კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ჯანმრთელობის რა პრობლემაზე მიუთითებს თმის ცვენა და სახიფათოა თუ არა ის


თმის ცვენა უმრავლეს შემთხვევაში ბუნებრივი პროცესია და ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება, არც აღიქვას საფრთხის მომასწავებლად, მაგრამ რეალურად, ის მრავალი პათოლოგიური პროცესის საწყისი ეტაპი შეიძლება იყოს. ფიზიკური პრობლემის გარდა, გამელოტება შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზიც გახდეს. ამიტომ, მისი თავიდან არიდება საკმაოდ პრობლემატურ საკითხად რჩება. ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი ტრიქოლოგი ლუკა კვანტალიანი.


ადამიანი ყოველდღიურად კარგავს 40-100 თმის ღერს და ეს ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი თმა გცვივათ, ეს უკვე პრობლემაა და სათანადო ყურადღებას მოითხოვს. პრობლემა ერთბაშად არ ჩნდება, ის თანდათანობით იჩენს თავს, ყველაფერი კი იმით იწყება, რომ ადამიანი უფრო და უფრო ხშირად ამჩნევს ბალიშზე თმის გაზრდილ რაოდენობას. თუ თმის ცვენას სათანადოდ არ შევაფასებთ და შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, შესაძლოა, ბუდობრივ გამელოტებამდე მივიდეთ.

თმის ცვენის მიზეზები მრავალგვარია, შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ერთდროულად აღინიშნებოდეს. თმის მდგომარეობა – მისი ელასტიკურობა, ბზინვარება და მოცულობა ორგანიზმის ჯანმრთელობის „სარკეა“. თმის ცვენის განვითარებაში გარკვეული როლი აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას, ჰორმონალურ დარღვევებს, ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითებას, თავის კანის სხვადასხვა დაავადებას, თავის კანის და თმის ფესვების სისხლმომარაგების მოშლას. ის შეიძლება, შინაგანი ორგანოების მრავალი პათოლოგიის დროსაც განვითარდეს, როგორიცაა, შაქრიანი დიაბეტი, რკინადეფიციტური ანემია, ჰეპატოპათიები და სხვა. თმის ცვენა მოსალოდნელია ზოგიერთი სამკურნალო ჩარევის შემდეგ. მაგალითად, ჰორმონალური პრეპარატების მიღება, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ნარკოზით ხშირად იწვევს დროებით თმის ცვენას. პრობლემა ხშირია ორსულობის და მშობიარობის შემდეგ და უკავშირდება ამ პერიოდში ჰორმონალური ბალანსის ცვლილებას. თმის ცვენას ხშირად იწვევს ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება, როგორიცაა: თმის შეღებვა, ქიმიური დახვევა, თმის უთოს გამოყენება, ეკოლოგიური ფაქტორები. კიდევ ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია არასწორი კვება და ცხოვრების დაძაბული რიტმი. გამუდმებული სტრესები, ნევროზული მდგომარეობა. ვიტამინებით არასაკმარისად გაჯერებული საკვები ორგანიზმის საერთო მდგომარეობას ასუსტებს და ამგვარად, ხელს უწყობს თმის ცვენას.

თმის ცვენას ხასიათის მიხედვით განასხვავებენ: დროებითი თმის ცვენა და პათოლოგიური – გამელოტება, ალოპეცია. თუ თმის ცვენას მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს თმის ფოლიკული არ კვდება. ამიტომ, თუ დროულად დავიწყებთ მკურნალობას, საკმაოდ ხშირად თმის ზრდა აღდგება. პათოლოგიური თმის ცვენის დროს მდგომარეობა გაცილებით სერიოზულადაა და პრობლემის წარმატებით გადასაწყვეტად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. კაცებს ქალებზე ხშირად აწუხებთ ეს პრობლემა. მამაკაცებში ალოპეცია ყველაზე ხშირად აზიანებს შუბლის და საფეთქლების მონაკვეთს. მამაკაცებში თმის ცვენის მიზეზი უპირატესად გენეტიკურია, თუმცა არანაკლები როლი აქვს არასწორ კვებასაც. ძლიერი თმისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ორგანიზმს B ვიტამინი საკმარისად მიეწოდოს. აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევა ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ვიტამინების ათვისებას. თმის ცვენაზე გავლენას ახდენს გარემოს ტემპერატურის ცვლილება – როგორც მომატება, ასევე კლება. ამიტომ, სასურველია, შესაბამისი თავსაბურავის ტარება. ქალებში თმის ცვენის პროვოცირებას ხშირად ჰორმონალური ძვრები იწვევს. ცნობილია, რომ ქალის ჰორმონი – ესტროგენი ზრდის თმის სიცოცხლის ციკლს, ხოლო მამაკაცური ჰორმონი – ანდროგენი, პირიქით, ამცირებს მას. ქალის ორგანიზმში ეს ჰორმონები წონასწორობაშია. თუმცა, ჰორმონალური სტრესების დროს, როგორიცაა მშობიარობა, მენოპაუზა, ჰორმონალური პრეპარატების მიღება და სხვები, ეს ბალანსი ირღვევა, ორგანიზმში ესტროგენის რაოდენობა იკლებს, რის შედეგადაც იწყება თმის ცვენა.

დროებითი თმის ცვენა და გამელოტება განსხვავებულ მიდგომას და მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობაში ყველაზე დიდი შეცდომაა სიმპტომების მოსპობა. სიმპტომები მხოლოდ დაავადებაზე მიუთითებს და მისი მიზეზის კვლევის საშუალებას იძლევა. იგივე შეიძლება, ითქვას თმის ცვენის მკურნალობაზე. მთავარია, აღმოვაჩინოთ მიზეზი. სირთულე ისაა, რომ თმის ცვენა იწყება ორგანიზმის მიერ გადატანილი სტრესიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ამიტომ, საკმაოდ რთულია ეს პრობლემა მივუსადაგოთ ადამიანის ცხოვრებაში არსებულ რაიმე ფსიქოლოგიურ სტრესს თუ ჯანმრთელობის პრობლემას. თუმცა, მიზეზის მოძიება აუცილებელია. მაგალითად, ორგანიზმისთვის ასეთი სტრესი შეიძლება, იყოს გარკვეული მედიკამენტების მიღება. ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა, ექიმთან კონსულტაცია, რათა დანიშნული პრეპარატები მოხსნას ან სხვებით შეცვალოს. შესაძლებელია, ისეთი შემთხვევაც, როდესაც თმის ცვენა იწყება რაიმე დაავადების გადატანის შემდეგ. ამ დროს, სანამ უშუალოდ თმის ცვენის მკურნალობას დაიწყებთ, ჯერ უნდა აღადგინოთ შესუსტებული იმუნიტეტი. თუკი თავის კანის დაავადება აღინიშნება რამდენი მკვებავი ნიღაბიც არ უნდა გამოვიყენოთ პროცესი მანამ არ შეჩერდება, სანამ დაავადებას არ განვკურნავთ. თუ ზამთარში მძიმე ქუდს ხმარობთ, შეიძლება, დაირღვეს თმის ძირების სისხლმომარაგება. ამიტომ, ქუდი უნდა შევცვალოთ უფრო მსუბუქით და უკეთეს შემთხვევაში, კაპიუშონით.

თმის ცვენის მიზეზის მოსპობის შემდეგ უკვე შეიძლება და აუცილებელიცაა, თმის ზრდის აღდგენა. ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთია თავის კანის მასაჟი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თმის ფოლიკულს სისხლით მიეწოდება საკვები ნივთიერებები და ვიტამინები. თავის დაბანის დროს, ჩაიტარეთ მასაჟი თითებით, ხოლო ყოველღამე, ძილის წინ, თმები დაივარცხნეთ სპეციალური ჯაგრისით რამდენიმე წუთის განმავლობაში. თმის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია, გამოიყენოთ სპეციალური ნიღბები. ზოგიერთი მათგანი გაკეთებულია რძემჟავა პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია B ვიტამინით, რაც აუცილებელია თმის ნორმალური ზრდისთვის. ამავე მიზნით, რეკომენდებულია თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნები. კოსმეტოლოგიური ფირმები გვთავაზობენ ამ ტიპის შამპუნებისა და ბალზამების დიდ არჩევანს. არ არის სასურველი სველი თმის დავარცხნა, ასევე ფენისა და თმის უთოს გამოყენება. მიზნის მისაღწევად აუცილებელია სწორი კვება. უნდა მიირთვათ B და C ვიტამინებით მდიდარი საკვები – კივი, ციტრუსები, კურდღლისა და ბატკნის ხორცი. თუ თმის ცვენის მიზეზი ქალის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონალური ცვლილებებია, როგორიცაა მშობიარობა და მენოპაუზა, უნდა დავიცადოთ, სანამ ორგანიზმი ბუნებრივ ჰორმონალურ ფონს არ აღიდგენს, მანამდე კი, სასურველია, ზემოთ აღწერილი პროცედურების ჩატარება, რათა მაქსიმალურად შევამციროთ თმის ცვენა.

თუ თმის ცვენას პათოლოგიური ხასიათი აქვს, ანუ იწყება გამელოტება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ სპეციალურ კლინიკებს. იმისათვის, რომ გაარკვიოს გამელოტების მიზეზი, ტრიქოლოგი მოითხოვს ზოგიერთ ანალიზს, მათ შორის: სისხლის გამოკვლევას ჰორმონებზე, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას, თმის სპექტრულ და მიკროსკოპულ ანალიზებს. ანალიზების პასუხთა საფუძველზე, ექიმი დაგინიშნავთ კომპლექსურ მკურნალობას. ხშირად თმის ცვენის პრობლემა წყდება გადანერგვის ოპერაციის გარეშეც. აუცილებელია, დროულად მიმართოთ ექიმს და მკაცრად დაიცვათ მისი მითითებები. კლინიკური მკურნალობის პარალელურად, თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ მკვებავ ნიღბებს, თვითმასაჟს, სწორად იკვებოთ და თავი აარიდოთ ცხოვრებისეულ სტრესებს.


скачать dle 11.3