კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯორჯიან ფეშენ ვიქზე“, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის პატრონაჟით ტარდება, „ვოგის“, „ოფისიელის“ და „ელლეს“ მოდის კრიტიკოსები ჩამოდიან


იდეას, რომელიც მრავალი წელია არსებობს უკვე ხორცი ესხმება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის, მაკა მეტრეველის პატრონაჟით, კომპანია „ფეშენ გრუპი“ მარტში, თბილისში ყველაზე მასშტაბურ მოდის კვირეულს გამართავს. კვირეული, რომელსაც ბაიერები, კრიტიკოსები და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მედია საშუალებების ჟურნალისტები, „ფეშენ ტივი“ და სპეციალური სტუმრები ეწვევიან, თბილისის „ფეშენ“ ცხოვრებას ნამდვილად გამოაცოცხლებს და ცოტა ხნით მაინც პარიზულ სურნელს შემოიტანს.


ნატა სამადალაშვილი (ფეშენ-გრუპის წარმომადგენელი): მოდის კვირეული თითქოს მთელი ჩემი ცხოვრების აზრად იქცა; თუმცა არა მხოლოდ ჩემი, არამედ – პროფესიონალთა უზარმაზარი გუნდის. დღემდე ძალიან ლოგიკურად მოვედით, ალბათ სიტუაციამაც მოიტანა, რომ დღეს „ჯორჯიან ფეშენ ვიქი“ უკვე რეალობაა. მადლობა ღმერთს, ვიპოვეთ ისეთი ადამიანები, როგორიც მაკა მეტრეველი და ირაკლი ნასიძე გახლავთ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს არ არის მხოლოდ მოდის სფეროს საკითხი. ეს საერთო სახელმწიფოებრივი საქმეა, რომელსაც სერიოზული მომზადება სჭირდებოდა. აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიცია მქონდა, რომ დიზაინერებისა და მოდელებისთვის გზა გაგვეხსნა, რათა ის ნიჭი, რომელიც ქართველებშია მთელი მსოფლიოსთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.

მაკა მეტრეველი: ეს არ გახლავთ გართობა. როგორც ყველა საქმეს, ამასაც სჭირდება ხელშეწყობა. ვგულისხმობ, მოდის ინდუსტრიას რასაკვირველია. მოდის კვირეული, ყველა ქვეყანაში სერიოზული მოვლენაა და დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.

ნატა: ეს არის ბიზნესიც, იმიჯიც, ხელოვნებაც, პრესტიჟიც, მრეწველობაც – ყველაფერი ერთად. ჩვენი მიზანია, ქართველ დიზაინერებს მსოფლიო ბაზარზე გზა გავუკვალოთ.

– პარიზიდან ვინ გეხმარებათ კვირეულის ჩატარებაში?

მაკა: ეს არის კომპანია „Commukacion&Cie“, რომელიც მრავალი წელია ასეთ ივენთებზე მუშაობს და ყველა სეზონზე უზრუნველყოფს „მოდის კვირეულს“. „ფეშენ გრუპმა“ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გასული წლის ბოლოს გააფორმა. ბიატრის მანსონი გახლავთ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს დაგროვილი ამ საქმიანობაში. გვახარებს ფაქტი, რომ ჩვენ პირველ ნაბიჯებს ამ რანგის პროფესიონალებთან ერთად ვდგამთ. ოდესმე შეიძლება მივიდეთ იმ დონემდეც, რომ სხვას გავუწოდოთ დახმარების ხელი, თუმცა ჯერჯერობით ვსწავლობთ იმ ათასობით წვრილმანს, რომელიც ასეთ ღონისძიებას ახლავს თან.

ნატა: პარიზში ყოფნისას აღმოვაჩინეთ, რომ ამ რანგის საქმეს ოდნავ განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ნებისმიერი დეტალი უდიდესი მნიშვნელობისაა და ყურადღების მაქსიმალურ კონცეტრირებას მოითხოვს.

მაკა: მუსიკა, სცენა, მოსაწვევები, მაღალი დონის ფოტოები, ლოჯისტიკა, სტუმრები, პარტნიორები და ასე შემდეგ – უზარმაზარი სამუშაოა. ბევრი ალბათ, ასე ფიქრობს: „მოდი კვირეულს გავაკეთებ, გადავურეკავ დიზაინერებს, მოვლენ და ამით ყველაფერი დამთავრდა“. თუმცა, ასე არ ხდება და მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მიდგომა აღმოიფხვრას არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ ზოგადად. მე პირადად, პირველად ჩავიხედე მოდის სამზარეულოში. სასიამოვნო გაოცება ვიგრძენი, როცა სრულად გავაცნობიერე, რომ ის, რასაც საზოგადოება მოდას, სილამაზეს ან უბრალოდ, გართობას ეძახის, გახლავთ ასტრონომიულად დიდი მექანიზმი, სადაც ათასობით ადამიანია ჩართული.

– თბილისში უამრავი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს მოდის კვირეულში მონაწილეობას. ისიც ითქვა, ფრანგულმა მხარემ გარკვეული კატეგორია დაიწუნაო. რეალურად რა ხდება?

– პარიზში მოდას ცოტა სხვანაირად უყურებენ. არ ვაპირებ იმის გამეორებას, რაც ჩვენმა პარტნიორმა ფრანგულმა კომპანიამ ამა თუ იმ ბრენდის, დიზაინერის ან სახლის შესახებ გამოთქვა; ვინ მოსაწყენად შეაფასა და ვინ მარკეტის პროდუქტს შეადარა, თუმცა მიმაჩნია, რომ ამან ჩვენში ოდნავ სხვა ხედვის უნარიც ჩამოაყალიბა. თავდაპირველად, შოკიც კი მივიღე, მაგრამ მოგვიანებით, ჩავწვდი მათ მიდგომებს – აფასებენ კრეატივს, ინდივიდუალიზმს, შემოქმედებით ალღოს. ასეთი ხალხის წინაშე აუცილებლად საკუთარი ექსკლუზიური პეწი, ჩვენს შემთხვევაში, ტრადიციული ელემენტები ან კულტურის თვალსაჩინო მხარეები უნდა წარადგინო. პლაგიატი, გამეორება, კოპირება – გამორიცხულია. პარიზში ამას ვერავის გამოაპარებ.

– ყველაზე მეტად ვინ მოეწონათ?

ნატა: შერჩეული თხუთმეტი დიზაინერი მართლა დიდი მოწონების ობიექტი გახდა. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ თუ რომელიმე ქართველი დიზაინერი აღმოჩენა იქნება მოდის სფეროში, ამას არა ჩვენი პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, არამედ ის კრიტიკოსები შეაფასებენ და წარმოაჩენენ, რომლებიც კვირეულს დაესწრებიან.

მაკა: „ვოგი“, „ოფისიელი“, „ელი“, ფეშენ ტივი, ბაიერები, კრიტიკოსები მხოლოდ ნაწილია მათგან, ვისი საქართველოში ჩამოსვლა და მოდის კვირეულზე დასწრება პარტნიორმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სავალდებულო წესით. ეს კი, რასაკვირველია, დიდ პერსპექტივას შლის ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის. ბაიერები ჩამოვლენ არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც – სომხეთიდან აზერბაიჯანიდან, შესაძლოა, უკრაინიდან და ყაზახეთიდანაც კი.

ნატა: გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიისთვის მაინც ახალი სუბიექტია, კითხვებიც ბევრია და კონტროლიც მაქსიმალური. მაგრამ ეს ჩვენი სურვილიც გახლავთ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. სამწუხაროდ, დღემდე, ჩვენში, არსებობს დოგმა – რატომ უნდა ჩამოვიდეს, მაგალითად, ვალენტინო; ან რატომ არ უნდა ჩამოვიდეს. საკითხის, ჩემი აზრით, ასე დასმა საერთოდ არ შეიძლება. თუნდაც ვალენტინოს, ან ნებისმიერის საქართველოში ვიზიტი, დამოკიდებულია მხოლოდ მისსავე გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ჩამოსვლით მან ვერაფერი მიიღოს. ორივე მხარე სათანადო დონეზე უნდა იდგეს, როგორც საქმით ისე პრესტიჟით.

– რომელი დიზაინერები იღებენ, მონაწილეობას? ავთანდილი...

მაკა: ავთანდილი პროექტში მონაწილეობას იღებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ზოგადად, მოდის კვირეულის არსი ახალი ხაზების ან სახელების აღმოჩენაა. რასაკვირველია, ამ პრინციპს არც ჩვენ გავექცევით და ძირითად ყურადღებას აქაც დამწყებ დიზაინერებს და ახალ იდეებს დავუთმობთ.

– ცნობილია ისიც, რომ პროექტში მონაწილეობას ირაკლი ნასიძე იღებს...

– ირაკლი ნასიძის სახელი საქართველოს მოდის კვირეულზე არა მხოლოდ დიზაინერის სტატუსით გაიჟღერებს, ის ამ პროექტის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და ოფიციალური პროტექტორი გახლავთ. სწორედ მან დაგვაკავშირა ფრანგულ კომპანიას და, ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დაგვაყენა. სწორედ ირაკლი ნასიძე ხსნის კვირეულს და პირველ დღეს მხოლოდ მისი ჩვენებით ტკბობა ელის მაყურებელს. თბილისში წარდგენილ კოლექციას, ირაკლი ნასიძე, პარიზში მხოლოდ ორი თვის შემდეგ უჩვენებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, ეს პრინციპი 100 პროცენტით იქნება დაცული, რაც, დამეთანხმებით ალბათ, დიდი პატივია.

– თუ არ ვცდები, დღის წესრიგის მიხედვით, რამდენიმე ჩვენება ელის მაყურებელს...

– 26 მარტს კვირეულს ოფიციალური მიღება გახსნის და საღამოს კი ჩვენება განაგრძობს. შემდგომ დღეებში, რეგულარულად (29 მარტის ჩათვლით), საღამოს ექვსი საათიდან დაიწყება სხვადასხვა დიზაინერთა კოლექციის ჩვენება. რაც შეეხება თავად დიზაინერებს, უკვე ცნობილია, რომ კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ: ავთო ცქვიტინიძე, ქეთი კალანდაძე, ლელა ელოშვილი, თათა ვარდანაშვილი, ბიჭოლა, ზენკა და მარი, გოგა ნიქაბაძე, დადუ და ლინკი, თეონა ელიზბარაშვილი, ლელა კულიანი, ნინო მახარობლიძე, ქეთი ჩხიკვაძე, ანუკა ქებურია, ირაკლი რუსაძე, ლაკო ბუკია, ხათუნა ცხაკაია, რომელიც პარიზში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

– დათუნა სულიკაშვილი?

– არა, დათუნა კოლექციის შექმნას ვერ ასწრებს.

– ნინო ჩუბინიშვილი?

– ნინო კოლექციას არ უჩვენებს, თუმცა გეტყვით, რომ ის ჩვენს მმართველ ბორდში შედის.

– რა თანხით განისაზღვრება კვირეულზე მონაწილეობისთვის საჭირო საწევრო გადასახადი?

– მიზერული თანხა გახლავთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საწევროს გარეშე კვირეულზე მონაწილეობის პრეცედენტი არ დავუშვათ. მსოფლიოში ეს თანხა გაცილებით მაღალია. სცენას, მუსიკალურ გაფორმებას, მოდელებს, განათებას – ყველაფერს კვირეულის საორგანიზაციო გუნდი უზრუნველყოფს. ჩვენზეა 50-ზე მეტი სტუმრის გადაადგილების, დაბინავებისა და ყველა სახის მომსახურების ხარჯი. სამუშაო პროცესშია ასევე მოდელების, მუსიკოსების და ხმის ოპერატორის უცხოეთიდან ჩამოყვანის საკითხიც. რასაკვირველია პროექტში ჩართული იქნება ათობით ქართველი სპეციალისტი – ვიზაჟზე, სტილზე, დიზაინზე, ტექნიკური უზრუნველყოფისთვის... პროექტში უზარმაზარი რესურსი და ინვესტიცია იდება და ეს მხოლოდ კომპანია „ფეშენ გრუპის“ ძალისხმევა არ გახლავთ. საქართველოს მოდის კვირეულის ორგანიზებაში ლომის წილი შეიტანა თბილისის მერიამ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ; პროექტის სპონსორებმა, რომელთა შორის გახლავთ „მადნეული“ და „კვარციტი“ – ანუ პროექტის წარმდგენები; ავიაკომპანია „აირზენა“ – როგორც გენერალური სპონსორი; „ჯიემსი ჯგუფი“, „ირაო“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „ნიუ ენერჯი“, „ჯიდი ალკო და აუთდორ-ჯი“.

– სად ჩატარდება საქართველოს მოდის კვირეული?

– ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის ერთდროულად რამდენიმე პავილიონში. ცალკე იქნება უზრუნველყოფილი სივრცე შოურუმისთვის, რაც ყველა დიზაინერს ინდივიდუალურად მისცემს საკუთარი კოლექციის წარდგენის საშუალებას, მას შემდეგ რაც ჩვენება დასრულდება.

– უცხოელ დიზაინერთა შორის, როგორც ითქვა, პოლ სმიტიც იქნება...

– ითქვა, რომ პოლ სმიტთან მოლაპარაკება მიდის და ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, დაბეჯითებით დღეს ამის გაცხადებას თავს ვარიდებთ, რათა მცდარი ინფორმაცია არ მივაწოდოთ პუბლიკას.


скачать dle 11.3