კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეკუთვნის თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული „ყვავილების საათის“ დადგმის იდეა


ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, გაზაფხულზე თბილისი ორიგინალური დიზაინის ვერტიკალური ბაღით გამწვანდება. აღნიშნული ბაღის ანალოგი ევროპის ბევრ ქალაქში უკვე არსებობს. „ცოცხალი კედლის“ დიზაინის ავტორი ფრანგი ლანდშაფტ-არქიტექტორი პატრიკ ბლანია, რომელიც უშუალო მონაწილეობას მიიღებს მის მოწყობაში. „ცოცხალი კედელი“ ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე განთავსებულ ბანერზე გაზრდილი მასშტაბით განხორციელდება. პარალელურად, მზადდება მეორე პროექტი – „ყვავილების საათი“, რომლის დიზაინიც უცხოური ანალოგებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. მასზე კონკურსი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა და დეკორატიული გამწვანების ჰოლანდიურმა კომპანიამ „დაჩ დიზაინ გარდენმა“ გაიმარჯვა.

გვესაუბრება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი ქორქაშვილი.



– ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტის – „ყვავილების საათის“ ევროპის მოედანზე განხორციელება. თუ იყო სხვა ვარიანტები, სადაც შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო?

– ტერიტორია შეირჩა სიმბოლურად, ძველ თბილისში, რომელიც, ჩვენი აზრით, ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველია. გვქონდა სხვა ვარიანტებიც – ბარათაშვილის ხიდთან, ფერდობზე, სასტუმრო „მეტეხთან“, ქალაქის შემოსასვლელთან, სადაც წმიდა ნინოს ქანდაკებაა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს ადგილები ამისთვის იმდენად შთამბეჭდავი არ იქნებოდა, როგორც რიყე. ლაპარაკი იყო იმაზე, ქართული კომპანია განახორციელებდა ამას თუ უცხოური. გამოკითხვაც ჩავატარეთ, რომელ ვარიანტს ანიჭებდნენ თბილისელები უპირატესობას. ძალიან მძიმე ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ ბოლოს მაინც ევროპულმა ვარიანტმა გაიმარჯვა. ჩვენების გაკეთებულში ქართული ორნამენტები სჭარბობდა და თან, ჩვენებს არ ჰქონდათ ამის გაკეთების გამოცდილება. მასზე ქართველები იმუშავებენ, მაგრამ ჰოლანდიელი დიზაინერების ზედამხედველობის ქვეშ.

– როგორი ტიპის მცენარეებით იქნება გაწყობილი, ისრები როგორი იქნება?

– მექანიზმი ლითონისაა, ცალკე შევიძინეთ. ის შიგნიდან იქნება დამონტაჟებული და ვიზუალურად ვერ შეატყობთ, ისრები როგორ გადაადგილდება. ამისთვის ვაკეთებთ ბეტონის კონსტრუქციას, ანუ მართვის პულტს, რომელიც წყალგაუმტარია. შესაბამისად, ტექნიკურ პერსონალს საშუალება ექნება, ჩავიდეს და გაასწოროს ხოლმე. რთული სარეგულირებელი არ არის, ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში იქნება. საათის მაჩვენებელი ისარი იქნება ათმეტრიანი, წუთების მაჩვენებელი – ხუთმეტრიანი. რაც შეეხება ყვავილებს, სამოცდაათი სახეობისაა და სეზონურად შეიცვლება. ძირითადი ნაწილი მცენარეებისა მრავალწლიანი ბუჩქებია, რაღაც ნაწილი – ერთწლიანი, მაგალითად, ტიტები.

– როგორ დაიცავთ მას თოვლისგან, წვიმისგან, ქარისგან?

– თოვლი თუ დაედება, გაიწმინდება. რა თქმა უნდა, გვეყოლება მებაღე, რომელიც ამას გააკეთებს. ყველაფერი გათვლილია. კომპანია, რომელიც განახორციელებს მის მონტაჟს, გარკვეული პერიოდით თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ის კომპანია კი, რომელიც საათის მექანიზმს ამზადებს, ორწლიან გარანტიას გვაძლევს, რომ არაფერი მოუვა. ჩვენც ძალიან ვფრთხილობთ. ერთადერთი საშიშროებაა, რომ ვიღაცამ შეგნებულად არ დააზიანოს. თუ საჭირო გახდა, დაცვასაც დავაყენებთ. როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. როცა რაღაც კარგი კეთდება, მას მოვლაც უნდა. ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ აფუჭებენ ნებსით თუ უნებლიეთ ყველაფერს, რაც ქალაქში კეთდება. ასე არ შეიძლება, ყველა ბაღში დაცვას ხომ არ დავაყენებთ?!

– თქვენს „ყვავილების საათს“ ზემოდან თუ არ დახედე, სხვანაირად, ალბათ, ძნელი იქნება მისი დანახვა. ამ სიამოვნების მისაღებად, ვერტმფრენით ხომ არ ვიფრენთ, ბატონო გიორგი?

– ცხადია, პროექტი ამას ითვალისწინებს თითქოს ისე ჩანს, რომ თუ ზემოდან არ დახედე, ვერ აღიქვამ. ამიტომ ასეთ საათებს, იმ ქვეყნებში, სადაც ის უკვე გაკეთებულია, კუთხეები აქვს. წარმოიდგინეთ, ბარათაშვილის ხიდიდან კარგად უნდა გამოჩნდეს. საათი იქნება სიბრტყეზე, თხუთმეტი, ოცგრადუსიანი დახრილი კუთხეებით, თავისი ღამის დეკორატიული განათებებით, რათა შორიდან კარგად დავინახოთ.

– რა ჯდება ამ პროექტის განხორციელება?

– დაახლოებით ასი ათას ლარამდე, თუმცა ჯერ არ ვიცი ბეტონის კონსტრუქციის ფასი, რომელსაც ახლა არქიტექტორები ითვლიან. ძირითადი ხარჯი მაინც საათის მექანიზმია. მთლიანად პროექტის ღირებულების თითქმის ნახევარი ჯდება მისი ტრანსპორტირება, იმიტომ, რომ ტაივანიდან ჩამოგვაქვს.


скачать dle 11.3