კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის დახურვაზე შეასრულა „ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული სიმღერა ლეონა ლიუისმა ჯიმი პეიჯთან ერთად და რა აკავშირებს მას ჯეიმს ქამერონის „ავატართან“


ახალგაზრდა ბრიტანელი სოლისტი, ლეონა ლიუისი ერთნაირად წარმოაჩენს საკუთარ ნიჭს სხვადასხვა მუსიკალურ სტილში – სოულში, პოპში, რიტმ-ენდ-ბლიუზში, შეუძლია ბალადების შესრულება, წერს მუსიკასაც ტექსტსაც და კრიტიკოსებს იმის საშუალებას აძლევს, იგი მსოფლიო ესტრადის უდიდეს ვარსკვლავებს შეადარონ – უიტნი ჰიუსტონს, სელინ დიონს, მერაია ქერის და ტონი ბრექსტონს. ამბობენ, ამომავალი ვარსკვლავი ლეონა ლიუისი, ყველა ამ ვარსკვლავს ერთნაირად წააგავს. ამ ფაქტს მუსიკალური კრიტიკოსები იოლად ხსნიან. ლეონა ბავშვობიდან უსმენდა მათ და დღესდღეობით სრულიად შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში მან დაჩრდილოს სოულის დედოფლები. ოღონდ, მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ...

ლეონა ლუიზ ლიუისი 1985 წელს ლონდონში, სოციალური მუშაკების ოჯახში დაიბადა. მამამისი, ორელ ჯოსაია, აფრიკელი იყო და მისი ოჯახი კარიბის კუნძულებზე ცხოვრობდა, დედა – მარი ლიუისი წარმოშობით ინგლისურ-უელსური ოჯახიდან გახლავთ, მაგრამ არა სუფთა სისხლის ბრიტანელი, რადგან მის ძარღვებში ირლანდიური და იტალიური სისხლიც ჩქეფს. თუმცა, ასეთი მრავალეროვანი წარმომავლობა, როგორც ამბობენ, კარგად აისახება ბავშვებზე და ლიუისების შვილებიც, სამივე ულამაზესია. მეტისები საერთოდ ყოველთვის გამოირჩევიან ნიჭით და სილამაზით, მათთან შედარებით, რომლებიც ერთ კონკრეტულ რასას განეკუთვნებიან.

ლეონას ბავშვობიდან მოსწონდა მუსიკა და დიდ სცენაზე ოცნებობდა. მშობლებმა შეამჩნიეს, რომ გოგონას მართლაც ნიჭი ჰქონდა ამ სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უჭირდათ, მაინც გამოძებნეს საშუალება, ლეონა პრესტიჟულ – სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში მიებარებინათ. ეს სკოლა თავის დროზე ემი უაინჰაუსმა, ემა ბანტონმა, „ოლ სეინთსის“ სოლისტებმა – დებმა ეპლტონებმა და სხვა უამრავმა მუსიკოსმა დაამთავრა. ლეონა ხუთი წლის იყო, როდესაც სკოლაში დაიწყო სიარული და სწორედ ამ სკოლაში შეისწავლა მან სიმღერის შესრულების ტექნიკა და სასცენო ხელოვნება. 12 წლის ასაკში მან პირველი სიმღერა დაწერა და პედაგოგებმა ურჩიეს, ახალგაზრდულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. 13 წლის ასაკში ლეონამ გაიმარჯვა „ლედი დის“ კონკურსში, სადაც კონკურსანტები ძირითადად 17-18 წლისანი იყვნენ. ამ გამარჯვებამ დიდი გავლენა იქონია ლეონაზე და მან გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება მუსიკისთვის მიეძღვნა. სკოლის შემდეგ წარმატებით ჩააბარა გამოცდები ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიის უმაღლეს სკოლაში („ზი ბრით სქულ“). ეს სკოლა დაამთავრა: ქეით ნეშმა, ემი უაინჰაუსმა და ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობმა, ჩვენმა თანამემამულემ ქეთი მელუამ, რომელიც ლეონასთან ერთად ერთ კლასში სწავლობდა.

15 წლის ასაკში ლეონა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს. პროდიუსერ მარლი ჯეი უილისთან ერთად დამწყებმა შემსრულებელმა მინი რიპერტონის ცნობილი ჰიტის „ლოვინგ იუს“ ქავერ ვერსია ჩაწერა, რომელიც საპროდიუსერო კომპანია „სონის“ მენეჯერების ხელში აღმოჩნდა. პროდიუსერებმა ლეონას ამერიკის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყება შესთავაზეს. მართალია, ამ პროექტიდან საბოლოოდ არაფერი გამოვიდა, მაგრამ ეს იყო დიდი გამოცდილება დამწყები მუსიკოსისთვის, რომელიც დიდ სცენაზე გზის გაკვლევას საკუთარი მეთოდებით აგრძელებდა. 19 წლის ასაკში ლეონამ ალბომის ჩაწერა განიზრახა და საჭირო ფინანსების შესაგროვებლად, სხვადასხვა სამსახური გამოიცვალა. მუშაობდა ოფიციანტად პიცერიაში, საპარიკმახეროში – მოლარედ და საბოლოოდ, ასე შეგროვილი ფულით ალბომი ჩაიწერა, ყოველი თინეიჯერისთვის სათაყვანებელი სახელით – „თვაილაითი“ ანუ „ბინდი“, ალბომს არანაირი წარმატება არ მოუტანია მომღერლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ყველა სიმღერა მისი დაწერილი და შესრულებული იყო. იმ ფაქტმა, რომ ვერ მოხერხდა ალბომის ტირაჟირება, ლეონა დეპრესიაში ჩააგდო და სერიოზულად დაფიქრდა პროფესიის შეცვლაზე. ასეც მოხდებოდა, რომ არა მეგობრის რჩევა, რომელმაც პოპულარული ბრიტანული ტელეშოუ „იქს ფაქტორის“ ქასთინგის დაწყების შესახებ აცნობა. საბოლოოდ, ლეონამ გაიმარჯვა დამღლელ, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელებულ კონკურსში და პროდიუსერებისგან მაცდუნებელი შემოთავაზება მიიღო – ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდიასთან.

2007 წლის ნოემბერში ბრიტანეთში გამოვიდა ლეონა ლიუისის პირველი სტუდიური ალბომი „სფირით“, რომელზეც 70-კაციანი გუნდი მუშაობდა, ხოლო თვითონ ალბომი ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ლონდონის, მაიამის, სტოკჰოლმისა და ატლანტის სტუდიებში იწერებოდა. იმ დროისთვის ლეონას უკვე გაფორმებული ჰქონდა ხუთწლიანი კონტრაქტი პროდიუსერ კლაივ დეივისთან, „არისტა რეკორდსის“ მეპატრონესთან. კონტრაქტის ღირებულება 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

2008 წელს მუსიკოსი ახალ ალბომზე მუშაობდა. მონაწილეობა მიიღო პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალში, სადაც ლეგენდარულ ჯიმი პეიჯთან ერთად „ლედ ზეპელინების“ ჰიტური კომპოზიცია „ჰოულ ლოთა ლოვ“ შეასრულა. 2009 წელს გაყიდვაში გამოვიდა ლიუისის მეორე სტუდიური ალბომი „ექო“, რომელმაც, წინამორბედის მსგავსად, პოპულარობა მოიპოვა მსმენელებში. 2009 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ლეონა ლიუისის კარიერაში. მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და მაღალშემოსავლიანი ფილმის „ავატარის“ საუნდთრეკის შექმნაში. რეჟისორი ჯეიმს ქამერონი იმდენად მოიხიბლა ლიუისის ნიჭით, რომ თავის მომდევნო ფილმში როლიც კი შესთავაზა.

მუსიკის გარდა ლეონა მწერლობითაც დაინტერესდა და 2009 წელს გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი სახელად „ოცნებები“. სწორედ წიგნის პრეზენტაციას დაემთხვა ერთი არასასიამოვნო ინციდენტი. ლეონა რომ ავტოგრაფებს არიგებდა, ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მიუახლოვდა მას და თავში ძლიერად ჩაარტყა. მოგვიანებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ პიტერ კოვალჩუკი – ლეონა ლიუისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ფსიქიკურად დაავადებული იყო. კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მომღერალს ახალი, 2010 წლის დადგომამდე ზუსტად ერთი დღით ადრე შეემთხვა. მუსიკოსი ჯერ კიდევ თავში ჩარტყმისგან მკურნალობის კურსს გადიოდა, როდესაც სეირნობის დროს ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი დაიზიანა. ამდენად, ახალ წელს ლეონა ლიუისი თაბაშირში ჩასმული ფეხით შეხვდა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ლეონა ბოლო რამდენიმე წელია, თავის დიდი ხნის ბოიფრენდ, ლუი ალ-ჩამასთან ერთად ცხოვრობს. მას ლეონა ათი წლის ასაკიდან იცნობს. ლუი პროფესიით ელექტრიკოსია. გარდა ამისა, ლეონა 2008-2009 წლებში გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – „წლის ვეგეტარიანელი“, რაც ცხოველების დამცველი მომღერლის თქმით, ყველაზე დიდი ჯილდოა მის ცხოვრებაში.


скачать dle 11.3