კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ეროვნული ინტერესი“


ქართული დემოკრატია, ანუ რუსული ბოლშევიზმი

ის, რომ ბ-ნ ნოღაიდელს, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ, „ლიოტჩიკის“ გული აქვს, ცხადია. მეტიც, უცხადესია, თუნდაც იმიტომ, რომ რფ თავისი აღიარებების უკან წაღებას არ აპირებს და, ამდენად, დიდი ინტერესით ველი, როგორ აუხსნის ბ-ნი ნოღაიდელი მოსახლეობას, რომ რფ-ს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რაც დაგვიტოვეს, იქიდან უნდა ვემეგობროთ. ამ თუ სხვა ინტერესის გამო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ედინაია როსიასთან“ დაძმობილებას ქართველი ახალგაზრდებიც გამოეხმაურნენ: გორელმა სტუდენტებმა „ფიცის წიგნი“ შეადგინეს, ბათუმელმა სტუდენტებმა კი ბ-ნ ნოღაიდელს მისწერეს „წერილი იუდას“, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა მოღალატეთა სია გამოაქვეყნეს (ბუნებრივია, ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობით). მათ არც ქუთაისი ჩამორჩა. აქციების მიზანი, ჯერ ერთი, იმის დადასტურება იყო, რომ საქართველოს სტუდენტობა „ბილწთ არ შაეკვრის ზავითა“ (ანუ ოკუპანტთან დიალოგი, მით უფრო, თანამშრომლობა, მიუღებლად მიაჩნიათ), რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პირადად ჩემთვის უცნობია, რა იგულისხმება ტერმინში „ეროვნული ინტერესები“ (შესაძლოა, მათ შორის, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა, რაშიც პრემიერ-მინისტრი საფრთხეს ვერ ხედავს). მეორე მხრივ, გუმანი მკარნახობს, რომ „ეროვნული ინტერესი“ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უნდა ნიშნავდეს. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება კი გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დანერგვას. შესაბამისად, თუ არ გვინდა რუსეთთან დიალოგი, ესე იგი, გვინდა დასავლეთის ორგანულ ნაწილად ქცევა. ხოლო, თუ ეს გვინდა, მაშინ რატომ დაემსგავსა ქართული დემოკრატია რუსულ ბოლშევიზმს?!


скачать dle 11.3