კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

საფინი გაკოტრდა


ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, მარატ საფინი, დიდი სპორტიდან გასულ წელს წავიდა, აქაოდა, მუდმივი ვარჯიში აღარ შემიძლია და არც გამუდმებული ტრავმების მკურნალობა მხიბლავსო. ჰოდა, სპორტიდან წასული ჩოგბურთელი ამას წინათ ჟურნალისტებმა გაიხსენეს და მას მოსკოვის გარეუბანში მიაგნეს.

– ჩვეულებრივ, მშვიდ ცხოვრებას ვეწევი. ჩემთვის მთავარი ბედნიერებაა, ბედნიერების ჩემებური გაგება კი საღამოს მოკრძალებულ რესტორანში ვახშმობა, კომუნალური გადასახადების გადახდა და ავტომანქანაში ჩასასხმელი ბენზინის ფულის ქონაა. ჯერჯერობით ყველაფერი მაქვს და მშვიდად ვარ. მარტო ვცხოვრობ და არც ცოლის მოყვანას ვაპირებ, – განაცხადა საფინმა.

რუსულმა მედიამ კი დაწერა, რომ საფინმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 15 მილიონი დოლარი იშოვა და თავის დროზე რომან აბრამოვიჩის ამჟამინდელი ცოლის – დარია ჟუკოვას მეგობარი კაცი იყო, მთელი ქონება ალკოჰოლში გაფლანგა. საცხოვრებლისა და კვების ფულს კი მარატს თავისი დაიკო, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, დინარა საფინა აძლევს.


скачать dle 11.3