კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მისალმება და სხვების ბედნიერება


„რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?!“

მართალია, საქართველოს ხელისუფლება (ზოგიერთი დანარჩენიც) ხმალამოღებული იბრძვის, რას მიქვიან ტკბილი სიტყვაო, ბუნებრივია, რფ-ის ხელისუფლებასთან მიმართებაში, მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის იმ ფაქტს, რომ პირველი მარტიდან ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნას, ოფიციალური ინფორმაციით, სომხურ-რუსული ტვირთების გადაზიდვა-გადმოზიდვის მოტივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თურმე, ლარსის გახსნაში რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს (რომ დაინახავს, გვიან იქნება); მეტიც, მიაჩნია, რომ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ეს კონკრეტული გახსნა, დიახაც რომ, წაადგება, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ხეირს ამ საქმიდან არ ელოდება. ხოლო, თუკი არ ელოდება, გამოდის, რომ ლარსი სომხური და რუსული ბედნიერებისთვის იხსნება (რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი ვერაფერი შვებაა, პრინციპით, ჯერ თავო და თავოო). მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთს საქართველოს სწორედ ამ რეგიონისადმი აქვს ტერიტორიული პრეტენზიები (ყაზბეგის რაიონის ნაწილი „ისტორიული ჩრდილოეთ ოსეთიაო“), რუსეთი კბილებს აკაწკაწებს, როგორმე სახმელეთო-სატრანზიტო კავშირი დაამყაროს სომხეთში დისლოცირებულ თავის სამხედრო ნაწილებთან (და, თუ პრემიერ-მინისტრის გულარხეინობით ვიმსჯელებთ, არც ისაა გამორიცხული, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთ-სომხეთმა სამხედრო ტვირთების გადასაზიდ-გადმოსაზიდადაც გამოიყენოს), ამის მიუხედავადაც, ბ-ნი გილაური ბრძანებს: „ქართული მხარე მიესალმება, თუ მოსკოვი შეცვლის თავის სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, მოხსნის ბლოკადას, გაამარტივებს სავიზო რეჟიმს და ა. შ.-ო. აქედან გამომდინარე კი, გამოდის, რომ საქართველოს ხმალამოღებული ხელისუფლება მიესალმება ოკუპანტ რფ-სთან თანამშრომლობას, რაც აჩენს ეჭვს, რომ ჩვენებურ „ნაციონალებს“ ის არ მოსწონებიათ, რომ „ედინაია როსიას“ პარტნიორად „სამართლიანი საქართველოსთვის“ აურჩევია.




скачать dle 11.3