კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ფიქრობს გიორგი ჯაჯანიძე ქალების სიამოვნებაზე და ვინ ვერ დააკმაყოფილა შორენა ბეგაშვილის გული, სული და სექსუალური ფანტაზიები


ცნობილმა ფსიქოლოგმა, რომელიც ზედმეტად გამოცდილიც კია ტაბუდადებული თემების გაჟღერებასა და საუბარში, ყველაზე სექსუალური ტელეწამყვანი სექსის ხელოვნების ცოდნაში გამოსცადა. ჟურნალ „არტ ფეისის“ რედაქტორი, ფსიქოლოგი გიორგი ჯაჯანიძე შორენა ბეგაშვილის წინააღმდეგ და მის მხარდასაჭერად ჩვენს რუბრიკას იყენებს.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია შორენა ბეგაშვილი

– როგორ ფიქრობთ, რამდენად სექსუალური ვარ გადაცემის მიღმა? კონკრეტულად თქვენი აზრი მაინტერესებს.

– გაცილებით სექსუალური და ლამაზი ხართ ეკრანსა და ფოტოზე.

– მიხარია, რადგან ჩემი პროფესიისთვის სწორედ ფოტო და ტელეგენურობაა ძალიან მნიშვნელოვანი.

– ვფიქრობ, ფოტოგრაფიასა და კინოს ძალიან დიდი შენაძენი ექნება თქვენი სახით. თუ რეჟისორები ამით დაინტერესდებიან, გადასარევი იქნება.

– დაინტერესდნენ (იცინის). სულ მალე გამოვა რამდენიმე ფილმი ჩემი მონაწილეობით და აუცილებლად დაგპატიჟებთ. ვფიქრობ, დღეს თქვენი სახით ძალიან საინტერესო ადამიანი და მეგობარი შევიძინე. არ მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც ჩემ შესახებ გულწრფელად მეტყვიან თავიანთ აზრს. მართალია, ეკრანზე იდეალური ვჩანვარ, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი ხარვეზი მაქვს, იდეალურობისგან შორს ვარ. რამდენად სერიოზულია ქალებში სექსუალური პრობლემები? კაცები, ასე თუ ისე, მაინც საუბრობენ ამაზე, ქალებისთვის კი ეს თემა თითქოს დახურულია. ექიმთანაც კი არ მიდიან ამ პრობლემით, რცხვენიათ.

– ქალებში მართლა ძალიან დიდი პრობლემებია. ქალების უმრავლესობა, ელემენტარული მიზეზის გამო, ვერ ახერხებს თავისი სექსუალური პოტენციალი მამაკაცთან გახსნას, არ ხდება მათ შორის ურთიერთგაგება. მოსმენასა და გაგებაში რას ვგულისხმობ, ახლავე გეტყვით: მამაკაცს ყოველთვის უნდა ეჭიროს ხელი ქალის პულსზე, მაჯისცემაზე. მამაკაცმა თავიდან ბოლომდე უნდა იცოდეს, რა უნდა ქალს, რა სიამოვნებს მას.

– თავად რატომ ვერ ეუბნებიან ქალები მამაკაცებს, რა მოსწონთ?

– ეს მენტალური პრობლემა არ არის, აქ საქმე სიყვარულის პრობლემასთან გვაქვს. თუ საუბარი გვაქვს სერიოზულ ურთიერთობაზე, ქალებს მაინც აქვთ იმის პრობლემა, რომ არ სჯერათ მამაკაცის სიყვარულის. ერიდებათ ქმრების, ჰგონიათ, რომ, თუ რაიმეზე დაიწუწუნებენ ან პრეტენზიას გამოთქვამენ, საყვარელი მამაკაცისგან უარყოფითი ემოცია წამოვა. საუკუნის წინანდელი პრობლემებიც ძალიან მნიშვნელოვანია – „ჩემი ქმარი საყვარელთან იმიტომ მიდის, რომ ის ყველაფერს აკეთებს“ – დღეს ამაზე ყველა გაჩუმდა.

– შეიძლება, ქალი გარეგნულად ძალიან სექსუალური ჩანდე, სინამდვილეში კი ფრიგიდული იყო?

– თქვენ, მაგალითად (იცინიან). შეიძლება, ფრიგიდული არა, მაგრამ, გაცილებით ნაკლებად სექსუალური ხართ, ვიდრე ეს გადაცემაში ჩანს. ჩემი წარმოსახვით უფრო კარგად თამაშობთ სექსუალურ ურთიერთობას, მის კულმინაციას, ვიდრე ამას ცხოვრებაში ახერხებთ. გაცილებით უკეთ შეგიძლიათ თამაში. თქვენი წარმოსახვის უნარი უფრო მდიდარია, ვიდრე ის რეალობა, რომელიც გეჩეხებათ. ჯერ არ შეგხვედრიათ კაცი, რომელმაც თქვენი გული, სული და სექსუალური ფანტაზიები დააკმაყოფილა – ეს ჯერ არ მომხდარა. შორენა ჯერ ვერავინ გახსნა, შემიძლია ვთქვა, რომ ყამირი მიწასავით ხართ (იცინიან).

– თქვენ როგორი საყვარელი ხართ?

– ძალიან საინტერესო, მაგრამ რთული ხასიათი მაქვს და, ამის გამო, შემიძლია ვთქვა, რომ ცუდი საყვარელი ვარ. ეგოისტი ვარ და სექსუალური ურთიერთობების დროსაც მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ახალგაზრდობაში თითქმის საერთოდ არ ვფიქრობდი ქალზე. რაც ასაკში შევდივარ, ნელ-ნელა სულ უფრო მძაფრად ვხვდები, როგორი არასწორი ემოცია მქონდა ამ საკითხისადმი.

– თუმცა, თუ ორივე მხარე საკუთარ თავზე ფიქრობს, მაინც არა უშავს. ცუდია, თუ მამაკაცი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ქალიც მასზე ფიქრობს.

– არა, მაინც ორივე მხარემ ერთმანეთზე უნდა იფიქროს. თუ არ არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა, ანუ, თუ კაციც და ქალიც ძალიან ძლიერია, ჰარმონია არ ხდება. ძალიან ხშირია ორგაზმის სიმულაცია და არც ეს არის ტრაგედია – ბევრ ქალს სწორედ სიმულაციის მომენტი ანიჭებს სიამოვნებას. „ტყუილი, სექსი და სიყვარული“ – მაქვს ასეთი თავი ჩემს წიგნში, სადაც ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი შემთხვევა მაქვს აღწერილი.

– ანუ, სიმულაციის დროს ქალები მხოლოდ მამაკაცზე ფიქრობენ და სულ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ემოციებს, სურვილებს. ქალმაც რომ საკუთარ თავზე იფიქროს – ეს მამაკაცისთვის არასასიამოვნო იქნება?

– არა, მაგრამ ბალანსი მაინც საჭიროა. ეგოიზმი სექსს სჭირდება, მაგრამ იმდენი არა, რომ მეორე მხარემ თავი არასაჭიროდ ჩათვალოს. საერთოდ, მცდარი აზრია, რომ ეგოიზმი ცუდია. როდესაც ზომიერად ეგოისტური განწყობა გაქვს სექსში, ურთიერთობაში, სიყვარულში – ყველაფერი ხდება შესაძლებელი და იქმნება ჰარმონია. თუ ეს მომენტი არ არის და მხოლოდ მეორე მხარის ზრუნვაზე გადადიხარ, ეს უკვე არის უმისამართოდ მოშვებული ონკანი. არ უნდა მოგერიდოს პრობლემებზე საუბრის. თუმცა, ისიც არის, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდა. გააჩნია, ქალი ამას მამაკაცამდე როგორ მიიტანს.

– შეიძლება, რომ ამით მამაკაცმა თავი დამცირებულად იგრძნოს?

– არის აკრძალული თემები, რომლებზეც მამაკაცს არ უნდა ელაპარაკო, მაგალითად, სასქესო ორგანოს ზომაზე, ერექციაზე და სხვა.

– ქალებს ეტყობათ ხოლმე სახეზე, რამდენი მამაკაცი ჰყავდათ?

– აუცილებლად. ოცდაშვიდი წელია, ისტორიებს ვისმენ და, აქედან გამომდინარე თვალის ერთი შევლებით შემიძლია, ვთქვა, რა, როგორ და რანაირად იყო მის ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მას შემდეგ, რაც ქალი ასაკში შედის და მის სახეზე უცნაური ნაოჭები ჩნდება. რაც უფრო მეტ მამაკაცთან არის ქალი ნამყოფი, მით მეტად იცლება და იძარცვება ის სულიერად და ფიზიკურად – ეს ქალს ყოველთვის ეტყობა. თუ ნაოჭების მიხედვით ვიმსჯელებთ, თქვენ ჯერ კიდევ ქალიშვილი ხართ (იცინიან).

– არც მასეა საქმე, მაგრამ... ვიცი, რომ სამი მეუღლე გყავდათ, რატომ მოხდა ასეთი რამ შენ ცხოვრებაში, ვერ იპოვეთ იდეალური მეორე ნახევარი? სექსის მხრივ ვერ შედგა ჰარმონია თუ ლოგინს გარეთ იყო პრობლემები?

– ვფიქრობ, რომ სამივეჯერ ვიპოვე მეორე ნახევარი და სამივესთან ძალიან კარგი, გულწრფელი ურთიერთობა მქონდა. თან, რა იყო, იცით?! ყველაფერი როგორ იდეალურადაც იწყებოდა, ისევე იდეალურად მთავრდებოდა – ორივემ ძალიან წყნარად, მშვიდად აღმოვაჩინეთ, რომ ერთად ყოფნა აღარ გვინდოდა. არ არის ახალი, რასაც ვიტყვი: ჩემს დაბადების დღეზე ჩემი სამივე ცოლი ერთად იკრიბება, მილოცავენ და ვართ ბედნიერად.

– ანუ მიხვდით, რომ ერთად ბედნიერები აღარ ხართ?

– არა, ერთ დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ მის მიმართ ვნება გამქრალია, აღარ მინდა, აღარ მიზიდავს.

– რა საშინელებაა! ანუ, შეიძლება, რომ უმიზეზოდ, ვითომც აქ არაფერი, საყვარელმა ადამიანმა მითხრას, ჩემი ვნება აღარ ხარო?

– ეს რთულია, მაგრამ, მერწმუნეთ, არც ჩემთვის ყოფილა ადვილი. მთლიანად შემძრა ამ ემოციამ. ვდგავარ აივანზე, სიგარეტს ვეწევი და ვფიქრობ იმ ფორმაზე, თუ როგორ წავიდე მისგან. ლამაზად წასვლის ოსტატი ვარ (იცინიან). უცებ ის გამოდის და მეუბნება, მგონი, ერთმანეთს უნდა დავშორდეთო. წარმოიდგინეთ, როგორ მომეშვა გულზე.

– რამ გამოიწვია ეს – თავს არ უვლიდა, აღარ იყო საინტერესო...

– არა, არა და არა! არსებობს ემოციის ერექცია, რასაც ვერაფერს მოუხერხებ. ცოტა კიდევ გაიზრდებით და მიხვდებით, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ სექსუალური, ველური სურვილი ქალსა და მამაკაცს შორის, არსებობს კიდევ შინაგანი, ორგანული სურვილი, გულიდან წამოსული, რომელიც უფრო მძაფრია და, აი, ეს მთავრდება. ქალისგან არასდროს არ წავსულვარ, ყოველთვის ისე ვაკეთებ, რომ თვითონ მიდიან.

– არ ილახება თქვენი ღირსება?

– ჯობია, ჩემი მამაკაცური ღირსება შეილახოს, ვიდრე ქალებს ეტკინოთ. ქალი პოტენციურად მაინც ბოროტია და, თუ მას ტოვებ, ის შენი მტერი ხდება. ამიტომაც, ჯობია, მან დაგტოვოს. სხვათა შორის, ეს ისტორია ერთხელ რომელიღაც ინტერვიუში მოვყევი: როდესაც ერთ ძალიან ცნობილ, ჩემზე ასაკით უფროს ქალთან მქონდა რომანი და ისეთივე სტილით ვაპირებდი მასთან დაშორებას, მან მითხრა, ეს ფანდი არ გაგივაო, რომ მოკვდე, მაინც არ ვიტყვი ამას პირველი, თუ ვაჟკაცი ხარ, თქვი და წადიო.

– მერე რა მოხდა?

– თქვენს მტერს, მერე რაც მოხდა, რას დაეძებ?! (იცინიან).


ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი ჯაჯანიძე

– გაგიგიათ თუ არა რას ნიშნავს ჟანეტი?

– არა.

– ფლუარდეროუზა?

– არც ეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადაცემებიდან ყველაზე მეტს თავად ვსწავლობ. ჯერ ამ სიტყვებამდე არ მივსულვარ. სეზონის ბოლოს მკითხეთ, იქნებ, უკვე ვიცოდე.

– სეზონის ბოლოს ყველაფერს გკითხავთ. როდესაც სექსზე მიგყავთ გადაცემა, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა იცოდეთ ფროიდი.

– სამწუხაროდ, ფროიდი კარგად მართლა არ ვიცი.

– დავუშვათ, მაყურებელმა დაგირეკათ და რჩევა გკითხათ სექსთან დაკავშირებით. რას იზამთ?

– რჩევას არ მივცემ, ვურჩევ კომპეტენტურ ადამიანს, ვინც მას დაეხმარება. თუ მაინცდამაინც ჩემი, შორენას აზრი აინტერესებს, მაშინ ვეტყვი და ვურჩევ, მაგრამ ყველა საქმეს მაინც თავისი პროფესიონალი ჰყავს. მე მსახიობი ვარ და, რადგან ამ თემაზე გადაცემა მიმყავს, ეს არ ნიშნავს, რომ შეთავსებით სექსოლოგიც ვარ. ამიტომ, მაინც თავს შევიკავებ არაკომპეტენტური რჩევის მიცემისგან და სპეციალისტთან „გადავამისამართებ“.

– იცით, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ? რომ ყველა მამაკაცთან, ვისაც კი იცნობთ, სექსი გქონიათ. რეალურად კი პირიქით ვფიქრობ, უფრო დიდ უბედურებას (იცინიან).

– კარგია, თუ ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ (იცინიან). არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სტილის გადაცემა მიმყავს, მირჩევნია, ასე იფიქრონ, ვიდრე პირიქით. ამის პრობლემა არ მაქვს.

– თუ გაგიგიათ რამე ჩიჩოლინაზე?

– რა თქმა უნდა.

– როდესაც არენაზე გამოჩნდით, ვიფიქრე, რომ თქვენც ჩიჩოლინას ბედს გაიზიარებდით. იმდენი „გაავალა” პოლიტიკოსებში, რომ საბოლოოდ პოლიტიკაში მოვიდა (იცინიან). ველოდოთ იმას, რომ შორენა ბეგაშვილი თავისი ლამაზი ფეხებით, საოცარი ტუჩებით, მკერდით და, ხანძრის თვალებით პარლამენტს დაამშვენებს?

– არ გეცოდებით პარლამენტისთვის? როგორ უნდა დავთმო ჩემი საინტერესო, აქტიური ცხოვრება, გადაღებები, წვეულებები, ჩაწერები და დავჯდე პარლამენტში?!

– თუკი თქვენ დაიცავთ ქალთა უფლებებს, სექსუალურ უმცირესობათა, ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს, თუკი საქართველოს პარლამენტში წამოსწევთ თემებს, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს თანამედროვე მსოფლიოს – ეს ტყუილად ჯდომა არ იქნება.

– არასოდეს თქვა „არასოდეს“! ასე რომ, გამორიცხული ამქვეყნად არაფერია. თუმცა, საკუთარი თავი ამ კუთხით ვერ წარმომიდგენია.

– დამისახელეთ საოცნებო ქართველი მამაკაცი.

– არ ვიცი, მართლა არ მიფიქრია ამაზე.

– ძალიან ხშირად საუბრობთ სექსზე, სექსუალურ წარმოსახვებზე. თუ გქონიათ წარმოსახვაში და საინტერესო თუ იქნებოდა თქვენთვის საქართველოს პრეზიდენტთან სექსი?

– არა, თამამად ვიტყვი, რომ არა. ცოტა სხვა გემოვნება მაქვს.

– აბა, როგორი მამაკაცები მოგწონთ?

– არ მომწონს პატარა ბიჭები, ნაზი სახის მამაკაცები, ლამაზები და ზედმეტად სიმპათიურები. მამაკაცები რომლებიც მომწონებია, ძირითადად, ნაკლებად სიმპათიურები იყვნენ.

– პირველი პრიორიტეტი რა არის მამაკაცში? რით იწყება თქვენი მხრიდან მამაკაცის მოწონება?

– ასე კონკრეტულად, რომ თვალებს ვუყურებ ან თითებს – არ ხდება. რაღაც უნდა ჰქონდეს მიმზიდველი. ამას ასე ვერ ავხსნი. თუ თვისებებზე და გრძნობებზეა ლაპარაკი, მაშინ, მარტივია – მთავარია, დავინახო, რომ ძალიან, ძალიან ვუყვარვარ. ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ და არა ჩემი იმიჯი. თუმცა, ძალიან ცუდი ხასიათიც მაქვს, გარკვეულწილად მაინც ეგოისტი ვარ. მაგალითად, ჩემი კარიერის გამო, შემიძლია, ადამიანი დავთმო.

– სულ რამდენჯერ გყვარებიათ?

– ორჯერ.

– ვთქვათ, შეგიყვარდათ ადამიანი, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ, სიგიჟემდე გიყვართ ერთმანეთი და, უცებ ისე მოხდა, რომ მან მამაკაცობა დაკარგა. რას იზამთ?

– არც არაფერს. ძალიან თავისუფლად შევძლებ, გავატარო მთელი ცხოვრება მის გვერდით და ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება.

– გიღალატიათ ოდესმე?

– არა, არასდროს.

– არც ფიქრში?

– ფიქრში, ალბათ, კი და, ამის გამო შემდეგ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.

– ყველაზე მეტად რისი გრცხვენიათ?

– როდესაც ის მამაკაცი, რომელიც ყველამ იცის, რომ ჩემია, ჩემ გვერდით არის, ამ დროს სხვასთანაა. მეშინია და მრცხვენია დაცინვის.

– გაშიშვლების და სხვა ამგვარი რაღაცეების არა?

– არა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ შემრცხვეს.

– ყველა მამაკაცისთვის, ვინც კი გიყურებთ, სასურველი ხართ. ამას როგორ აღიქვამთ?

– ჩვეულებრივად. უკვე მივეჩვიე განსაკუთრებულ მზერას და ასეთ რაღაცეებს. „ვაიმე, რა მაგარია, დღეს ვიღაცას მოვეწონე“ – ასეთი რამ არ მჭირს.

– თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს მოდაში ხართ, მაგრამ გავა წლები...

– დავბერდი და აღარავის ვჭირდები?! აი, ზუსტად მაშინ შევქმნი ოჯახს, ისეთ ოჯახს, როგორზეც, ალბათ, ყველა ქალი ოცნებობს. არ მგონია, რომ ეს მაინცდამაინც სიბერეში მოხდეს, ასეთი სასურველი დიდხანს მაინც არ ვიქნები. ანუ, სიბერეში ვგულისხმობ, როდესაც იმ ასაკამდე მივალ, როცა ჩემი ასეთი იმიჯი აღარ დასჭირდებათ.

– ლამაზ ქალებზე ბევრი სტერეოტიპია: რომ მათ არ უმართლებთ პირად ცხოვრებაში, ხშირად არიან უბედურები, არ არიან ჭკვიანები...

– და – სანდონი. ეს ყველაფერი მცდარია. ლამაზი ქალები ჭკვიანები არიან, უბრალოდ, ისინი ისე იქცევიან, როგორც მამაკაცს უნდა. რაც არ უნდა თქვათ, მამაკაცების უმრავლესობას მაინც სიამოვნებს თავქარიანი, კეკლუცი გოგოები. რაც შეეხება სანდოობას, ეს ძალიან პიროვნულია, რადგან, როგორც ძალიან ლამაზი, ისე ნაკლებად ლამაზი ქალები ხშირად არიან მოღალატეებიც და საოცრად ერთგულებიც. თქვენ, ალბათ, ყველაზე კარგად იცით, რომ ადამიანებზე სტერეოტიპებით მსჯელობა არ არის სწორი.

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ბევრი ისაუბრეთ პროფესიაზე. ბოლოს მაინც ის მაინტერესებს, თუ გადაიპარსავთ თავს როლის გამო?

– რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად. ეს სულაც არ არის პრობლემა. ერთხელ ისიც მკითხეს, როლის გამო თუ გასუქდებოდიო. თუ რეჟისორს მსუქანი დავჭირდები, ამ მსხვერპლზეც წავალ.


скачать dle 11.3