კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

სალომე ჭულუხაძე: „კაცური საჭმელები მიყვარს – ხორციანი და ნოყიერი. მაგალითად, ოჯახური“


სალომე ჭულუხაძე: საყოფაცხოვრებო პრობლემები გათხოვების შემდეგ შემეხო. (იცინის) გადასახადების გადახდაც ახლა დავიწყე. მანამდე, ამ ყველაფერს ჩემი მშობლები აგვარებდნენ და მე ვერაფერს ვიგებდი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ყველაფერი მზამზარეული, კომფორტი, მაგრამ ცალკე ცხოვრებას მაინც სხვა ხიბლი აქვს. ყოველთვის მინდოდა, მარტო მეცხოვრა. დამოუკიდებლობა ძალიან მომწონს. მირჩევნია, ისევ ჩემი გასაკეთებელი იყოს ყველაფერი. მით უმეტეს, რომ ძნელი ამაში არაფერია. ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებს არის ის, რომ იქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ, წყალი გრაფიკით მიეწოდება. საშინელებაა უწყლობა და ეს ჩვენი, ერთადერთი, დიდი პრობლემაა. მგონი, მოუგვარებელიც, – რადგან ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რომ იცი, ღამის პირველი საათიდან მეორე დღემდე წყალი არ იქნება, ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

– ჭურჭელს შენ რეცხავ და ალაგებ?

– რა თქმა უნდა. მე ვაკეთებ ყველა საოჯახო საქმეს. აი, კერძების მომზადებაში კი ლაშა მეხმარება. ძალიან გემრიელად ამზადებს.

– ესე იგი, ივარგა ამ საქმეში.

– კი, კი, ბევრად უფრო გემრიელად ამზადებს, ვიდრე მე. კვერცხს და კარტოფილს ვწვავ მე, მაგრამ „სერიოზული“ კერძების მომზადება მან ჩაიბარა. ხორციანიც კარგად გამოსდის და ლობიოც. უხორცო ბორშჩიც გაუკეთებია. არა, კი არ იცის, პირველად აკეთებს და გამოსდის (იცინის).

– და არ წუწუნებს?

– არა, რას ამბობ. წუწუნებს, კი არა ძალიან კმაყოფილია და მოსწონს კიდეც, რომ არ უნდოდეს, მე ხომ არ დავაძალებ. საყიდლებზე კი ყოველთვის ერთად დავდივართ და ძალიან გვიყვარს – ძალიან სასიამოვნო პროცესია ბაზარში სიარული.

– ესე იგი, თქვენი ნახვა ბაზარში შეიძლება?

– (იცინის) მარკეტში სიარულს ბაზარში სიარული მირჩევნია. მართლა ძალიან მომწონს.

– ეტყობა გცნობენ და გიკლებენ ფასს.

– ტაქსის მძღოლები მცნობენ. ფულს არ მართმევენ და მე ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს. მერიდება და ვეხვეწები, აიღონ ფული, მაგრამ ეს კიდევ უარესია. ამისიც მრცხვენია – ადამიანს სურს პატივისცემა გამოხატოს. გადმოვდივარ ტაქსიდან და ვამბობ, მორჩა, ტაქსიში აღარ ჩავჯდები-მეთქი, მაგრამ როცა გეჩქარება, რას იზამ?!

– შეგიძლია, ბიუჯეტის კარგად დაგეგმვა, თუ მფლანგველი ხარ?

– (იცინის) ოო, ეგ საჩემო საქმე არ არის. ჯერჯერობით, რაც მაქვს ისე ვხარჯავ, უკან არ ვიხედები. ვიცი, რომ ასე არ შეიძლება და ოჯახის ბიუჯეტს ეკონომიური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ამჟამად არ გამომდის. რა ვქნა. ლაშაც ასეთია და როგორ „გამოვსწორდებით“, არ ვიცი. ალბათ, მოვა დრო და უფრო ეკონომიურად დავხარჯავთ.

– თქვენ ჯერ საკუთარი ბინა არ გაქვთ?

– არა. ველოდებით. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური ვიქნები ჩემი ბინის მოწყობისას, მაგრამ „ელიავაზე“ ალბათ, ლაშა ივლის. თუმცა, ჯერ მაგაზე არ მიფიქრია. წინასწარ არ მინდა, ამაზე ვიმსჯელო.

– რა არის შენი სისუსტე, ანუ რაში შეიძლება ფული შემოგეფლანგოს?

– ყველაფერში შეიძლება, შემომეფლანგოს ფული, რასაც საყიდლები ჰქვია. რაც მომწონს, ვყიდულობ და ეს არის ჩემი სისუსტე. არაფრით არ შემიძლია ფულის გადადება. გემრიელად ხარჯვა მიყვარს. მირჩევნია, დღეს კარგად გავერთო და ვისიამოვნო, ხვალ რაღაც გამოჩნდება. (იცინის) თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ჯერ პატარები ვართ. ვისწავლით ეკონომიას.

– საკუთარი შემოსავალი მას შემდეგ გაგიჩნდა, რაც „შუა ქალაქში“ მიხვედი, თუ მანამდეც მუშაობდი?

– არა. მანამდე მშობლების ხარჯზე ვცხოვრობდი. დედა და მამა მაფინანსებდა. რაში დავხარჯე ჩემი პირველი ხელფასი? არ მახსოვს. ალბათ, საჩუქრებში. ძალიან კარგია, საკუთარი შემოსავალი რომ გაქვს. სხვანაირად გრძნობ თავს.

– „პახმელიაზე“ ყოფილხარ?

– კი. (იცინის) გაბედნიერების მერე ვიყავი. მანამდეც დამილევია, ცოტა. მე ვერ ვსვამ ბევრს, მაგრამ „პახმელია“ არ მქონია.

– გათხოვდი და შეუბერე?

– (იცინის) არა, არა, ბევრი არც მაშინ დამილევია, მაგრამ არ იყო კარგი სასმელი და მეორე დღეს საშინლად ვიყავი. ხომ იცი, ლოგინიდან რომ ვერ დგები და ყველაფერი ტრიალებს. ლაშამ მომიარა. თვითონაც ცუდად იყო, მაგრამ მომხედა. დავიძინე და მერე, სუფთა ჰაერზე რომ გამოვედი, კარგად გავხდი. ისე, კარგი ღვინო მირჩევნია, რომ დავლიო. კონიაკს, ლიქიორს და „მარტინის“ საერთოდ ვერ ვეკარები.

– სალომე, ყველას ჰგონია, რომ უჭმელი ხარ.

– ჰო, ჩემი გარეგნობა ბევრს ატყუებს. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მადას არ ვუჩივი. ლაშაზე მეტს ნამდვილად ვჭამ. ოღონდ სერიალის ლაშა არ გეგონოთ – ჩემი მეუღლე ვიგულისხმე. (იცინის) კაცური საჭმელები მიყვარს – ხორციანი და ნოყიერი. მაგალითად, ოჯახური.

– სალომემ ღილის დაკერება იცის?

– სალომემ ღილის დაკერებაც იცის, კერვაც, ქსოვაც და ქარგვაც. თექისგანაც მქონია შარფები გაკეთებული ჩემთვის, მაგრამ ჩხირკედელა არ ვარ და ჩამრთველს ნამდვილად ვერ გამოვცვლი – ლაშას დაველოდები. თუ თვითონ ვერ შეაკეთებს, ხელოსანს გამოიძახებს.


скачать dle 11.3