კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იღვიძებს რატი დურგლიშვილში გერმანული გენი ქალთან შეხვედრისას და სად გარბოდა ის ცეცხლმოკიდებული ზეწრით


მომღერალი რატი დურგლიშვილი ის ადამიანია, რომლისთვისაც ყველა დღე განსხვავებულია, ის ყოველთვის სიახლის ძიებაშია და სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ერთი სიტყვით, არ შეიძლება მისი ოპტიმისტური განწყობა, მის გვერდით მყოფ ადამიანზე არ გადავიდეს. რატის „კრიმინალური“ წარსულიც აქვს, ალმოდებულსაც უმგზავრია აღმაშენებლის გამზირზე და არც პატრულებთან „უსიმულიანტია“ საკუთარი პოპულარობით.

რატი დურგლიშვილი: კურიოზულ სიტუაციებში იუმორს ვიშველიებ და ასე ვიხსნი ხოლმე თავს, და, კიდევ, ასეთ დროს ჩემი თვალები მშველის. ისეთ საცოდავ გამომეტყველებას ვიღებ, ისე ვისაწყლებ თავს, ისეთი სახე მაქვს, რომ დამინახოთ, ნამდვილად შეგეცოდებით და აღარ გაიცინებთ.

– ცნობილი ხარ, როგორც არაპუნქტუალური ადამიანი – სულ აგვიანებ შეხვედრაზე. ამის გამო უხერხულ სიტუაციებში არ ვარდები?

– როგორ არა. დაგვიანებაში „ხუთიანი“ მიწერია (იცინის). სხვათა შორის, პაემანზე არასდროს ვაგვიანებ, ამ დროს გერმანელივით პუნქტუალური და მობილიზებული ვარ. ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ, თუ ქალს ვხვდები, აი, მაშინ იღვიძებს ჩემში გერმანული გენი.

– ვიცი, დიდი მსმელი არ ხარ, თუმცა, პირველი სიმთვრალე არასდროს დაგავიწყდება კაცს, არ მეთანხმები?

– გეთანხმები. სულ სამჯერ დავთვერი ძალიან მაგრად და ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. პირველად, ჩემს სოფელში, ახალგორში გავილეშე, ისეთი ვიყავი, მტრისას. მაშინ კი დავიფიცე, აღარასოდეს დავლევ-მეთქი, მაგრამ... შეყვარებული მყავდა. მარიამობა აღვნიშნეთ და შეყვარებულს ისე მომეკიდა სასმელი, მთლიანად მოვწყდი, ვეღარ დავდიოდი. იმ დღის შემდეგ სულ ვფიქრობ, ისე არ დავლიო, რომ სამყაროს მოვწყდე-მეთქი. ერთხელ, ცოტა ნასვამი ვიყავი, სულ რაღაც ორმოცდაათი გრამი კონიაკი მქონდა დალეული. მანქანაში ჩემი მეგობრებიც ისხდნენ. პატრულმა გამაჩერა. ვუთხარი, არ დაგიმალავ და კაცურად გეტყვი, ორმოცდაათი გრამი კონიაკი მაქვს დალეული და მთვრალი ნამდვილად არ ვარ-მეთქი, იმან კი დაიწყო: აუ, დაგილევია და ჯარიმა უნდა გამოგიწერო, სხვა გზა არ მაქვს, რა გიყო ძმაო, ვიცი, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ კანონზე წინ ვერ დაგაყენებო. ეს არც მე მითხოვია. გადმოვიდნენ მეგობრები მანქანიდან, ეხვეწნენ, ემუდარნენ, მაგრამ, აპა!.. ეტყობა, ცუდი ადამიანი იყო და მისი ცუდი აურა ჩემზე გადმოვიდა, – მთელი ერთი თვე გამყვა ცუდი განწყობა. ისე, მართლა პატიოსანი მძღოლი ვარ. ნასვამი როგორ დავჯდები საჭესთან, ის დღე გამონაკლისი იყო და, ბედი არ გინდა?! სხვათა შორის, ერთხელ ავარიაში მოვყევი, ნასვამი არ ვიყავი, უბრალოდ, სხვამ დაარღვია და დამეჯახა. აი, იმ მომენტში, ზუსტად ერთ წამში, ყველა საყვარელი ადამიანის სახე დავინახე, ვინც ძალიან მიყვარს. კადრებივით ჩამიარა წინ მათმა სილუეტებმა. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, რომ ამბობენ, ცხოვრებამ კადრებივით ჩამიარაო. ერთხელ ჩემი „ოპელით“ მეგობრები კიკეთში ავედით. აკუმულატორი „ახურებდა“. მანქანა დაღმართში გავაჩერე და ხეს მივაყუდე. ძალიან გვშიოდა. ექვსნი ვართ, ორი ბიჭი და ოთხი გოგო და გვაქვს მხოლოდ ქათამი და ღორის მწვადი, მეტი არაფერი. ძლივს დავანთეთ ცეცხლი, უნდა შევწვათ მწვადი და, არ წამოვიდა მაგარი წვიმა?! ჩააქრო ცეცხლი, წელის ანთება ავიკიდე, გავიწუწეთ, დავრჩით მშივრები. ვიფიქრეთ, წავიდეთ მაინც, თავს ვუშველოთო. ჩავსხედით მანქანაში და ვერ ვქოქავ. მიყუდებულია მანქანა ხეზე და ვერ დავძარი. გადავიდნენ გოგოები, აწვებიან, მაგრამ რას აწვებიან. აღმართზე უნდა ავიდეთ. მიაწვებიან, ცოტას ავივლით, ქვას დაუდებენ, ისევ მიაწვებიან, ქვას დაუდებენ. წელში გაწყდნენ საწყლები. მერე წუწუნებდნენ, ეს იყო პატივისცემა? არც მწვადი გვაამეთ, მანქანაც გვათრევინეთ და კარგა ხანს წელის ტკივილიც ვეღარ მოვირჩინეთო (იცინის).

– რატი, აღმაშენებლის გამზირზე მართლა ცეცხლმოკიდებული მანქანით მიჰქროდი?

– ეს ძალიან სასაცილო ისტორიაა. მოკლედ, ელენე ფოჩხუასთან ვიყავით სტუმრად მე და მაიკო კაჭკაჭიშვილი. ელენეს დაურეკეს, სასწრაფოდ უნდა მოხვიდე აქა და აქო. გიჟებივით გამოვცვივდით გარეთ, ჩავხტით მანქანაში და გავცვივდით. ელენე პირველ სართულზე ცხოვრობს და გარეცხილი თეთრეული ჰქონდა ეზოში გაფენილი. ღამე იყო. მალაკნებიდან აღმაშენებელზე რომ გავედით, მანქანებიდან რაღაცას გვანიშნებდნენ. ელენე უკან იჯდა. ვერ მივხვდით, რა უნდოდათ. მაიკომ თქვა, კაცო, რას გვანიშნებენ ნეტავი, ყველანი ადგილზე ვართ, ხელ-ფეხი გარეთ არ დაგვჩენიაო. უცბათ სარკეში გაიხედა და რას ხედავს – ცეცხლი აქვს მანქანას მოდებული. გააჩერეო, იკივლა. რომ გავიხედე და ცეცხლი დავინახე, მაგრად დავფრთხი, ვიფიქრე, არ აფეთქდეს მანქანა-მეთქი, სწრაფად დავამუხრუჭე, მაგრამ, სანამ მანქანა გავაჩერე, მაიკო და ელენე უკვე მანქანაში აღარ ისხდნენ (იცინის). გიჟებივით გავიქეცით შორს, არ აფეთქდეს და არ დავიწვათო. შუა მარჯანიშვილის მოედანზე ხდება ეს ამბავი. გადმოვედი და რას ვხედავ: ელენეს ზეწარი ხომ ჰქონდა ეზოში გაფენილი, მანქანაში რომ ჩაჯდა, ზეწრის კუთხე კარში მოჰყვა და, გზაზე რომ გავედით, დროშასავით აფრიალდა. ღამე რომ იყო და ფარები მენთო, ის წითლად ანათებდა და ცეცხლის ეფექტს ქმნიდა. მოკლედ, ვინც იქ იყო, სიცილით გასკდა. ჩვენ ჯერ ვერ მოვედით აზრზე, მერე კი იმდენი ვიცინეთ, ერთმანეთს ვასკდებოდით.

– რამეზე თუ წაგცდენია ხელი, თუნდაც ბავშვობაში?

– წამცდენია და ამას ახლაც ვნანობ. დედაზე ვაფანატებ. ყოველთვის ვცდილობდი, საჩუქრები გამეკეთებინა. დაახლოებით 7 წლის ვიქნებოდი. მე და ჩემი ძმა შევედით მაღაზიაში. ქალის ლამაზი „ნასკები“ დავინახე. ვიფიქრე, დედაჩემს ვაჩუქებ და გაუხარდება-მეთქი. ფული არ მქონდა. ავდექი და მოვიპარე. საღამოს დედას ვუთხარი, შენთვის საჩუქარი მაქვს-მეთქი. გაუკვირდა, ფული არ გქონდა და საიდანო. ვუთხარი, ჩუმად შევაგროვე და ეს „ნასკები“ გიყიდე-მეთქი. მიმიხვდა ტყუილს და რაც მე დედამ მცემა, მგონი იმდენი რუსულ ბარაბანს არ მოხვედრია (იცინის). დღემდე „ნასკები“ არ მომიპარავს, ისე მწარედ მახსოვს ის ცემა. მერე მამაჩემი მოვიდა, ახლა იმან გაიგო ეს ამბავი და მომდგა: შენ ჩემი შვილი არ ხარ, შემარცხვინე, ჩემოდანს ჩაგილაგებ, ინტერნატში ჩაგაბარებ, ასე და ისეო. რომ წარმოვიდგინე, სახლიდან მაგდებენ, დედ-მამა აღარ მეყოლება, სულ გავგიჟდი და უფრო მაგრად ვიბღავლე და ვიბღავლე (იცინის). ამის მერე მოვიპარავ რამეს? გამორიცხულია!

– მგონი, ერთადერთი მამაკაცი ხარ, რომელსაც მაღაზიებში სიარული და შოპინგები გიყვარს. უცხოეთში ჩასული მარტო დადიხარ საყიდლებზე თუ ვინმესთან ერთად?

– ვინც ერთხელ წამომყვა, ის მეორედ სადღა გამომყვება? (იცინის). მართლა ძალიან მიყვარს მაღაზიებში სიარული. შეიძლება, არაფერი ვიყიდო, მაგრამ, იმდენს ვიწანწალებ, იმდენს... მით უმეტეს, თუ უცხოეთში ვარ. მოკლედ, ამ პროცესზე ვგიჟდები. სხვათა შორის, ამას წინათ რიგაში გახლდით დუეტი „ჯორჯია“. მაკას ვთხოვე, მაღაზიაში გამყევი-მეთქი. ორ მაღაზიაში გამომყვა და მერე მოიმიზეზა, სასტუმროში უნდა წავიდე და დავიძინო, ძალიან მეძინებაო. დავტოვე მაკა სასტუმროში და შევუდექი ჩემს საქმეს (იცინის), იმდენი მაღაზია მოვიარე, რომ ბოლოს ფეხების ტკივილი ვიგრძენი. რაღაცეებიც ვიყიდე და ვიფიქრე, ახლა სასტუმროში მივალ-მეთქი, მაგრამ, ვეღარ გავიკვლიე გზა. დამცხა. რობოტივით დავდიოდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა, ვფიქრობდი, ეს რა დამემართა როგორ დავკარგე ორიენტაცია-მეთქი. უცებ, ბავშვი დავინახე და ვკითხე ჩემი ჭკუით, რუსულად: „ნე პადსკაჟეშ, გდე რიგის მოტელი“? არადა, უნდა მეთქვა: „გდე გასტინიცა „რიგა“? საცოდავმა ბავშვმა ჯერ ხომ გაოცებულმა მიყურა, მერე კი კივილი ატეხა, თან გარბოდა. ეტყობა, იფიქრა, რომ ცუდი რამე ვუთხარი. ვიფიქრე, ახლა ამან პატრულს არ გამოუძახოს და, ამ ჩემი შოპინგის გადამკიდე, თავი არ ამომაყოფინონ პოლიციაში-მეთქი. გამოვიქეცი იქიდან და, როგორც იქნა, თავად მოვძებნე ის „გასტინიცა“. წარმოიდგინეთ, მერე დავითვალე და, მთელი რვა საათი დავდიოდი მაღაზიებში. სანამ ფეხები მემორჩილება, მანამდე შემიძლია ბოდიალი და, აბა, ვინ გამომყვება საყიდლებზე? ერთხელ კი მე და მაიკო კაჭკაჭიშვილი ბაკურიანში წავედით. არც ერთმა არ ვიცით თხილამურებზე დგომა, არადა, იქ ხარ, ირგვლივ თოვლია, ყველა სრიალებს, ერთობა... რა გინდა, ქნა? რომ დავდგე და წავიქცე, დავგორდე და ფეხი ან ხელი მოვიტეხო, ეგ მინდა? არ გინდა მერე თბილისში დაბინტული ჩამოსვლა?! ავდექით და გამოსავალი ვიპოვეთ: დავიქირავეთ მარხილი, შემოვიწყვეთ თხილამურები გვერდებზე, ხელს ვუქნევდით ხალხს და ასე, მთელი დღე, ცხენები ვარბენინეთ თოვლში. ხალხი გაგიჟებული გვიყურებდა, ეს კონკია და პრინცი ვინ არიანო (იცინის). ფეხი არ დაგვიდგამს თოვლზე, ისე დავისვენეთ ბაკურიანში, თხილამურები კი გვქონდა გვერდებზე შემოწყობილი – რა იცი რა ხდება? (იცინის).


скачать dle 11.3