კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს ცხოველის სუნთქვის შესუსტებას, ღებინებას, ფაღარათსა და გონების დაკარგვას


იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა შეექმნა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ აღმოუჩინოთ მას პირველადი დახმარება. ამიტომ, არ იქნება ურიგო, გაეცნოთ ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილის რჩევებს და, საჭიროების შემთხვევაში, გაითვალისწინოთ კიდეც.

ზაქრო ბაჯიაშვილი: პირველადი დახმარების აღმოჩენამდე, აუცილებლად უნდა შევაფასოთ ცხოველის ზოგადი მდგომარეობა, გავარკვიოთ დაავადების ან ტრავმის მიზეზი და აღვკვეთოთ მისი ზემოქმედება. ასეთი მიზეზი ხშირად არის: დენის ძაბვა, მზის სხივები, სისხლდენა, მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედება, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევა, რაც გონების დაკარგვას იწვევს.

– მაგალითად, ჭრილობისა და სისხლდენის შემთხვევაში რას ვაკეთებთ?

– ჭრილობა არის ქსოვილების ღია მექანიკური დაზიანება, რომლის დროსაც დარღვეულია კანის ან ლორწოვანი გარსის მთლიანობა. ჭრილობა შეიძლება იყოს: ღრმა და ზედაპირული, ნაჩხვლეტი, ნაკვეთი, დაჟეჟილი, გაფლეთილი, ნაკაწრი და ნაკბენი. ყოველ მათგანს თავისებური მახასიათებელი გააჩნია. ნაკვეთი ჭრილობის ნაპირი სწორია და ხასიათდება ძლიერი სისხლდენით. ასეთ ჭრილობებს ძირითადად იწვევს ბასრი საგნები – თუნუქის, ლითონის ან მინის ნაჭრები. ნაკბენი, დაჟეჟილი და გაფლეთილი ჭრილობები ხასიათდება ნაკლები სისხლდენითა და ძლიერი ტკივილით და ცუდად ხორცდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჭრილობის დროს ძაღლი კარგავს სისხლს და ჭრილობა არის ინფექციის წყარო. ამიტომ ჭრილობის დროს პატრონმა უპირველეს ყოვლისა უნდა შეაჩეროს სისხლდენა, დაამუშაოს ჭრილობა და შეახვიოს შემდეგნაირად: თავდაპირველად უნდა გაკრიჭოს ან გაპარსოს ბეწვის საფარველი ჭრილობის ირგვლივ, შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს წყალბადის ზეჟანგით, ბოლოს კი სპირტით, იოდით ან ბეტადინის ხსნარით. მხოლოდ იმის მერე უნდა დაედოს ნახვევი სტერილური დოლბანდით, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება.

სისხლდენა ახასიათებს ყველა ჭრილობასა და ტრავმას. მისი ინტენსივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ქსოვილებია დაზიანებული.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რა ქსოვილია დაზიანებული?

– კაპილარული და ვენური სისხლი მუქია, ხოლო არტერიული სისხლი – ღია ალისფერი. სისხლდენისას უნდა ვეცადოთ, შევაჩეროთ ის და შემდეგ ძაღლი აუცილებლად მივიყვანოთ ვეტერინარულ დაწესებულებაში.

კაპილარული სისხლდენისას ძაღლს უნდა დავადოთ დამწოლი ნახვევი, ხოლო ძლიერი სისხლდენისას, თუ ჭრილობა კიდურზეა, ნახვევთან ერთად – ლახტი. ლახტი უნდა დაედოს ჭრილობის ზემოთ და სასურველია, იყოს რეზინის. მჭიდროდ უნდა გადაეხვიოს და ყოველ საათში ერთხელ უნდა მოეშვას ერთი წუთით, რათა კიდურმა დამბლა არ განიცადოს. ცხოველი ამ დროს სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ვეტერინარულ დაწესებულებაში.

– ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ?

– ცხვირიდან სისხლდენის დროს ძაღლი უნდა მოვათავსოთ მშვიდ გარემოში. შევუზღუდოთ მოძრაობა, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენები ან ყინული და ცხვირის ნესტოში ჩავუდოთ წყალბადის ზეჟანგში დასველებული ტამპონი.

– კბილების დაზიანების დროს რას ვაკეთებთ?

– კბილების დაზიანების დროს, სისხლდენისას, ტამპონი უნდა დავადოთ დაზიანებულ ადგილას და ვეცადოთ, რომ ძაღლმა პირი დახუროს. უნდა გავუკეთოთ ალიკაპი ან მჭიდროდ შევუკრათ ყბები დოლბანდით.

– ელექტროტრავმის შემთხვევაში როგორ ვიქცევით?

– ელექტროტრავმა ხშირად ემართებათ პატარა ლეკვებს სადენების გადაღრღნისას. ამ დროს ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და კუნთები, რამაც, შეიძლება, დამწვრობაც გამოიწვიოს. ელექტროტრავმისას სასწრაფოდ უნდა გამოირთოს დენის წყარო და არ უნდა დაგვავიწყდეს პირადი უსაფრთხოების წესების დაცვაც. თუ ძაღლი გათიშულია, უნდა ჩავუტაროთ ხელოვნური სუნთქვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი გულ-მკერდის კედელზე რიტმული დაწოლით, წუთში 50-60-ჯერ და სასწრაფოდ მივიყვანოთ ვეტერინართან.

რაც შეეხება დამწვრობას, ძაღლმა შეიძლება, მიიღოს როგორც ცეცხლთან შეხებისას, ასევე მდუღარის, მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებით. არჩევენ სამი ხარისხის დამწვრობას: პირველი ხარისხის დამწვრობაა, როცა დამწვრობის ადგილი შეწითლებული, შესიებული და მტკივნეულია. მსგავსი დამწვრობა იკურნება 3-4 დღეში; მეორე ხარისხის დამწვრობისას კანზე წარმოიქმნება ბუშტულები, ბეწვის საფარი კი ცვენას იწყებს. ასეთ შემთხვევაში, გამოჯანმრთელებას 7-10 დღე მაინც სჭირდება; მესამე ხარისხის დამწვრობის დროს პროცესი მიდის ღრმად მდებარე ქსოვილებში და გამოჯანმრთელება დიდხანს გრძელდება.

დამწვრობისას შეიძლება განვითარდეს ღებინება, კანკალი და ტემპერატურის მომატება. პირველადი დახმარება ამ დროს მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველი უნდა მოვაცილოთ დამწვრობის გამომწვევის ზემოქმედებას. თუ დამწვრობა გამოწვეულია ქიმიური საშუალებებით, დაზიანებული ადგილი აუცილებლად უნდა ჩამოვბანოთ წყლით ან ნეიტრალური ხსნარებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მჟავების ზემოქმედებას ანეიტრალებს ტუტე ხსნარები, მაგალითად, სოდის წყალხსნარი; ტუტეების მოქმედებას კი ანეიტრალებს მჟავე ხსნარები, მაგალითად ძმარი. გაურკვეველი მიზეზით მიღებული დამწვრობისას დაზიანებულ ადგილს უნდა მოვაშოროთ ბეწვის საფარი და წავუსვათ მცენარეული ზეთი, შეიძლება გამოვიყენოთ სპირტი ან არაყი.

– მართალია, ახლა ზამთარია, მაგრამ მაინც საინტერესოა, მწერების ნაკბენის შემთხვევაში რა უნდა მოვიმოქმედოთ?

– ფუტკრის, კრაზანისა და სხვა მწერების, ერთეული ნაკბენები ჯანმრთელი ძაღლისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, როცა ნაკბენები მრავლობითია, განსაკუთრებით – პატარა ტანის და დეკორატიულ ძაღლებში. მწერები, როგორც წესი, იკბინებიან ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოში. ნაკბენი მტკივნეულია და სწრაფად სივდება. ძაღლი ცდილობს, მოიფხანოს ნაკბენი თათებით ან უხახუნებს გარშემო არსებულ საგნებს. ასეთ დროს პატარა ტანის ძაღლებში შეიმნევა მოწყენილობა და იშვიათად – ღებინება. მწერის კბენის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მოვაცილოთ ნესტარი და ნაკბენ ადგილას დავადოთ ბამბის ტამპონი, რომელიც დასველებული იქნება არაყში, სპირტში, წყალბადის ზეჟანგში ან ბორის მჟავაში.

სითბურ და მზის დაკვრას რაც შეეხება, ეს საშიშია ყველა ასაკის, ჯიშის, სქესისა და ფერის ძაღლებისთვის, განსაკუთრებით კი – ლეკვებისთვის. თუ აღნიშნულ შემთხვევაში დროულად არ აღმოუჩინეთ დახმარება, შეიძლება, დასრულდეს ცხოველის სიკვდილით. სითბური დარტყმა და გადახურება არის მიზეზი თერმორეგულაციის დარღვევისა, რასაც იწვევს გარემოს მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. სითბური დარტყმა გამოიხატება შემდეგი კლინიკით: ძაღლი ეცემა, თვალები ჩაწითლებული აქვს, სუნთქვა – გაძნელებული, აღენიშნება ღებინება, ფაღარათი, სხეულის ტემპერატურა იწევს 41-42 გრადუსამდე და, შეიძლება, გონება დაკარგოს. მზის დარტყმას იწვევს მზის პირდაპირი სხივების მოქმედება. კლინიკა და მიმდინარეობა იგივეა, რაც სითბური დარტყმის დროს. ასეთ შემთხვევაში ცხოველი სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ ჩრდილში ან გრილ ოთახში დავაწვინოთ. მოვხსნათ ალიკაპი და საყელო, დავასხათ ცივი წყალი ან გადავახვიოთ სველ ზეწარში. თავზე დავადოთ ცივი, ყინულიანი კომპრესები, დავალევინოთ ცივი წყალი. თუ ძაღლმა გონება დაკარგა, ჩავუტაროთ ხელოვნური სუნთქვა და სასწრაფოდ გადავიყვანოთ ვეტერინარულ დაწესებულებაში.


скачать dle 11.3