კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გაკეთებას აიძულებდნენ შალვა რამიშვილს ციხეში და რის თქმას აპირებს ის სააკაშვილისთვის

„202-ის“ დამფუძნებელი და „დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი, რომელმაც ციხეში ოთხი წელი გაატარა, 26 აგვისტოს, საკუთარ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს. ეს სასიამოვნო ამბავი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა ლამაზად აღნიშნეს. როგორც თავად ამბობს, დაკარგული დროის ანაზღაურებას მალე აპირებს, თუმცა, გადაწყვეტილი არ აქვს, დაბრუნდება თუ არა ჟურნალისტიკაში. როგორი იყო მისთვის ციხეში გატარებული ოთხი წელი და რა გეგმებით დაბრუნდა შინ, ამას მისგან და მისი მეუღლისგან, თეა აბაშმაძისგან გაიგებთ.

– როგორი იყო ემოციები, რომელიც შალვას სახლში დაბრუნებას ახლდა?

თეა: ყველა სახლში ვიყავით, რუსთავში წასასვლელად ვემზადებოდით, ის კი ადრე გამოუშვიათ. ტაქსით მოვიდა სახლში. კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, ეგრევე მივხვდი, შალვა იყო. კარგად ვცნობ მის ზარს. სიურპრიზი გაგვიკეთა. ყველა მეგობარი თუ ნაცნობი, ვინც ციხეში წავიდა მის დასახვედრად, აქ მობრუნდა. ვერაფერი ვერ გავაცნობიერე, ისე დავიბენი. ის სიხარული და აღტაცება ვერ გამოვხატე, რაც, წესით, უნდა გამომეხატა. ალბათ, ეს ემოციები უფრო გვიან მოვა, ცოტა რომ დავწყნარდებით. იმდენი ხალხი მოდის მოსალოცად, აქცია გეგონება.

– ამ ხნის განმავლობაში ქმარს გვერდით ედექი და გარედან ამხნევებდი. ქალისთვის, ალბათ, მძიმე იყო პატიმრის პატრონობა, ოჯახის გაძღოლა და თავის გატანა.

– ძალიან საშინელი ოთხი წელი იყო, სერიოზულ რაღაცას გადარჩა. იმედი მაქვს, აწი ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრებაში ხიფათი აღარ გველოდება. უფალს ვთხოვ, ცუდი უკან დარჩეს. ვფიქრობ, ტყუილად არ მომხდარა ეს ყველაფერი, რადგან შალვა მორალურად რეაბილიტირებულია. საქართველოში ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა გადაიტანა ამ ადამიანმა. ნაწილობრივ, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ სტრასბურგში, ძალიან სერიოზული მუხლები იყო, მის სასამართლო დარბაზში თუ საკანში მოპყრობასთან დაკავშირებული. იმედი მაქვს, ძირითადი საქმეც მოგებით დამთავრდება. ევროსაბჭომ შალვა პოლიტპატიმრად აღიარა. ის, რომ შალვა ოთხი წელი, ფაქტობრივად, დაისაჯა, ალბათ, მომავალში სასიკეთოდ მოგვიბრუნდება.

– ამ გადასახედიდან როგორ მოჩანს ის წლები? ალბათ, დღეებსა და საათებს ითვლიდი და ფიქრობდი, ქმარს რაც შეიძლება კარგ ფორმაში დახვედროდი.

– ცხადია, დიდი ნერვიულობა გადავიტანეთ, მაგრამ მისი ციხიდან გამოსვლა არ იყო სიურპრიზი, იმიტომ რომ ბოლომდე მოიხადა სასჯელი. არ იყო შეწყალებაზე თანახმა და მართალიც იყო. არანაირ ბრალდებას არ აღიარებდა, იმიტომ, რომ საღიარებელი არაფერი ჰქონდა. ეს იყო ტყუილი ბრალდება. ისედაც, ძალიან სერიოზული ზეწოლა მიდიოდა იმაზე, რომ ეს ადამიანი ვადამდე ერთი დღით ადრეც კი არ გამოსულიყო. ძალიან რთული ცხოვრების რიტმი მაქვს და არ მქონდა იმის დრო, ჩემთვის სახლში ვმჯდარიყავი და მშვიდად რამეზე მეფიქრა. ბევრი საქმე იყო მოსაგვარებელი, აქეთ-იქით დავრბოდი. ასე რომ, ჩემთვის ძალიან მალე გადიოდა ეს დრო, რასაც ვერ ვიტყვი შალვაზე. ის იჯდა და მართლა დღეებსა და საათებს ითვლიდა. ბავშვები ძალიან ელოდებოდნენ. საოცრად გაუხარდათ, მამა რომ დაინახეს. რაც შეეხება გარეგნულ მხარეს, ჩემს გარეგნობაზე ბევრი არ მიზრუნია. როგორც გამოვიყურები, ალბათ, ჩემს ქმარს ეს აკმაყოფილებს.

შალვა: ზოგადად, ციხე ძალიან ცუდი ადგილია, განსაკუთრებით – ახალაიასა და სააკაშვილის ციხე, მაგრამ, უნდა გაუძლო. იქ საშინლად ირღვევა ადამიანის უფლებები. პირადად ჩემი უფლების დარღვევა უკვე დააფიქსირა ევროსასამართლომ. ისე, ციხეში კარგად ვიყავი, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. ბევრის გაჭირვება ვნახე. ვნახე, მართლა როგორ იცვლება ციხეში ადამიანი, როცა ასეთი დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, მეც შევიცვლე, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. ამას ნამდვილად ვატყობ ჩემს თავს. ილუზიები გამიქრა და მივხვდი, რომ სამყარო ულმობლად არის მოწყობილი და სიკეთეს მუშტები უნდა ჰქონდეს. სიკეთისთვის, თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არ დავინანოთ არც კომფორტი და არც საკუთარი სიცოცხლე. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ გამარჯვებას. თავიდან არის ძნელი, თორემ მერე ყველაფერს ეჩვევი. თავდაპირველად საკანში თვრამეტი პატიმარი ვიყავით. მცირე ზომის საკანი იყო, საკვები – არც თუ ისე სახარბიელო... იმ საკვებს გარეთ ვერავინ შეჭამს. კილოგრამები რომ დავიკელი, ეს მეექვსე საპყრობილის დამსახურებაა. საშინელი საპყრობილე იყო. საშინელება იყო ისიც, როცა ჩემ თვალწინ ბეისბოლის ჯოხით სცემდნენ პატიმრებს.

– შენც გცემდნენ?

– მე არ ვუცემივარ, მაგრამ, როცა საკანში შევყავდი, დაჟინებით მთხოვდნენ, დამეჩოქა – ყვიროდნენ, ჩქარა დაიჩოქეო. გამეცინა, ყიზილბაშები ხომ არ ხართ, რატომ უნდა დავიჩოქო-მეთქი. მერე ნება მომცეს და დავჯექი. მინდოდა, ისეთი პატიმარი ვყოფილიყავი, რომელსაც ჩვეულებრივად ეპყრობიან. ბევრ დამცირებას იტან სასჯელაღსრულების დაწესებულების მესვეურებისგან. სამი წლის წინ ამ ახალგაზრდა ბიჭებს გაუჩნდათ იდეაფიქსი, რომ კრიმინალური სამყარო მხოლოდ ძალადობით უნდა გადატეხონ. შესაბამისად, ეს ძალადობა ყველაზე გავრცელდა და მივიღეთ საპირისპირო შედეგი – სუსტი ნებისყოფის ადამიანები მოტყდნენ, ძლიერები კი კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ეს კიდევ ცალკე თემაა, რატომ ძალადობენ ასე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. თუ ამას ფსიქოლოგიურად გაუძლებ და ფილოსოფიურად გადახარშავ, მიხვდები, რომ ეს სუსტის პოზიციაა, თუნდაც ის, რაც ჩემი გათავისუფლების დღეს მოხდა. დილაადრიან რომ გამომიშვეს. რა მნიშვნელობა აქვს, ინტერვიუს სად მოგცემდი – სახლში თუ ციხესთან. მაიმუნობაა და მეტი არაფერი, ხომ?

– როგორ აპირებ შელახული სახელის აღდგენას და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას?

– ულმობელია უთრიერთობები და ბრძოლა ადამიანთა შორის, შენ უნდა იყო ძალიან ძლიერი, რომ გაიმარჯვო. მივხვდი, რომ სამყარო ძალათა ბალანსზე დგას. მხოლოდ სურვილებით, თუ ნება არ ახლავს ამას, გამარჯვებას ვერ მოიპოვებ! ამაში დარწმუნებული ვარ. ოთხი წელი გავუძელი ციხეს. ეს არც ძალიან ბევრია და არც ძალიან ცოტა. მზად ვარ, კიდევ უფრო დიდ სირთულეებს შევხვდე. მე, უბრალოდ, მინდა, საკუთარი ადგილი დავიკავო საზოგადოებაში, რომელიც სამართლიანად მეკუთვნის და რასაც ახლო მომავალში ადამიანის უფლებების დაცვას მოვახმარ.

– პრინციპული, მიზანდასახული ადამიანი ხარ. როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებ.

– აბა, რა, სხვანაირად რა გავაკეთო, ტყეში კენკრა მოვკრიფო?

– შესაბამისად, მგონია, ოთხი წელი საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შურისძიების წყურვილი გაგჩენოდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ოჯახს, საყვარელ საქმეს მოგწყვიტა და გისოსებში გამოგამწყვდია. ასეა?

– სიმართლე გითხრა, იმ ადამიანის არც სახელი მახსოვს და არც გვარი. ის არ არის დამნაშავე, ის არის ბრმა იარაღი და, როგორ შეიძლება, ბრმა იარაღზე გავბრაზდე? გამორიცხულია. მე ვიცი, რატომაც წავედი ციხეში, ეს გათვითცნობიერებული მქონდა და მინდა, ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც ოპოზიციურ საქმიანობას ეწევა: მათი ბოლო იქნება ან ციხე, ან უფრო ცუდი რამ.

– შენს მეუღლეს არაერთხელ უთქვამს ჩემთან ინტერვიუში, რომ შენი ლიკვიდაციის რეალური საშიშროება იყო. შენ რას იტყვი?

– არ ვიცი, ალბათ, იყო ამის საშიშროება. რატომღაც ჩემი ეშინიათ და რატომ, ვერ გავიგე. იცი, ძალიან მინდა, სააკაშვილთან შეხვედრა და ბევრ რაღაცაზე საუბარი. ჩვენ ხომ ერთ დროს მეგობრები ვიყავით?!

– ოჯახისა და მეგობრების გარდა, ალბათ, შენი საქმეც ძალიან გენატრებოდა და ფიქრობდი, რას გააკეთებდი, როცა გარეთ გამოხვიდოდი.

– არის რაღაც ნედლი იდეები, მაგრამ მომავალში კონკრეტულად რაში გამოიხატება, არ ვიცი. თუ იქნება რამე საინტერესო შემოთავაზება, სიამოვნებით წავალ ასეთ წინადადებაზე. რაღაცეები ვიცი ისეთი, რაც ბევრს არ შეუძლია და ეს უნდა გამოვიყენო. ჩემს სახელს ისევ გაიგებს ყველა და თან, ძალიან ხშირად, თუმცა ამ ხნის განმავლობაშიც არავის დავვიწყებივარ.

– როგორი იყო შენი და დანარჩენი პატიმრების ურთიერთობა?

– იქ ბევრი საინტერესო ადამიანია, თავიანთი გაჭირვება აქვთ და იცვლებიან, წნეხის ქვეშ რომ არიან, ამიტომ, უნდა ილაპარაკო მათთან. შეიძლება ითქვას, მათი ფსიქოლოგი ვიყავი. მაგრად უნდა იყო, არ უნდა აჰყვე თავისუფლების წყურვილსა და ემოციმებს. სამი წლის ციხეში ჯდომის შემდეგ ნერვიული ფორიაქი და მოლოდინი გამიქრა და უკვე ჩამოყალიბებული პატიმარი ვიყავი.

– ოჯახი, მეგობრები, წიგნებს გიგზავნიდნენ, ბევრს კითხულობდი... ალბათ, ეს შენთვის ერთგვარი დასვენებაც იყო.

– ამ ხნის განმავლობაში ბევრი ისეთი წიგნი წავიკითხე, რასაც არასდროს წავიკითხავდი, რადგან გარეთ ამის დრო არ მქონდა. ჩემმა მტერმა დაისვენა ისე, მე რომ ვისვენებდი, მაგრამ, საერთოდ, ვცდილობ, ყველაზე ცუდიდანაც რამე კარგი გამოვიტანო. ვიცი, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება. იქ თუ ამაზე იფიქრე, ძალიან წაგიღებს და ცუდ დღეში ჩაგაგდებს. უნდა გადაკეტო ეს არხი და ბრძოლისთვის მოემზადო. მეტი სიმტკიცეა საჭირო.

– თეამ შენ გამო დიდი სტრესი გადაიტანა და ბოლომდე გვერდით დაგიდგა, თუნდაც ერთგულებაში. ალბათ, ამას სულ გრძნობდი მისი მხრიდან.

– ჩემი ცოლი არის ჩემი მეგობრებისა და ახლობლების მიერ აღიარებული, გმირად შერაცხული ქალი. ყოჩაღი კი არა, ძლიერი ქალია. ალბათ, ვერასდროს გადავუხდი იმას, რაც მან ჩემთვის გააკეთა.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3