კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლისაა ნინო სალუქვაძის კოლექცია და სად დაესწრო ის სპილოების როკენროლს


ყველასათვის ცნობილი და სახელგანთქმული სპოტრსმენი ნინო სალუქვაძე ოჯახში საკმაოდ საინტერესო კოლექციას ინახავს, რომლის შეგროვებაც მისი სპორტული წარმატებების პარალელურად დაიწყო. ეს არის ულამაზესი ფიგურების კოლექცია, რომელთა რაოდენობა სამოცდაათს აღწევს. ნინომ სიამოვნებით გვიმასპინძლა და დაგვათვალიერებინა თავისი კოლექცია.

ნინო სალუქვაძე: ამ კოლექციის შეგროვება დავიწყე მაშინ, როდესაც ჩემი სპორტული კარიერა საქართველოს ფარგლებს გასცდა. ვცდილობდი, ყოველი ქვეყნიდან რამე ფიგურა ჩამომეტანა სახსოვრად. საერთოდ, მათი უმრავლესობა შეძენილია ლვოვში. იქ მინის ქარხანაა, სადაც ძალიან ლამაზ ნივთებს ამზადებენ.

– ამ ფიგურების უმრავლესობით თუ გამოვიტანთ დასკვნას, თქვენ განსაკუთრებით გიყვართ ცხოველთა სამყარო.

– კი ბატონო, ნამდვილად ასეა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვისვრი, ვერასოდეს აღვმართავ ცხოველზე იარაღს. ისე, ბავშვობაში ვთევზაობდი, თანაც, საკმაოდ წარმატებულად. მამაჩემის მოსწავლე ვარ ამ საქმეშიც. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მე ჭიაყელას ხელს ვერ ვკიდებდი. მამას მივუშვერდი ხოლმე ანკესზე ჭიაყელის წამოსაცმელად, დანარჩენს ყველაფერს კარგად ვართმევდი თავს (იცინის).

ცხოველები ძალიან მიყვარს და ეს ემჩნევა კიდეც ჩემს კოლექციას. ამ პატარა, „სვაროვსკის“ ქვისგან დამზადებულ კატას ყველა შეჯიბრზე თან ვატარებ, როგორც თილისმას. თავისი ზომის გამო ის უპრობლემოდ ეტევა ჩემი მონოკლის, ანუ სასროლი სათვალის ყუთში და სულ თან დამაქვს.

– არადა, ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც, მნიშვნელოვან საქმეზე რომ მიდიოდეს, კატის დანახვაზეც კი უკან დაბრუნდება.

– ასეთი ადამინებისგან აშკარად განვსხვავდები. მე, ალბათ, უფრო ეგვიპტელებს ვგავარ, რომლებიც ჯერ კატას უშვებენ სახლში, რომ გაიგონ სად არის ცუდი აურა და თვითონ მერე შედიან. სულაც არ არის კატა ცუდი, საყვარელია, მისი მოფერება წნევას არეგულირებს და ასე შემდეგ. მე სახლში არ მყავს კატა, მაგრამ ეს კატის ფიგურა ყოველ შეჯიბრზე „დამყვება“.

– ამ კოლექციიდან ყველა ნივთი თქვენი შეძენილია, თუ, ვინც თქვენი გატაცების შესახებ იცის, საჩუქრებითაც განებივრებენ?

– ამ კოლექციის უმრავლესობა ჩემი შეძენილია, თუმცა, ნაჩუქარიც ბევრია. მაგალითად, ეს ზანზალაკიანი თაგვი. კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრობის პერიოდი. ჩემი დაბადების დღე ემთხვეოდა ხოლმე შეჯიბრს. ნაკრებში, ტრადიციულად, ჩემს დაბადების დღეს ელოდნენ ყველანი და არ ავიწყდებოდათ. იმ პერიოდს ძალიან ბევრი ნივთი მახსენებს ამ კოლექციიდან, რადგან მაშინ მომართვეს საჩუქრად. ეს „სვაროვსკის“ პაწაწინა ძაღლიც ნაჩუქარია, ჩექმაც.

– ჭანჭიკებით დამზადებული მსროლელი სად შეიძინეთ?

– ეს მსროლელი კაცუნაც ნაჩუქარია, რომელიც გერმანიაში სპეციალურად ჩემთვის, იმ ქარხნის ხელმძღვანელმა დაამზადებინა ერთადერთ ნიმუშად, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და სასროლ ფარებს ვუკვეთავთ. ძალიან მომწონს.

– თქვენი მოგზაურობების სახსოვარია ეს ბროლის კუბიკში მოქცეული შუშის ხედები?

– მაქვს კუბიკში მოქცეული მალაიზიის ხედები. საფრანგეთის სიმბოლო – ეიფელის კოშკი... ზღვის ფსკერიდან მოჭრილი მარჯანი კუბიდან ჩამოვიტანე, ეს ვირუკელა ხორვატიაში შევიძინე, ესპანეთში ეს ზონარის ფეხებიანი ქალბატონი ვიყიდე, რომლის ქუდიც ზანზალაკით ბოლოვდება...

– რომელ ქვეყანაში მოგზაურობა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს გერმანია, რადგან საკმაოდ ხშირად მიწევს ხოლმე იქ ყოფნა, ალბათ, ჩემი ყველაზე ეგზოტიკური და წარუშლელი თავგადასვლები მაინც ტაილანდს უკავშირდება. იქ ბევრი უჩვეულო რამ ვანახე და შევიგრძენი.

– მაგალითად?

– ვნახე სპილოების როკენროლი და ფეხბურთი, ნიანგების შოუ, მდინარის ბაზარი, სადაც ყველაფერი იყიდება და, თუ რამის შეძენა გსურს, ნავით უნდა შემოიარო და აარჩიო, რადგან საკმაოდ ფართო ასორტიმენტია.

ტაილანდში ყოფნისას სპილოებითაც ვისეირნე. ჩემდა ბედად, მაინცდამაინც ტანმაღალი სპილო შემხვდა. თავიდან ცოტა დავფრთხი, შემდეგ მომეწონა კიდეც. არსებობს სპეციალური ბილიკი, რომელზეც მსურველებს ასეირნებენ სპილოები გამცილებელთან ერთად. ჩემი სეირნობის დროს, საკვები გამოიტანეს სპილოებისთვის. უნდა გენახათ, როგორ მოკურცხლა ამდენმა სპილომ ერთად, მე რომ მასეირნებდა, იმ სპილოს ჩათვლით. ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს უზარმაზარი და ტლანქი არსება, რომელიც რამდენიმე ტონას იწონის, ასეთ სიჩქარეს ავითარებდა.

– არ შეგეშინდათ?

– რატომღაც, არ შემშინებია, რადგან ჩვენი მეგზური, რომელიც ამ ცხოველის თავზე იყო მოკალათებული, სულ არ აღელვებულა, მხოლოდ გამიკვირდა, რადგან უჩვეულო სანახაობა იყო ჩემთვის. სანამ მასზე ავმხედრდებოდი, მაშინ უფრო შემეშინდა, ეშვებმა დამაფრთხო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბანანითა და კიტრით გავუმასპინძლდი, სპილოთი გასეირნებაც თამამად გადავწყვიტე. თან, ყველაფერი ისე კომფორტულად იყო მოწყობილი, კარგად ვისეირნე. ერთადერთი, იმაზე მეტკინა გული, რომ ხის ქვეშ გავლისას, სპილო ხორთუმით ხის ფოთლებს სწვდა მოსაგლეჯად და გამცილებელმა ისე მოუქნია ხორთუმში სპეციალური, რაღაცნაირად დახვეული ჯოხი, რომ ძალიან შემეცოდა, იმხელა ხმაზე ამოიგმინა საწყალმა ცხოველმა. სხვათა შორის ისეთი გაწვრთნილი იყო, რომ გასამრჯელო თვითონ გამომართვა ხორთუმით და პატრონს გადასცა. საერთოდ, ტაილანდში სპილოებს ძალიან ხშირად შეხვდებით ქუჩაში, დაახლოებით ისეთივე სიხშირით, როგორც ჩვენში ძაღლს. ამიტომ არ გაგიკვირდებათ, ალბათ, რომ ამ ქვეყნიდან სახსოვრად ხისგან გამოთლილი, ხელნაკეთი ულამაზესი სპილო ჩამოვიტანე, უფრო სწორად, ორი სპილო. რაღაც განსაკუთრებული და ტაილანდელთათვის დამახასიათებელი ხელოვნებაა, სპილოში ზის სპილო. ისეა გაკეთებული, ვერანაირად ვერ გახსნი დიდ სპილოს, რომ მასში მეორე პატარა მოათავსო.

უჩვეულო იყო ტაილანდელთა სამზარეულოც, სადაც, საშუალო სიმწარის საჭმელი რომ შევუკვეთე, სულ ცრემლები მაყრევინა. იმის შემდეგ ვისწავლე ჭკუა. განსაკუთრებული სიამოვნებით კალმარების მწვადებს შევექცეოდი. ქუჩაში აკეთებენ ყველაფერს და ამიტომ საშინელი სუნი დგას, რაც პირველ დღეებში დისკომფორტს მიქმნიდა. ზღვის პროდუქტები გამოტანილი აქვთ ჭურჭლით, რომელშიც ცოცხალი არსებები დაცურავენ. მახსოვს, ერთი ცალი კიბორჩხალა ამოვარჩიეთ და, რომ ავაწონინეთ, კოლოგრამ-ნახევრს იწონიდა.

– დღეისთვის რამდენი ნივთი ინახება ამ კოლექციაში?

– ალბათ, სამოცდაათამდე ფიგურა იქნება თავმოყრილი. გაცილებით მეტი ფიგურა მქონდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ბევრი მათგანი, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით მქონდა ჩამოტანილი უცხოეთიდან, ჩემმა შვილებმა „შეიწირეს“.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– როგორც ფოტოსურათი გახსენებს კონკრეტულ პერიოდს, ასეა ეს ნივთებიც, ყოველ მათგანთან მაკავშირებს რაღაც ამბავი – სად ვიყავით, რა ვნახეთ, რა შეგვემთხვა და ასე შემდეგ.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3