კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორი მცენარეა ჰოვეა და როგორ გარემოში გავზარდო?

პასუხი: ეს ძალიან გამძლე პალმაა. კარგ პირობებში, შეიძლება, ორ მეტრ სიმაღლესაც კი მიაღწიოს. ეს მცენარე იმდენად იოლად გასაზრდელია, რომ, თუ ხშირ ყურადღებას არ მიაქცევთ, მაინც მშვენივრად გაიხარებს. მას ძალიან უყვარს სინათლე. მართალია, ნაკლებად ნათელ გარემოსაც აიტანს, მაგრამ ეცადეთ, დადგათ კარგად განათებულ ადგილას. ასეთ პირობებში უფრო ლამაზი იქნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 13-14 გრადუსია. სხვა სეზონებზე კი პლუს 18-24 გრადუსიც საკმარისია. ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთრობით კი იმდენი წყალი დაასხით, რომ ნაიდაგი ძალიან არ გამოუშრეს. ზრდის დროს ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. თუ ჰოვეას სინათლესა და წყალს არ მოაკლებთ, ის ძალიან დიდი და ლამაზი გაიზრდება. შეგიძლიათ, ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდოთ, რათა მცენარეს ტენიანობა უფრო მეტად შეუნარჩუნოთ. ამ მცენარის გახარებას განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვურჩევ, რომლებსაც ბევრი თავისუფალი დრო არ აქვთ. გარწმუნებთ თუ ცოტაოდენ ყურადღებას მაინც მიაქცევთ ჰოვეას, ის მაინც გაიხარებს.

კითხვა: ჩემმა ამარილისმა ერთხელ უკვე იყვავილა, მაგრამ მეორედ ვეღარ ვაყვავილე. იქნებ მირჩიოთ, კვლავ როგორ ავაყვავილო?

პასუხი: ამარილისის მეორედ აყვავება არც ისე იოლია. როდესაც ეს მცენარე პირველად ყვავის, ამის შემდეგ ფოთლები გამოსდის და კარგი მორწყვა სჭირდება. აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ. მთავარია, მცენარე რეგულარულად მორწყათ და კაშკაშა სინათლეზე დადგათ.

კითხვა: როგორ მოვუარო გინურას და რამდენად რთულია მისი მოვლა?

პასუხი: გინურა ძალიან იოლად მოსავლელი მცენარეა. მორწყვისას ეცადეთ, ფოთლებს წყალი არ მოხვდეს. გირჩევთ, მორწყვისას წყალი პირდაპირ ლამბაქზე ან მიწაზე დაუსხათ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ. მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში – მინიმუმ, 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს. შეგიძლიათ, გინურა კაშკაშა სინათლეზე ამყოფოთ. დადგით აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე. ეს იოლად მოსავლელი მცენარე მოტეხილი, წყალში ჩადებული ღეროთი ფესვიანდება. ყლორტების მოჭრით კომპაქტურობას შეუნარჩუნებთ, მაგრამ ძალიანაც ნუ გასხლავთ, თორემ დაუშნოვდება და შემდეგ მისი სილამაზის აღდგენა რთული იქნება. გინურა ძირითადად 20 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება. თავისი კომპაქტურობის გამო, მისი გახარება ნებისმიერი ზომის ოთახშია შესაძლებელი. მიუჩინეთ ადგილი განათებულ კუთხეში და გაითვალისწინეთ მცენარისთვის შესაფერისი ტემპერატურა, წყალი და განათება.


скачать dle 11.3