კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რძის მდინარეში


2 : 0

არა იმიტომ, რომ „პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია“, უბრალოდ, სახელად – ჩვენი, სახრავად – სხვისი აფხაზეთის პოლიტცხოვრება ქართველი პოლიტელიტისთვის განხილვის საყვარელი თემაა. შესაბამისად, აქეთ – აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი ბ-ნი ბარამია ვერ მალავს გულისწყრომას, ბაღაფშის ინაუგურაცია საგანგაშოაო; იქით – პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბ-ნი დავითაიაა აღშფოთებული, ბაღაფშმა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები სამსახურიდან დაითხოვაო (ეს უფლებების არნახული დარღვევააო). თავის მხრივ, სოხუმი და მოსკოვი დღე-დღეზე პირდაპირ საჰაერო კავშირსაც დაამყარებენ (საზღვაო ჯერ კიდევ შარშან დაამყარეს) და პანტაპუნტით აკავებენ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველებს (რა თქმა უნდა, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ მოტივით). აქედან გამომდინარეც, ცხადია, რომ ჩვენს პოლიტელიტელებს არც სალაპარაკო გამოელევათ და არც აღშფოთების საგანი (აი, გულის მოფხანისა კი რა მოგახსენოთ!). თუმცა, ისიცაა, რომ ენგურს გაღმა ეს ყოველივე სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და სრულიად განსხვავებულ პრობლემებს აგვარებენ, მათ შორის, პირველი მარტიდან რფ-სთვის დე-იურე, ჩვენთვის დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობა თითოეული დაბადებული ბავშვის მშობელს 10 000 რუბლს გადაუხდის (რაც ჩვენს ეროვნულ ვალუტაში 500 ლარს უკაკუნებს). ასე გადაწყვიტეს სეპარატისტებმა, რადგან თავიანთი დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოდ ეჩვენათ. ამის პარალელურად, მართალია, ჩვენმა მთავრობამ, რომელსაც იმხანად ბ-ნი გურგენიძე მეთაურობდა, თითოეული ახალდაბადებული საქართველოს მოქალაქისთვის 500 ლარის გაცემა ბრძანა (ბიუჯეტიდან) და, თუ არ მეშლება, 500-საც „საქართველოს ბანკი“ ამატებდა (ცნობისთვის, იმხანად პრემიერ-მინისტრი გურგენიძე, საერთოდაც, რძის მდინარეებს გვპირდებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, „სახალხო ბანკში“ მხოლოდ თავის მდინარეს გაუჭრა კალაპოტი და, ძირითადად, პენსიონერების გაბრიყვებითაა დაკავებული, რომლებსაც ხუთი თვის პენსიის წინასწარ მიცემის სანაცვლოდ ერთი თვისას ართმევს, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ მხოლოდ თავად ნებივრობდეს რძის მდინარეში). თუმცა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩათავდა და ყველა თავის სკამზე დარჩა, დემოგრაფიული პრობლემა აღარავის გახსენებია (იმას გარდა, რომ პრეზიდენტი 100 და მეტი ადამიანის დამსაქმებელ ბიზნესმენებს ნათლიობას დაჰპირდა, ოღონდ ისაა, რომ, სხვადასხვა მიზეზით, მსურველები არ გამოჩენილან). ჩვენ არ ვიცით, ისესხა თუ არა სერგო ბაღაფშმა ზემოხსენებული ინიციატივა ბ-ნი სააკაშვილისგან, მაგრამ, თუ არისტოტელეს პრინციპით ვიხელმძღვანელებთ (პლატონზე მეტად ჭეშმარიტება რომ უყვარდა), ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე 2-ით ნულია, რა თქმა უნდა, სერგოს სასარგებლოდ (ამ უკანასნკნელმა პირველი ქულა მაშინ მოიპოვა, როდესაც აფხაზეთის „ტერიტორიული მთლიანობა“ აღადგინა).


скачать dle 11.3