეს გაგრძელდა, დღის ბოლოს ბ-ნმა რურუამ განაცხადა, რომ ისიც მწარედ მოატყუეს (მომყავს კულტურის მინისტრის ციტატა: „რიკარდო მილიორის კომენტარის შესახებ  ჟურნალისტებმა მცდარი ინფორმაცია მომაწოდეს.“ შესაბამისად, თავის თავდაპირველ კომენტარზე, ანუ „სისულელეზე“, ხელიც დაიბანა, ქ-ნმა თაქთაქიშვილმა კი აგვიხსნა, რომ „ლენინიზმის ნიშნები“ ეუთოელებმა, თურმე, ხელისუფლების ოპონენტთა ქცევაში შეამჩნიეს. ერთი სიტყვით, ჯერ ერთი, ეს ის არ არის, რაც თქვენ გეგონათო და, რაც მთავარია, არც „ოჯახი დაგვენგრა“, რადგან იქ, ზემოთ, ფრიად სხარტად მოქმედებენ.
ასეა თუ ისე, ვისაც საკუთარი რუხი ნივთიერება უფუთფუთებს და, თუ ლენინიზმის პრინციპებიც ახსოვს, ბუნებრივია, ვითარებას ზუსტად შეაფასებს, მანამდე კი, იმის მიუხედავად, ვინ როგორ ინტერპრეტირებს ღრმად პატივცემული მილიორის შეფასებას, არა მხოლოდ წინასაარჩევნო ვითარებას, მთელს ჩვენს ყოფას გასდევს ლაიტმოტივად, რომ „ხალხის გონება, სინდისი და ღირსება – პარტიაა“!

 

скачать dle 11.3