კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„და ევროპელის მედგას უღელი“


დეპორტაცია „ტყემლით – სულ სხვაა“

მიუხედავად იმისა, რომ, პრეზიდენტის ცნობით, საქართველო მთელ მსოფლიოში უსწრაფესად ვითარდება (იმდენად სწრაფად, რომ ისეთ მაჩანჩალებს, როგორიც, მაგალითად, უკრაინაა, არც კი ვედრებით!), თითქმის სრულიად საქართველო (ისინი, ვისაც ორ ფეხზე დამოუკიდებლად გადაადგილება ჯერ კიდევ შეუძლია) მსოფლიო ღობე-ყორეს ედება შავ და იაფ მუშად დასაქმების იმედით. მეორე მხრივ, ჯერაც არ შეგვიწყვეტია ვიშვიში იმის გამო, რომ 2006 წელს რფ-დან არალეგალი ქართველები გამოყარეს (მათ არაადამიანურად ეპყრობოდნენ და სამშობლოში ნახირივით სატვირთო თვითმფრინავებით დააბრუნეს). მეტიც, ამის გამო, თავდაპირველად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენებიც გაიმარა (მაშინ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ბ-ნი გვარამია თავმჯდომარეობდა და თვალზე ცრემლიც კი ადგებოდა იმ მართლაც დამთრგუნველი ისტორიების მსმენელს, რასაც ჩვენი დეპორტირებული თანამემამულეები ყვებოდნენ), შემდეგ სარჩელიც შედგა და ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც აფრინეს (თუმცა, შესაძლოა, იმის გამოც, რომ სარჩელი არაკვალიფიციურადაა შედგენილი, იმ სარჩელისა დღემდე არაფერი ვიცით; სამაგიეროდ, ვიცით, რომ იმ სარჩელის შემდგენელი იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელფასები კარგა ხანია, გასცდა 100 000-ს). ამის პარალელურად, პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია გრძელდება. ჩვენი დეპორტირებული თანამემამულეები გვიყვებიან, რომ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება და პოლონელი სამართალდამცველები საკმაოდ ცუდად და უხეშად ეპყრობოდნენ. ამ ფაქტის გამო საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არც საკომიტეტო მოსმენა გამართულა, თვალზე არც ცრემლი მოსდგომიათ და არც სარჩელის ფრენაზე უფიქრიათ. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, ოღონდ ევროპისა ერქვას და, ცუდად მოპყრობაც კი საამურია, რადგან დეპორტაცია ტყემლით (ანუ პოლონურად) – სულ სხვაა!




скачать dle 11.3