კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დროს ებინდება გონება ექსტრემალ რამაზ ნოზაძეს და როდის შეიგრძნობს ის სიამოვნებას


ყველასათვის კარგად ნაცნობი, წარმატებული მოჭიდავე, რამაზ ნოზაძე, როგორც ყოველთვის, იუმორის დეფიციტს არ განიცდის. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში დიდი სიამოვნებით იხსენებდა თავს გადამხდარ ისტორიებს. ამბები, რომლებიც დღემდე ახსოვს, მის ბიჭურ ისტორიებს უკავშირდება. არის მიზანდასახული და, ამ თვისებების წყალობით, თითქოსდა ერთი შეხედვით მიუღწეველი მიზნისთვისაც ხშირად მიუღწევია.


– ხშირად იყენებ საკუთარ სპორტულ მონაცემებს ქუჩურ გარჩევებში? თუ, ერიდებიან შენთან საქმის დაჭერას სუსტი ადამიანები?

– რომ დამინახავენ, ალბათ, მაშინვე მერიდებიან. არ მგონია, ვინმეს ჩემთან ჩხუბი უნდოდეს. ბავშვობაში ძალიან მოჩხუბარი ვიყავი.

– შედეგი?

– ხან მცემდნენ, ხან – ვცემდი, მერე დავდიოდით „დასინიაკებულები.“ ერთხელ, მახსოვს, მე და ჩემი ძმაკაცი ათმა კაცმა გვცემა. ვის გამოც ჩხუბი ატყდა, ის მართლა ძალიან ვცემეთ, დანარჩენებს კი გავუძელით.

– ისევ ისეთი ხარ თუ დასერიოზულდი?

– ძალიან ადვილად არ „ვვარდები“ და პროვოკაციებს არ ვყვები. აღარც მუშტებს ვიქნევ, მაგრამ, თუ ვინმე ჩემს ღირსებას და პირადულს შეეხო, უკან ნამდვილად არ დავიხევ. დედის გინება ქართველებში უპატიებელი რომ არის, ყველამ ვიცით, მაგრამ მე მამაჩემისგანაც ვერ ვიტან ამას. რომ შემაგინოს, შეიძლება, მამაჩემთანაც კი „გამეჭედოს.“ მახსოვს, ადრე სამმა ვიჩხუბეთ. იმდენი იყვნენ, წრე შემოგვარტყეს. ერთმა უცებ დედა შემაგინა. გავგიჟდი, მაგ დროს გონება მებინდება და ვერაფერს ვეღარ ვხედავ. ისე ვცემე ის ბიჭი, მის ადგილზე ყოფნას მართლა არავის ვუსურვებდი. ერთი კვირა რეანიმაციაში იწვა. მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ იმ მომენტში ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ჩხუბს მაქსიმალურად ვერიდები. ვინმე ვცემო და ჩხუბის დროს შემომაკვდეს – ნამდვილად არ მინდა. ცნობილი სპორტსმენი ვარ და ვინმე რიგითს რომ დავარტყა, არათანაბარი ძალაა, რის გამოც, შეიძლება, რამე მოუვიდეს.

– გოგომ რომ გაგაბრაზოს, რას იზამ?

– რომ ავაგდებ ჰაერში! არა, ვხუმრობ... გოგომ რომ გამაბრაზოს, შეიძლება, სიტყვიერად ვეჩხუბო, მაგრამ, რაც არ უნდა მაკადროს, ხელით მაინც არ შევეხები. ასეთი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა და არც მინდა, რომ იყოს.

– შეყვარებული თუ გყავს?

– ჯერ არა მყავს. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ სასურველი გოგო არ გამოჩენილა.

– როგორია რამაზ ნოზაძის სასურველი გოგო?

– მთავარია, ერთმანეთს ყველანაირად ვუგებდეთ. ჩემთვის მთავარი ურთიერთობაა, სხვა დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ლამაზიც უნდა იყოს. თუ გოგოში სილამაზე ვერ დავინახე, მასთან ვერ გავჩერდები.

– გოგოს გამო თუ გიჩხუბია?

– სკოლაში მიჩხუბია ძალიან მაგრად. ჩემს შეყვარებულზე ცუდი თქვეს და ბევრიც მოხვდათ მერე.

– ეჭვიანი ხარ საყვარელი ადამიანის მიმართ?

– ნორმის ფარგლებში. ზედმეტად ეჭვიანი ნამდვილად არ ვარ.

– როცა საყვარელი გოგო გაკონტროლებს, დისკომფორტს გიქმნის ეს ფაქტი?

– გაკონტროლებას ვერ ვიტან. თუ გოგო ძალიან ეჭვიანია, მასთან ურთიერთობას ვერ შევძლებ.

– როგორც ვიცი, მოტოსპორტი შენი ერთგვარი გატაცებაა.

– ძალიან მიყვარს. „მოტოზე“ რომ ვზივარ, ისეთ „მუღამში“ შევდივარ, მერე მანქანაზე ვეღარ ვჯდები. ძალიან მაგარია, მაგრამ, არ უნდა გაუთამამდე. მაგარია, როცა მარტო ზიხარ და ვინმეს საფრთხეში არ აგდებ. ამიტომაც ვიყიდე მოტოციკლი.

– რაიმე კომპლექსი თუ გაქვს, რომელსაც მალავ?

– მგონი, კომპლექსი ყველა ადამიანს აქვს და, ალბათ, მეც მაქვს, მაგრამ ძალიან დაკომპლექსებული რომ ვიყო რამის გამო, არც ასეა საქმე. ჩემი აზრით, მთლად უკომპლექსო ადამიანი დებილი უნდა იყოს. მიყვარს სიახლე, რატომაც არ უნდა გამოვცადო თავი ბევრ რამეში?! საერთოდ, ექსტრემალი ვარ. ძალიან მიყვარს პარაშუტით გადმოხტომა, მთაზე ასვლა და ასე შემდეგ. უნდა გამოსცადო, სიამოვნება რომ შეიგრძნო.

– მაგ დროს ფიქრობ რამეზე, თუნდაც თვითგადარჩენაზე, თუ, ბოლომდე ექსტრემში ხარ?

– მაგ დროს ყველაფერს მოწყვეტილი ხარ და მარტო რჩები საკუთარ თავთან. ვერ აღგიწერ, რა დოზით გრძნობ აღფრთოვანებას. ძალიან მაგარია.

– საკუთარ თავს კიდევ რაში გამოსცდიდი?

– „ფორმულა 1-ში“ არ ვმჯდარვარ და ძალიან მინდა.

– სწრაფი მძღოლი ხარ?

– გააჩნია სიტუაციას და განწყობას. თუ მარტო ვზივარ მანქანაში, სწრაფად დავდივარ, სხვა შემთხვევაში – ნელა.

– როგორი ბახუსი გაქვს?

– როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო, გონებას მაინც არ ვკარგავ. სიმართლე გითხრათ, ძალიან იშვიათად ვსვამ, წელიწადში რამდენჯერმე.

– უცნობ ადამიანებს გაცილებით სხვანაირი ჰგონიხარ, ვიდრე რეალურად ხარ. ძალიან ბევრს გაუკვირდა, როცა ფილმში გაშიშვლებული რამაზ ნოზაძე იხილა.

– მთლად შიშველი არ ვარ. ეს ფილმი რამდენიმე წლის წინ გადაიღეს, მაშინ მთლად ცნობილი სპორტსმენიც არ ვიყავი. რეჟისორი მოვიდა ვარჯიშზე, ჩამომითვალა ბევრი გამოჩენილი მსახიობი, რომლებიც ფილმში მონაწილეობდნენ. რატომაც არა-მეთქი, ვიფიქრე და დავთანხმდი.

– თავიდანვე გითხრეს, რომ უნდა გაგეხადა?

– არა, გადაღებაზე რომ მივედი, მაშინ მითხრეს. წლების შემდეგ, ფილმი რომ ვნახე, ის კადრები აღარც მახსოვდა. დაკომპლექსებული რომ ვიყო იმის გამო, ეს რა გავაკეთე-მეთქი, – ასე არ დამმართვია.

– გამოდის, რომ საკუთარი ათლეტური მონაცემების „პრეზენტაცია“ მოაწყვე.

– რატომაც არა!

– ჩაცმის მხრივ თუ ირჩევ ისეთ სამოსს, რითაც ხაზს უსვამ შენს ათლეტურ აღნაგობას?

– კარგად ჩაცმა ძალიან მიყვარს, მაგრამ, რაც არ უნდა ჩავიცვა, ათლეტური რომ ვარ, მაინც ჩანს. რომ მინდოდეს, მაინც ვერ დავმალავ. ზოგჯერ გადამეტებულ ყურადღებას ვგრძნობ. ალბათ, ყველა ადამიანს უნდა, რომ კარგი ტანი ჰქონდეს.

– როგორ მიიღეს ეს შენმა მეგობრებმა?

– ბევრმა უარყოფითად, ბევრმა კი, პირიქით – რა ლამაზი კადრებია, ქანდაკებას ჰგავხარო და ასე შემდეგ. გოგოებს ხომ ვეღარ ვაჩერებ, იმდენი ზარი შემოდის ჩემს ტელეფონში.

– პარალელურად ორი სასიყვარულო ურთიერთობა თუ გქონია?

– ჩემს პირადულში ნუ ერევით, ძალიან გთხოვთ. გინდათ, ჟურნალში ისეთი რამ დაწეროთ, რომ მერე ყველამ თქვას, ეს ვინ ყოფილაო?!

– ანუ, მაინც გქონია.

– არ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს.

– ოთხი დედმამიშვილი ხართ – სამი ძმა და ერთი და. ეჭვიანი არ იყავი შენი დის მიმართ?

– კი ვიყავი, მაგრამ ჩემი და ყველაზე უფროსია და ძმებს „გვაჩმორებდა.“ მასზე უფროსი რომ ვყოვილიყავი, მისი ყველა თაყვანისმცემელი ნაცემი მეყოლებოდა.

– ძმები თუ იცავთ ერთმანეთს, სამ ძმას თუ გიჩხუბიათ ერთად ვინმესთან?

– უბანში ყველამ იცის, ვინ ვინ არის. ამიტომ, ნაკლებად, რომ ვინმე საჩხუბრად მოვიდეს ჩვენთან. პირიქით, თუ რამე აწუხებთ, მაშინ მოდიან და ლაპარაკით ვაგვარებთ ყველაფერს. ვის რაში აწყობს სამ სპორტსმენ ძმასთან ჩხუბი?!

– შეიძლება ითქვას, ნოზაძეების ხელი ჩემს მტერს მოხვდაო?

– სამი ძმის – მით უმეტეს...


скачать dle 11.3