კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!


„წმიდა არის, ვით ლამპარი“

ვიდრე აჭარისთვის კანადური გამოცდილების მოსაზიდად ვანკუვერში გაფრინდებოდა, ქვეყნის პირველი პირი საკუთარ უმრავლესობას შეხვდა. რაკი ვიქტორ იუშჩენკო თავისი 3 პროცენტით ფერადი რევოლუციების ტალღას ჩამოშორდა, ბუნებრივია, შუქურა (ანუ ჩვენ) ეულად დარჩა. შესაძლოა, ამიტომაც, პრეზიდენტმა თავის უმრავლესობასაც შემოუძახა და ჩვენც შემოგვძახა, რომ, მართალია, ორი მეგობრის (განა ავთანდილისა და ტარიელის, უკრაინის, და საქართველოს) გზები გაიყარა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა „წმიდა არის, ვით ლამპარი“. შესაბამისად, უკრაინასა და საქართველოს დემოკრატიებს შორის არსებულ განსხვავებაზეც ისაუბრა: მაშინ, როდესაც უკრაინის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა კომპრომისების გზა აირჩია, საქართველოს პრეზიდენტმა ყველას, ვინც არ ეთანხმებოდა, საუკეთესო შემთხვევაში, გაზი ასუნთქა; მაშინ, როდესაც ნარინჯისფერი რევოლუციიდან დღემდე ჩატარებული ყველა არჩევნები საპრეზიდენტო პარტიამ წააგო, ვარდების რევოლუციიდან დღემდე სახელისუფლო პარტიამ ყველა არჩევნები აბსოლუტური უმრავლესობით მოიგო; მაშინ, როდესც ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყნის ორად გახლეჩას რუსეთთან კომპრომისები არჩია, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს თეთრი ხელთათმანი ესროლა და ერთ საქართველოში სამი ქვეყანა მივიღეთ (იმის გამოც, რომ სამხედრო რეფორმაგამოვლილმა ჩვენმა ჯარმა საკუთარ ტანკებს გამოასწრო). მეტიც, სწორედ ამ მიზეზთა გამო, უკრაინის ეკონომიკა უიმედოდ ჩამორჩა, მაშინ, როდესაც ქართული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ფლაგმანია (და მერე რა, რომ დაინტერესებულმა პირებმა ამის დამადასტურებელი მონაცემები ვერსად მოიპოვეს, „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!“) საბოლოოდ, პრეზიდენტმა დაასკვნა, რომ ახალგაზრდა დემოკრატიას კომპრომისები და აზრთა სხვადასხვაობა ასამარებს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დასავლური დემოკრატია ხელისუფლების მონაცვლეობას გულისხმობს (რაც მთლად ვერ თავსდება ჩვენებურ გაგებაში), უნდა ვივარაუდოთ, რომ, ქართული დემლოგიკით, ერთხელ არჩეული რევოლუციონერები სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყვნენ სათავეში, ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ დემოკრატიაც მათთან ერთად არ დაბერდება.




скачать dle 11.3