კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიცნო შალვა ოგბაიძის შვილიშვილმა არაბი ტერორისტები და როგორ დაადო მას ვალები მიხეილ სააკაშვილმა

შალვა ოგბაიძის უფროსი შვილიშვილი, 7 წლის შაკო, ძალიან ცელქი და ყოჩაღი ბიჭია. მას თავისი სეხნია ბაბუის პოლიტიკაში ჩართვა მაინცდამაინც არ მოსწონს. ურჩევნია, რომ ის ძველ სამსახურს დაუბრუნდეს, რადგან ფიქრობს, რომ ადრე უკეთესად ცხოვრობდნენ. შაკოს ბევრი გატაცება აქვს, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთი და კარტინგია. უკვე დიდი ხანია, „ბარსაში“ თამაშზე ოცნებობს და  ბაბუასაც ესპანური კლუბის პრეზიდენტობას ჰპირდება.     

– მე ვარ შაკო ოგბაიძე, ვსწავლობ წმიდა გიორგის სახელობის სკოლაში. მაგ სკოლაში ძალიან კარგად გვასწავლიან, დედას უთხრეს ასე და იმიტომ მიმიყვანა ამ სკოლაში. სწავლას დასვენებები ჯობია, როგორც გინდა, ისე იგიჟებ, ერთმანეთს ვეჯიბრებით გასწრებაში, კიდევ „გაშეშობანას“ ვთამაშობთ. ყველგან შეიძლება „დაასტუკო“ ბავშვი, ტუალეტის გარდა, ტუალეტში მარტო დამალვა შეიძლება. იქ ერთი მოსახვევია და კარგად დაემალები ვინმეს. ერთხელ დამრიგებელიც კი გვეთამაშა „გაშეშობანას“.

– თამაშის გარდა სკოლაში კარგი არაფერი ხდება?

– რა უნდა მოხდეს, სწავლა?! ხო, რა ვიცი, სკოლა ფიზკულტურით არის კარგი, იქ საცოცავი კედლებია და ზედ უნდა აცოცდე, მაგრამ პატარებს ჯერ არ გვიშვებენ. ბუნება და მათემატიკაც კარგია, დანარჩენები მაინცდამაინც არ მომწონს. მათემატიკა მაგარი საგანია, თუ მათემატიკას და დიდ ციფრებს კარგად არ ისწავლი, ფულს ვერასდროს იშოვი. ბაბუა ფულს რომ მაჩუქებს, კარგად ხომ უნდა დავითვალო?! აბა, ქართულია კარგი?! იმდენ საკითხავს გვაძლევენ, წიგნზე დაგეძინება. ვიღლები, რა!.. იქ „სალამურა“ უნდა წაიკითხო, თან ცოტ-ცოტას ვერ ვკითხულობ, მერე მავიწყდება, სად გავჩერდი და ერთი და იგივე ფურცელს, ხანდახან სამჯერ ვკითხულობ.

– სანიშნი არ გაქვს?

– სანიშნიანი მარტო პატარა სახარებაა. ღმერთზე რომ წიგნია დაწერილი, ის უკვე დავამთავრე. ჩემს მეგობრებს არც კი აქვთ წაკითხული. მარტო თამაში უნდათ. არა, თამაში მეც ძალიან მიყვარს... სკოლაში ბიჭებისთვის გვაქვს რაგბი და ხრიდოლი. გოგონები ტანვარჯიშზე დადიან. მე ხრიდოლზე უნდა შევიდე, ტანვარჯიშზე ხომ არ შევალ. გოგომ რომ ხრიდოლი იცოდეს და შემთხვევით ცოლად მოვიყვანო, მერე რომ გავაბრაზო, ყოველდღე იმდენს მიბათქუნებს, ცემით მომკლავს. გოგო სხვანაირად უნდა იყოს კარგი, ლამაზი, და ჭკვიანი. ისე, მაგათ მეგობრობის არაფერი გაეგებათ, მაგარი ენატანიები არიან, ერთ საიდუმლოსაც ვერ გაანდობ. ერთხელ გაიგეს, რომ ერთი გოგო მომწონდა და ქვეყანა შემიყარეს. რაც გავიგე, რომ გოგოები ენას ატლიკინებენ, სამეგობროდ მარტო ბიჭებს ვენდობი. გოგოებთან „ვაფშე“ გავწყვიტე კავშირი.

– რა საიდუმლოებებს უმხელ ბიჭებს?

– ბევრი საიდუმლო მაქვს, მაგრამ თქვენ არ გეტყვით. დედაჩემი გაიგებს, ბაბუაჩემიც. ისე, ბაბუა მაინც არაფერზე მეჩხუბება. ერთხელ სკოლაში ძალიან ცუდი რამე დავაშავე: მე ირაკლი ვცემე, კარატისტი ნოე დამეხმარა მის ცემაში, ამიტომ არის კარგი კარატისტებთან მეგობრობა, ამის გამო დირექტორთანაც კი აგვიყვანეს. ეგონათ, რომ დაგვსაჯეს – მე და ნოეს ოთახი დაგვაგვევინეს. სულაც არ ყოფილა დაგვა ცუდი, თუ უნდათ, მთელ სკოლას დავუგვი. ბაბუა არც ამაზე არ მეჩხუბა.

– ბაბუაშენი ვინ არის?

– ყველამ იცის და თქვენ სად ცხოვრობთ, რომ არ იცით? ბაბუაჩემს ჩემი სახელი და გვარი ჰქვია, ოღონდ, დიდი კაცია, აი, ეხლა რომ სცემეს და სისხლი დაადინეს. ადრე ბაბუა საქართველოს მანქანების პრეზიდენტი იყო, მერე მიშამ იქიდან გააგდო და ბაბუა ოპოზიციაში წავიდა. ეტყობა, მიშამ იფიქრა: ამ კაცს დღეს მანქანების პრეზიდენტობა უნდა, ხვალ სხვა რამის პრეზიდენტობა მოუნდება, მერე კი ჩემი ადგილიო. მიშას რაც არ უნდა უყვირონ, წადიო, მაინც არ წავა. ეტყობა, უნდა, რომ მთელი ცხოვრება პრეზიდენტი იყოს. მაგრამ ეგრე არ მოხდება. არჩევნები რომ იქნება, ბაბუაჩემი თავის ყველა ხმას და მეზობლების ხმებსაც ნინო ბურჯანაძეს მისცემს.

– როგორ ფიქრობ, ბაბუას მართლა უნდოდა მიშას ადგილი?

– არა, რათ უნდოდა! ადრე მიშა და ბაბუა მეგობრები იყვნენ. მე მგონი, ბაბუამ ასწავლა მანქანის ტარება, მაგრამ მაგას კარგად არ ეცოდინება, თუ უნდა, მე ვასწავლი, მაგრამ არა, სხვებმა ასწავლონ. რაღაცეები გააკეთა და ვალები მაგან დაგვიგროვა. ბაბუა რომ პრეზიდენტი იყოს, მერე მაგას უნდა უყვირონ: გადადექი, გადადექიო. პოლიტიკას, ჯობდა, ისევ ავტომობილებში ყოფილიყო. ადრე არც სცემდნენ და არც ვალები გვქონდა. ეხლა ბაბუას იმდენი ვალები აქვს, რომ ორი სახლი ჩადო ბანკში, რომ ჩვენთვის ფული ესესხებინათ, მაგრამ რაც მოგვცეს ისიც არ გვეყო.

– რატომ აქვს ბაბუას ვალები?

– როცა პრეზიდენტი იყო, ჩემთვის ბევრ სათამაშოებსა და კონსტრუქტორებს ყიდულობდა და იმიტომ. ყველა სურვილს მისრულებდა. არა, თავისთვისაც კი იყიდა მანქანა. ერთი მანქანა და ერთი გარაჟი უკვე გავყიდეთ, ცოტა მანქანებიღა დაგვრჩა.

– რამდენი მანქანა გყავთ?

– გაყიდული მანქანა ითვლება?

– არა...

– მაშინ, გვყავს ოთხი მანქანა, დედას, ბაბუს, მამას, ბიძას. მარტო ბებოს არ ჰყავს მანქანა, არც იცის ტარება და მანქანა რად უნდა? ვერ ისწავლა, რა... ეგ მანქანები რომ გავყიდოთ, ვალებს მაინც ვერ დავფარავთ, სახლები რომ გავყიდოთ, მერე სად უნდა ვიცხოვროთ? მარტო მამას და ბაბუას კი არა, მეც კი მაქვს ვალები.

– შენ ვისი ვალი გაქვს?

– დედასი, მამასი. ვეტყვი ხოლმე, მომეცით ფული და მერე დაგიბრუნებთ-მეთქი, აბა, მიშამ რომ ბაბუს სამსახური წაართვა, ეხლა როგორ დავუბრუნებ უკან ფულს? პოლიტიკოსების ბრალია ყველაფერი.

– არც ერთი პოლიტიკოსი არ მოგწონს?

– ლევან გაჩეჩილაძე. იმიტომ, რომ ჩემს ყველა ძმაკაცს ეგ მოსწონს, ბურჯანაძე ისე რა მომწონს, იმიტომ რომ ქალია. ქალი რომ არ იყოს, უფრო მომეწონებოდა. მე ბაბუაჩემიც მომწონს, როგორც პოლიტიკოსი. როცა შარვალ-კოსტუმი აცვია, ან სცემენ, ბაბუაც ნამდვილ პოლიტიკოსს ჰგავს, თან, მიტინგებზეც ხომ გამოდიოდა. თუ მიტინგზე არ გამოხვალ, პოლიტიკოსი ვერ გახდები. ოღონდ, პირველად რომ გამოხვალ მიტინგზე, ყველაზე მაგრად და ხმამაღლა უნდა იყვირო, რომ სხვამ არ გაჯობოს.

– როცა გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?

– ფეხბურთელი. ძალიან ცნობილი ფეხბურთელი უნდა ვიყო და „ბარსაში“ უნდა ვითამაშო. ადრე მინდოდა, რომ ავტომობილისტი გამოვსულიყავი, მანქანის ტარებაც მე თვითონ ვისწავლე, კარტინგზეც გამოვდიოდი. ბაბუას და მამას მანქანები ისე დაჰყავთ, რომ ერთხელაც არ მოსვლიათ ავარია, აუ, მოსახვევში როგორ შედიან?! მე ჯერ ვერ ვარ ესეთი მაგარი მძღოლი. ეხლა საერთოდ გადავიფიქრე და მივხვდი, რომ ავტომობილისტობას ფეხბურთელობა ჯობია. ფეხები შეიძლება ფეხბურთის თამაშის დროსაც კი დაგემტვრას, მაგრამ თავი მაინც არ გაგიტყდება. მე ეხლა „ირაოზე“ დავდივარ, აქედან პირდაპირ „ბარსაში“ წავალ და, როგორც ქრისტიანოს უხდიან, მეც ათას ლარებს გადამიხდიან. თბილისში მაგარი „ფერარით“ ჩამოვალ ხოლმე, მაგრამ ამ გზებზე რომ არ გაფუჭდეს, თბილისის შემოსასვლელში დავტოვებ. ბაბუა დამპირდა, მანქანა რომ გეყოლება, ყველა ხელოსანთან უფულოდ გაგიშვებ, რომ მანქანები გაგიკეთონო... როცა მე ფეხბურთელი ვიქნები, ბაბუას „ბარსას“ პრეზიდენტად გადავიყვან სამუშაოდ, აქ რა უნდა, მიშა რომ კიდევ ასი წელი იყოს პრეზიდენტი, სულ უმუშევარი ხომ არ იქნება? აღარ მინდა, რომ კიდევ სცემონ. მე ვუთხარი, რომ თუ არ უნდა ბარსელონაში ცხოვრება, მაშინ ბრაზილიაში გავუშვებ საცხოვრებლად. იქ ოკეანის სანაპიროებია და კარგად დაისვენებს, თან, არავინ დაუწყებს ჩხუბს, ვერც მოვალეები იპოვიან. ინტერნეტით მოვძებნი ყველაზე კარგ პლიაჟს, სადაც შეიძლება სერიალების პერსონაჟებიც კი ისვენებენ და ბაბუაც გაერთობა კარგად (იცინის). მარტო იმისი მეშინია, რომ სადმე ტერორისტებს არ გადაეყაროს. მაგრამ, მე მგონი, ბრაზილიაში ბევრი ტერორისტი არ უნდა ცხოვრობდეს.

– გეშინია ტერორისტების?

– მაგათი ობამას და პუტინს ეშინიათ და მე არ შემეშინდება?! ერთხელ რუსთავში შევხვდი ორ კაცს. ისე იყვნენ ჩაცმულები, რომ ნამდვილად არაბი ტერორისტები იყვნენ. იმ კაცმა რაღაცა მკითხა. მერე იმ დღეებში სადღაც ააფეთქეს ბომბი და მივხვდი, რომ რუსთავიდან ჩავიდნენ იქ. ჩემი ძმა, სანდრო, პოლიციელი უნდა გამოვიდეს და ყველა ტერორისტს გაანადგურებს. თათარ ტერორისტებს თუ ვერ დახოცავს, ქართველ ტერორისტებს სულ მოსპობს, რომ მერე ოპოზიციონერებს რეზინის ტყვიები ვეღარ დაუშინონ.



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3