კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუწყო ტარიელ ვასაძის შვილმა ქორწილის წინა დღეს ცოლს – ნუგზარ გაბრიჩიძის შვილს


ეს იყო ულამაზესი ქართული ქორწილი, გამორჩეული ნეფე-პატარძლის მშვენიერებით, განსაკუთრებული სტუმრებით, დიდი სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე – ასე ლაპარაკობენ თბილისში ქორწილზე, რომელიც 30 იანვარს თბილისის ზღვის კლუბში გაიმართა. თბილისში კიდევ ერთი ლამაზი ქართული ოჯახი შეიქმნა – ყოფილი გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის ქალიშვილი, 21 წლის თიკო და უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ტარიელ ვასაძის ვაჟი, 30 წლის ვახტანგ ვასაძე, დაქორწინდნენ.

თიკოსა და ვახტანგის სიყვარულის ისტორია ნახევარი წლის წინ დაიწყო. მათ ერთმანეთი ვანო ჩხარტიშვილის შვილის ქორწილში გაიცნეს. როგორც ამბობენ, წარმატებული ბიზნესმენის წარმატებული შვილი თავიდანვე მოხიბლული დარჩა თიკოს მშვენიერებით, მაგრამ, მხოლოდ გარეგნობა არ ყოფილა მთავარი – ნუგზარ გაბრიჩიძის უმცროსი ქალიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია, განსაკუთრებული თვისებებითა და ღირსებებითაც ყოფილა დაჯილდოებული. ასეთივე გამორჩეულია ცნობილი მილიარდერის შვილიც, – იმის მიუხედავად, რომ ტარიელ ვასაძე ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და მის ვაჟს იოლად შეეძლო, მამის ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელი უფრო ადრეულ ასაკში გამხდარიყო, მამამ შვილს არცთუ იოლი გზაა გაატარა. ტარიელ ვასაძემ თავადაც ძალიან კარგად იცის შრომით მოპოვებული წარმატების ფასი, ამიტომ ვახტანგს ერთ-ერთ კომპანიაში რიგით თანამშრომლად დააწყებინა მუშაობა, დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელია და დასთან ერთად აქტიურად არის ჩაბმული მამის ბიზნესში. ვახტანგი, იუშჩენკოს შვილთან ერთად, უკრაინის ყველაზე სასურველ სასიძოდ იყო აღიარებული, თუმცა, იგი ამ მხრივაც მამის კვალს გაჰყვა – მან უკრაინელ ლამაზმანებს კარგ ქართულ ოჯახში აღზრდილი მომხიბვლელი თიკო არჩია...

დაოჯახებამდე კი იყო ძალიან ლამაზი და რომანტიკული სიყვარულის ისტორია, სავსე სიურპრიზებითა და თაიგულებით... შეყვარებულები თითქმის სულ ერთად ატარებდნენ უიქენდებს, ხან თიკო იყო კიევში, ხან კი ვახტანგი ჩამოდიოდა თბილისში. ახალგაზრდებს ძალიან გულშემატკივრობდნენ უფროსებიც – ვასაძეები ხშირად ჩამოდიოდნენ თბილისში. როგორც ამბობენ, ტარიელ ვასაძეს გაცნობისთანავე ძალიან შეუყვარდა მომხიბვლელი სარძლო; შვილის არჩევნით ძალიან კმაყოფილი დარჩენილა ყოფილი გენერალური პროკურორიც.

ვახტანგმა და თიკომ ოჯახი ტრადიციების დაცვით შექმნეს. ბატონ ტარიელს თბილისში ჩამოფრენა დააგვიანდა, თორემ სარძლოს სამების ტაძარში საკურთხეველთან, ალბათ, თავად მიიყვანდა. ნეფე-პატარძალი საქართველოს პატრიარქმა დალოცა. ჯვრისწერის წინა საღამოს კი ვახტანგმა თიკოს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო – ულამაზესი ხუთასი ცალი ვარდი გაუგზავნა... საქორწინო ცერემონიალს ესწრებოდნენ სტუმრები უკრაინიდან – ახალგაზრდების მეგობრების გარდა, თბილისში ჩამოვიდნენ ტარიელ ვასაძის ნათესავები და მეგობრები პოლიტიკური და ბიზნეს-წრეებიდან. პატარძალს საქორწინო კაბა მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერმა – ელი სააბმა შეუკერა, მისი მეჯვარე იყო ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია. ორი მეჯვარე ჰყავდა სიძეს – მან ეს მისია უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ლევან ფარცხალაძესთან ერთად, კიდევ ერთ ბავშვობის მეგობარს ანდო...

ახალდაქორწინებულები თაფლობის თვეს ევროპაში ატარებენ, ვასაძეების დიდი ოჯახი კი მეორე ქორწილისთვის ემზადება: 13 თებერვალს, კიევში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“, კიდევ ერთი ქორწილი გაიმართება, ამჯერად უკვე ვასაძეების მასპინძლობით და პატარძალი კვლავ ელი სააბის კაბაში გამოეწყობა, რომელიც საგულდაგულოდ შემოინახა მეორე ქორწილისთვის. ქორწილს ხელის მოწერის ცერემონიალიც მოჰყვება. მეორე დღეს კი, 14 თებერვალს, ქართველები და უკრაინელები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ ულამაზესი წყვილის გაბედნიერებას, ამჟამად უკვე ვასაძეების კუთვნილ ქართულ რესტორანში. როგორც ამბობენ, ამ ქორწილში ტარიელ ვასაძე ახალდაქორწინებულებს, განსაკუთრებით კი რძალს, საოცარი სიურპრიზების მოწყობას უპირებს...

ჩვენი ჟურნალი უერთდება ორი ცნობილი ქართული ოჯახის სიხარულს, ვულოცავთ თიკოსა და ვახტანგს გაბედნიერებას და გამრავლებას, სიყვარულით სავსე წლებსა და ღვთის წყალობას ვუსურვებთ მათ.


скачать dle 11.3